ბენატია:”დავალება შესრულებულია, შემდეგი ბარსელონაა”

ბენატია კიევოსთან გამართულ დაპირისპირებაზე და ასევე ბარსელონასთან მოახლოებულზე საუბრობს:

“ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო! სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემპიონატში ჩვეული განწყობით დავბრუნდით. დავალებას თავი კარგად გავართვით და ახლა თავისუფლად შეგვიძლია კონცენტრირების ბარსაზე მოხდენა.

თუ ჩვენ მართლაც გვსურს ლიგის მოგება, მაშინ საუკეთესო დაცვის ხაზი უნდა გვყავდეს. თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კარი უსაფრთხოდ შევინახოთ. მერწმუნეთ ამ ეტაპზე უკანა ხაზში მართლაც მაღალი დონის მოთამაშეებით ვართ დაკომპლექტებულნი. შეტევას რაც შეეხება.. ამ ბიჭებთან ერთად გოლებს ადრე თუ გვიან მაინც გავიტანთ.

შარშან ბარსას წინააღმდეგ ორი ნახევარმცველით შესანიშნავად ვიასპარეზეთ.. თუმცა, ყველაფერი არჩეულ სქემაზეა დამოკიდებული.. ადაპტაციასთან პრობლემა ნამდვილად არ გვექნება. მთავარია თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ დავალებებზე კონცენტრირება ზუსტად მოახდინოს.

მესმის, რომ ყოველ ჩვენთაგანს მუდამ მინდორზე ყოფნა სურს.. მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილება უზენაესია.. ფეხბურთელები პატივსცემთ მის გადაწყვეტილებას და მუდამ მზად ვართ ბოძებული წუთები მაქსიმალურად გამოვიყენოთ გუნდის საკეთილდღეოდ.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. w says:

    Guahin erti burti ki gamoadzro jaridan

  2. Di Francesco # 1 1juve says:

    კუთხურების ლომია :chuvak:

  3. ანონიმური says:

    ბენატიას თავი მაღალი დონის გონია :mrgreen: მე ის მახარებს რომ რუგანის ეძლევა სათამაშო დრო

  4. ანონიმური says:

    აბე ჰენ იცი რა გამოგივა ბარსასთან

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »