შეშლილი მაქსი:”სიჩქარეს უნდა მოვუმატოთ”

ლეგენდარული მაისურებით, საიბილეო თარიღთან ასოცირებული მატჩი და ასე შემდეგ.. შედეგი? მოვუსმინოთ გუნდის მთავარ მწვრთნელს:

“დღეს ბიჭები უნდა შევაქო, რადგან საშინელი 45 წუთის შემდეგ მათ იპოვეს ძალა საკუთარ თავში და სიტუაცია რადიკალურად შეცვალეს.

ვუყურებდი თამაშს და ვფიქრობ, რომ მოჯადოებული იყო.. ასეთ დროს მთავარია ფეხბურთელებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ და ყველაფერი ადრე თუ გვიან დალაგდება.

როდესაც ანგარიში 2-1 იყო, ბევრს ვრისკავდით და ვცდილობდით თამაში კონტრ-იერიშებზე აგვეგო. იოლი დღე არ ყოფილა რადგან გოლის გაშვების შემდეგ, დავფიქრდით თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი დასრულებულიყო.. ეს კი კარგს არაფერს გიქადის..

პაულომ კარგი მატჩი გამართა და ვფიქრობ მის მიერ ჩატარებული 17 მატჩიდან, უფრო მეტსაც გაიტანდა.. არაუშავს, ახლა მთავარია ფორმა დაიბრუნოს. მარკიზიომ გამაკვირვა.. არ ველოდი, რომ კლაუდიო მთელ მატჩს ასე მაღალ ნოტაზე ჩაატარებდა.

ნაპოლი, ინტერი და რომა წლევანდელ სეზონში საოცარ საქმეებს ჩადიან.. მოგებული მატჩები იოლი არასოდეს არის. სერია ა 38 მატჩისგან შედგება და სულ ვიძახი, რომ კრეისერის სისწრაფით უნდა ვიმოძრაოთ, რადგან ტალღები იმდენად მძლავრია, რომ კარგად ყოფნას საფრთხეს უქმნის. ეს დიდებული გუნდია, რომელიც გამარჯვებისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. ლექსო ანთია says:

    იგუაინის ფორმა და გამარჯვებები მახარებს.გული მიგრძნობს ისტორიული სეზონი გველოდება ლიგის თასი ტურინში ჩავა სულ მალე

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »