ალეგრის მატჩისწინა პრესკონფერენცია

111

მაქს ალეგრიმ “ბენევენტოსთან” თამაშის წინ თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა…

ბენევენტოსტან” თამაში არ უნდა განვიხილოთ, როგორც ექსპერიმენტების მოედანი. შეიძლება მათ ვერ აიღეს ქულები, მაგრამ ჩვენ პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ თამაშს. თამაში 120-წლის იუბილეს ეგიდით გაიმართება და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ის ვინც გამოვა სათამაშოდ, მაქსიმალურად უნდა დადოს თავი თამაშზე.

შემადგენლობას რაც შეეხება, იქნება გარკვეული ცვლილებები. მარკიზიო ფორმაშია და მას ახლა სათამაშო დრო სჭირდება. ხედირა განაცხადშია, მაგრამ ალბათ დაისვენებს. ჰიოვედესმა 40 წუთი ითამაშა სავარჯიშო თამაშში, არა მგონია ის ჯერ მზად იყოს სრული დატვირთვისთვის, შეიძლება შეცვლაზე შემოვიდეს და მატჩის ნაწილი ჩაატაროს. მანჯუკიჩი დაისვენებს. კუადრადო-ბერნარდესკიდან ერთერთი ითამაშებს. ფედერიკომ როცა ითამაშა, ძალიან კარგი იყო. მას დნმ-ში აქვს უნარი, სხვაობა შეიტანოს თამაშში. თუმცა გარკვეულ ასპექტებში უნდა გაიზარდოს. პიანიჩი არ იქნება, რადგან წინა თამაშშე დარტყმა მიიღო, ამიტომ დაისვენებს. რაც შეეხება სანდროს, ახლა ის საკუთარ დონეზე დაბალ ხარისხს აჩვენებს. მე ველაპარაკე მას, ვუთხარი რომ ასეთები ხდება ხანდახან და მან კარგი პასუხები გამცა. ამ თამაშში, არ მეეჭვება, რომ ბრაზილიელი შესანიშნავ თამაშს ჩაატარებს. კარებში შესნი ჩადგება.

დიბალა? მან უნდა დაიბრუნოს ბრწყინვალება. სანაკრებო შეკრებიდან  ნერვულ მდგომარეობაში დაბრუნდა, სასტარტო 10 გოლის შემდეგ ჟურნალისტებმა ის მესის მემკვიდრედ გამოაცხადეს. ალბათ მათ გადააჭარბეს, ახლა კი თავის დონეზე ქვემოთ დაუშვეს. ის 24 წლისაა, მან უნდა იპოვოს ბალანსი, რომ ასეთ მომენტებს გაუმკლავდეს. ლისაბონში პაულომ  მეორე ტაიმში კარგად ითამაშა. დიბალა პირველივე წუთებიდან დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, გოლსაც გაიტანს.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. Davit83 says:

    Dibalaze scori tqva nakrebidan magari achrili chamovida. Mesic nakrebidan dabrunebis shemdeg golebs ver itans. Ragac xdeba argentinis nakrebshi yvela sashinel formashi dabrunda argentinis nakrebidan.

  2. ბეს_ნაკ says:

    :forza: :forza:
    Dges dibala dubls gaiformebs ase vfiqrob

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »