მაროტა კონკურენტებზე და სატრანსფერო კამპანიაზე..

ბენევენტოსთან შეხვედრის წინ იუვეს გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ საინტერესო თემებზე ისაუბრა:

“ვფიქრობ, პაულო სრულიად ნორმალურ პერიოდს განიცდის.. ნუ დაგავიწყდებათ 24 წლის 15 ნოემბერს გახდება.. მან უკვე დაგვიმტკიცა, რომ დიდი საქმეების ჩადენა შეუძლია.. შესაბამისად არგენტინელისგან ბევრს ველოდებით.. მის პროფესიონალიზმში და ნიჭში ეჭვის შეტანა სისულელე იქნებოდა.

მოთმიმენაა საჭირო.. დიბალა იუვეში რამდენიმე სეზონის წინ მოვიდა და მასსზე უმალვე დიდი ავანსები გაიცა.. პასუხისმგებლობაც დიდი აქვს.. ყველამ კარგად იცის თუ რა ნიჭის პატრონია, მაგრამ მოთმიმენა არავის უნდა.. ვფიქრობ, ფეხბურთელი მსოფლიო მაშტაბის ვარსკვლავი მაშინ ხდება, როდესაც მის ასპარეზობაში შეიმჩნევა სტაბილური პროგრესირება.. დიბალას შემთხვევაში გარკვეული თემები შეიძლება ასაკს დაბრალდეს.. გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ 25-26 წელი ის დროა, როდესაც მოთამაშისგან მისი შესაძლებლობების სრულ დემონსტრირებას ვიღებთ.

ინტერი? კონკურენტებისგან განსხვავებით ევრო ტურნირებზე არ ასპარეზობენ.. ეს ასპექტი გასათვალისწინებელია და ვფიქრობ გარკვეულ უპირატესობასაც კი აძლევს.. მართალია ეფექტურად არ გამოიყურებიან, მაგრამ სამაგიეროდ შედეგი ეფექტური აქვთ. გუნდი და მწვრთნელი აპლოდისმენტებს იმსახურებენ.

რომა? წლიდან წლამდე ჩვენი კონკურენტია.. მართალია ახლა მწვრთნელი შეიცვალეს, მაგრამ დი ფრანჩესკო ენთუზიაზმით სავსეა.. მისი ინოვაციური ხედვები შესაბამის ქებას იმსახურებს. რომა წელსაც ჩვენი კონკურენცია, ამას თამამად ვაცხადებ.

ახლა ნაპოლის ერთი ქულით ჩამოვრჩებით.. თუმცა, შარშანდელ სეზონთან შედარებით ერთი ქულით მეტი გვაქვს დაგროვებული. ნეაპოლიტანელები წლევანდელ სეზონს საოცრად ატარებენ.. გუნდი ფრინავს და მათი ყურება დიდი სიამოვნებაა. ჩვენის მხრივ გეტყვით, რომ შარშანდელზე უფრო ძლიერები ვართ და ასეთი მაღალი დონის შენარჩუნება წლიდან წლამდე იოლი არ არის.

სატრანსფერო კამპანია, რომელიც გავატარეთ, გათვლილი იყო მომავალზე.. კოშტა, ბერნარდესკი და ბენტანკური გუნდის მომავალია, რომლებიც საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვიან.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. Davit83 says:

    Tu tamashis cin misca es interviu morotam, ra icoda napolistan 1 quliani chamorchena rom hqondat? :mrgreen:

  2. ლექსო ანთია says:

    მაროტა სუპერ დირექტორი,პირველივე გრანდში საოცრად გაართვა სამუშაოს თავი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »