ტურინელები ლიგა 1-იდან რამდენიმე მოთამაშის გაფორმებას გეგმავენ

ბიანკონერის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი საჭირო ფეხბურთელებს, მხოლოდ ინგლისში არ ეძებს:

ტურინულები საფრანგეთის ჩემპიონატში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს აკვირდებიან..

მაგალითად პსჟ-ს 26 წლის მცველს ტომას მენიეს, რომელიც დანი ალვეშის გუნდში მისვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის ხშირი სტუმარი გახდა.. მცველებზე გავაგრძელებ და გეტყვით, რომ ხელმძღვანელობა 22 წლის მუქტარ დიაკაბრის და 20 წლის ისა დიოპოს ტრანსფერებს აქტიურად განიხილავს.

საინტერესოა, რომ ბიანკონერიმ შესაძლოა ლილიან ტურამის შვილი – ჰეფრენ ტიურამი გაიფორმოს.. მამის არ იყოს და შვილიც ამპლუით უკანახაზელია..

ნანტისთვის პარატიჩის 7 მილიონი შეუთავაზებია აბდულაი დაბოს სანაცვლოდ, რომელიც სულ რაღაც 16 წლის არის და პოზიციით ნახევარმცველია.. მაგრამ ფრანგებმა იტალიელების პირველი წინადადება იუარეს.. მოსალოდნელია, რომ იუვე გაზრდის შეთავაზებას და ეცდება ფეხბურთელს მალე გაფორმებას.

და ბოლოს.. არა ახალგაზრდა მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული ანხელ დი მარია.. არგენტინელი დიდი შანსია რომ უკვე იანვარიშივე შეელიოს პსჟ-ს.. მისთვის იუვეს გარდა ინტერი და ბარსელონაც იბრძოლებენ.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. ..... says:

    ამდენი ვინგერი რას უბედურებააა, მარჯვენა ფლანგზე დაცვაში ორი ლოხი რო გვყავს იმას მიხედონ

    • ..... says:

      არ არის ჭორები პსჟმ ამ ზამთარს ფეხბურთელები თუ არ გაყიდა ფეიერფლეის პრინციპებს დაარღვევს და უეფას სანქციები ელის, ასე რომ ფეხბურთელებს მინიმუმ ნახევარ ფასებში გაყიდის, სხვა გზა არ აქ

  2. ანონიმური says:

    აუ რა არარეალური რაღაცეები იწერება რა,ვისი მყიდველები არიან იქნებ დიბალა არ გაყიდონ და

  3. რეალისტი says:

    არ მჯერა ამ ჭორების რა მითუმეტეს იანვარში არავინაა მომსვლელი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »