დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა!

xXg7OU7nu-E

დღეს “იუვენტუსის” ლეგენდალურ კაპიტანს, ალესანდრო დელ პიეროს 43 წელი შეუსრულდა!

9 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა “იუვენტუსის” ისტორიაში. ამ დღეს დაიბადა ადამიანი, რომელმაც ფეხბურთი შეაყვარა უამრავ გულშემატკივარს. ბევრი მათგანი კი დელ პიეროს გამო გახდა “იუვეს” ქომაგი.  გუნდის სიმბოლო 19 წლის განმავლობაში ემსახურა საყვარელ კლუბს და გაჭირვების ჟამსაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და გაიყოლა გუნდის ლიდერები. მისი სიტყვებია: “ნამდვილი კავალერი არასოდეს ტოვებს თავის ქალბატონს”.

პინტურიკიოზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ცნობილი ფეხბურთელების და მწვრთნელების გამონათქვამები ყველაზე ნათლად წარმოაჩენს მის პიროვნებას:

ზიდანი: “ზოგი ამბობს რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მარადონაა, ზოგი – პელე და ა.შ. მე ყველა ჩამოთვლილ ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ შორის საუკეთესოდ დელ პიეროს ვაღიარებ”.

ტოტი: “მინდა ის სიყვარული მქონდეს რომელიც ალეს აქვს, მე რომის მეფე ვარ ის კი მთელი იტალიის მეფეა”.

მალდინი: “ალექსი სამაგალითოა”.

კლაუდიო რანიერი: “დელ პიერო ინტელიგენტი ფეხბურთელია, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის თავისი საქმე. ის იუვენტუსის სიმბოლო, სული და გულია”.

ჩეზარე მალდინი: ” ბევრ ფეხბურთელს ვავარჯიშებდი, მაგრამ ვერცერთი ვერ მივა დელ პიერომდე”.

იკერ კასილიასი: ,,ბევრად უფრო ადვილია დახატო ახალი მონა ლიზა, ვიდრე შექმნა ახალი დელ პიერო”.

ლიპი: ” ჩემს შვილებსაც კი არ ვენდობი ისე როგორც დელ პიეროს”.

რაიან გიგზი: “ყველაზე მეტად ხავიერ ძანეტის წინააღმდეგ თამაში გამიჭირდა. გუნდი კი… 1990-იანი წლების იუვენტუსი საოცარი გუნდი იყო, ყველაზე რთული მეტოქე. ალესანდრო დელ პიერო საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია, ჩვენ თანატოლები ვართ და მის მთელ კარიერას ვადევნებ თვალს”.

ანჩელოტი: ” ისეთ ფეხბურთელებს როგორიც ის არის, ხშირად ვერ ნახავ, ასეთები ძალიან ცოტაა”.

რონალდინიო: “ალექსი ჩემი კუმირია. ის უკეთესი ჯარიმების ოსტატია ვიდრე მე და ამის აღიარება არ მიჭირს. მას საოცარი დარტყმა აქვს, ტექნიკური და ამოუცნობი. მეკარე რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად არ მეცოდინებოდა თუ სად უნდა დავმდგარიყავი დელ პიეროს ჯარიმისას”.

მარადონა: “ის ყველაფერს ძალიან მარტივად აკეტებს, ერთ-ერთი ფეხბურთელია რომლის თამაშის ყურებაც სიამოვნებას მანიჭებს”.

ფაბიო კანავარო: ,,ეს არის საუკეთესო პიროვნება ვისაც მთელი ჩემი კარიერის მანძილზე შევხვედრივარ”.

ინძაგი: “ყველა, ვინც დელ პიეროსთან ერთად თამაშობს, ვარსკვლავი და ჩემპიონი ხდება”.

გარი ნევილი: ,,ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. მახსოვს, საოცრად მომატყუა”

ბაჯო: “თუ არსებობს ვინმე, ვინც მე უნდა შემცვალოს ეს არის დელ პიერო”.

რონალდო: “მომეცით დელ პიეროს მაგია და მე გავხდები მარადონაზე უკეთესი”.

რაული: “დელ პიერო- ეს ბრენდია”.

პელე: “დელ პიერო უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც გვაკვირვებს თავისი თამაშით”.

კამორანესი: “ექსტრაორდინალური ფეხბურთელი – მეტი არაფრის თქმა არ არის საჭირო”.

ზამბროტა: ” ის რომ დეპ პიერომ ვერ აიღო ოქროს ბურთი შოკში მაგდებს და ტკივილს მიტოვებს”.

შევჩენკო: “ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მაშინებს ისე, როგორც დელ პიერო”.

ადრიანო ჩელენტანო: “დელ პიერო დიდებულია, უფრო მეტია, ვიდრე როკ ფეხბურთელი, მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი დიდი მოთამაშეა. სწორედ ის არის ვისაც გულშემატკივრები მიიჩნევენ თავიანთ კერპად. მომავალშიც მიიღებს აღიარებას ფეხბურთის მოყვარულებისგან იმისათვის რომ გუნდის ერთგული დარჩა”.

ფერგიუსონი: ” მაკვირვებს ის, რომ დელ პიეროს არასდროს არ აუღია ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო”.

მესი: “ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მარადონა და დელ პიერო საუკეთესო ფეხბურთელები არიან მსოფლიოში. დელ პიერო დიდი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი მისცა ფეხბურთს, იუვენტუსსა და იტალიას. ჩემთვის მისი თამაშის სტილი ულამაზესი და დახვეწილია. იგი სამაგალითო ადამიანია”.

ბუფონი: ” არაფრის არ მეშინია, როცა მოედანზე ჩვენთან ერთად არის დელ პიერო”.

 

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

352 კომენტარი

  1. ALLENATORE ALLENATORE says:

    Venturas maestros ezaxoda italiis fexburtis federaciis prezidenti.. Magis shedegi dadebuli aravis axsovs.ashkarad yvelaze cudi archevani gaaketes romc gavides italia rac dzaan meechveba mainc unda gaagdon pensioneri ventura. Isedac cudi taobaa da amas kide damatebuli cudi mwvrtvneli

  2. ALLENATORE ALLENATORE says:

    Venturas maestros ezaxoda italiis fexburtis federaciis prezidenti.. Magis shedegi dadebuli aravis axsovs.ashkarad yvelaze cudi archevani gaaketes romc gavides italia rac dzaan meechveba mainc unda gaagdon pensioneri ventura. Isedac cudi taobaa da amas kide damatebuli cudi mwvrtvneli

  3. sturaros movut/y/an dedist/raki, xo gaiget? says:

    manjukichi marjvena mcvelad tamashobs naxet :lool: :lool: :lool: karshic chadgeba albat male

  4. forza bianconeri forza bianconeri says:

    ლიხშტა მსოფლიოზეა და როგორც ჩანს მანჯუც გავა :forza: ხვალ იტალიამაც დააქამბექოს და მშვენიერი იქნება

  5. Davit83 says:

    Ise draqseli chventan rom mosuliyo 2 finals itamashebda da vin icis iqneb moego kidec. Magram sirma juves klasi daucunda da iyos p.s.j zamenaze da gatbos skami

  6. maradona73 says:

    3-4 გოლს გაიტანს იტალია ასე მგონია.

  7. maradona73 says:

    ხვალ იტალია ფორით მოუგებს შვედეთს.

  8. maradona73 says:

    ამ დღეებში იწერებოდა რომ რეალს ნეიმარის ყიდვა უნდა ზაფხულშიო და ძალიან ზღაპრად მომეჩვენა.

    მაგრამ ეხლა უკვე წერენ თანხის გარდა გარიგებაში კროოსს და ბეილს ჩართავენო.

  9. Davit83 says:

    Realist
    Me shengan ar velodi aseti ramis tqmas. Bufoni gundis kapitania da ara italis fexburtis federacis prezidenti. Bufoni vinmes kritikit rom gamovides gundi uaresad aichreba. Rodesme ginaxavs del pieros, maldinis, dzanetis rauls rodesme gundeli an mcvrtneli gaekritikebinos? Es iqneba gundistvis katastrofa maseti ram rom gaketos

    • andre andre silva silva says:

      სპორტ.რუ ზე იყო ფანასმილანს რომ ვხსნი იმის გვერდზე აგდებს სპორტ.რუს თემებს..რავი ძამბროტამ თქვა და ტყუილი რომ იყოს აქამდე შეჭამდნენ

  10. andre andre silva silvaa says:

    ბუფონი 2006 წელს თითქმის მილანში გადავიდა, შემდეგ მილანიც კინაღამ მილანიც სერია Bში აღმოჩნდა და ჩაიშალა ტრანსფერი..მაგ დროს ვისზეც მოვიდა იუვეში ტრანსფერის მოთხოვნა ყველა გაიყიდა და ვინც დარჩა იმათმა მიიღეს მსუყე კონტრაკტები იუვეში!

    ამას წერს ძამბროტა მის აოტობიოგრაგიულ წიგნში. ჩემო მონაგონი არ გეგონოთ))))

    • Davit83 says:

      Dzmobas gaficeb sad caikitxe. Seria B-shi saxelfaso shezgudvebia iseve rogorc nebismieri qveynis meire divizionshi da delpieros bufons da kidev sxvebs vinc zeda zgvars cdeboda xelfasi moaklda. Arc esaa chemi mogonili dadgenili cesia.

    • ფიცხელა says:

      ძამბროტა რას წერს ერთია და რეალობა რაცაა მეორე, სერია ბ ზედა ზრვარიდადგენილია და ძალიან ცოტას ირებდა ყველა ვინც დარჩა, ჯიჯის რაც შეეხება ყველაზე მეტი შანსი რეალს და ბარსას ქონდა ყიდვის მაგრამ არ წავიდა, იუვეს თუ დატოვებდა იტალიაში არ დარჩებოდა კარგად მახსოვს იმ დროინდელი პრესა, ყოველ დღე ვყიდულობდი გაზეთეებს და მსგავსი არაფერი ეწერა იქ

  11. 1juve 1juve says:

    ბუფონმა რა უნდა თქვას? ფეხბურთელებმა რო თამაში არ იციან მაგი ბუფონმა რო არ თქვას ისე ვერ ხვდებიან? ან ვენტურა რო მწვრთვნელობის აზრზე არაა მაგიც ბუფონმა უნდა თქვას რო დაიჯეროს ვინმემ? ბუფონი არი ფეხბურთეის ლეგენდა და ყველა სიტოაციაში ღირსეულად მოქმედება მართებს, ბუფონი მის სახელს მარტო მოედანზე ამახსოვრებს ხალხს და მოედნის გარეთ არც თანაგუნდელების ლანძღვით იჩენს თავს და არც სხვა რამე პირად ცხოვრების მომენტებით
    ბუფონს წელს ტურინში ლაციოსთან თამაშის მერე ლაციოს ფანები უმღეროდნენ, მსგავსი რამე ხშირად ყოფილა ბუფონთან დაკავშირებით და ეს იმიტო ხდება რო ბუფონი მარტო თავის საქმეზეა ორიენტირებული და არა სხვის დამცირებაზე.
    დღესაც იგივე თქვა, მოდით და შვედებს უსტვინეთ და აგინეთო კიარა, საკლუბო ფორმები არ ჩაიცვათ და ყველამ ნაკრების მიასურით მოდითო, თუ ვინმეა თანამედროვე ფეხბურთში ისეთი რომელიც რადიკალურად დაპირისპირებულ გულშემატკივრებს რამით მაინც აერთიანებს ეს არის ბუფონი და აქედან ნუ ასწავლით ჭკუას რა გააკეთოს, რო არ იცოდეს რა უნდა გააკეთოს ამდენს ვერ მიაღწევდა

  12. მ 7 says:

    იუვენტუსს უნდოდა 10 -იანი სამუდამოდ გადაეცა დელ პიეროსთვის. მაგრამ დელ პიერომ უარი თქვა, მე ვერასოდეს დავუშვებ ამას, რადგან არიან ბავშვები რომლებიც ოცნებობენ გახდნენ იუვეს 10იანი, როგორც მე ვოცნებობდი ოდესღაც. მე ვერ წაართმევ მათ ამ შესაძლებლობას.

    ვააა არ ვიცოდი ასე თუ იყო :forza: :forza: :forza:

  13. რეალისტი says:

    ცოდვა გამხელილი ჯობსო და ბუფონის ქარიზმატულობაზე უფრო დიდი წარმოდგენა მქონდა მე. ლიგის ფინალის გასახდელის ამბებზე რომ არაფერი ვთქვათ კაცი წელს ფეხბურთიდან მიდის ბოლო სეზონი და შანსი აქ მუნდიალზე ითამაშოს რაც კითხვის ნიშნის ქვეშაა და ხმას მაინც არ იღებს, პრენსკოფრეციაზე იცინის თითქოს მუნდიალი მოეგოს. იმის მაგივრად რომ გამწარებული იყოს და ყველა ფეხბურთელს მწვრთნელიანად ეუბნებოდეს ან მუნდიალი ან სიკვდილიო. :)

    • მ 7 says:

      bუფონი მშვიდი, დიპლომატი და ჰუმანური ადამიანია. ის შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაუშვა, მაგრამ ბრძოლის მეთაურად არ ივარგებს. ასეთია რა ქნას :)

  14. giorgi says:

    ancjeloti treneri pirlo da buffoni shtabshi

  15. maradona73 says:

    სებალოსზე იწერება რეალიდან იჯარით უნდა აყვანა იუვესო გამოსყიდვის უფლებითო.

    კაი ბიჭია, მარა მორატასნაირი კონტრაქტით უაზრობა იქნება.

  16. ანონიმური says:

    ასეთი ფეხბურთელი დიდი ხანი არ ეყოლება იუვეს :up:

  17. maradona73 says:

    https://www.youtube.com/watch?v=Ngq6pDojyYM

    Mondiale di calcio 2006 Italia campione del mondo

    ესეც 2006 მსოფლიოს იტალიის ყველა თამაშის მიმოხილვა.

    :italy:

  18. maradona73 says:

    https://www.youtube.com/watch?v=TPmj1rFM6oE

    Italia-Germania 2-0 – HD HIGHLIGHTS – 2006

    განწყობისთვის :italy:

  19. maradona73 says:

    ხეჩიკაშვილს ააცმევიეს.

  20. 1juve 1juve says:

    ბუფონი

    ძაპაკოსტა ბონუჩი კიელინი დარმიანი

    კანდრევა დე როსი პაროლო

    ბერნა ძაძა ინსინიე(ფლორენცი)

    ძან ბევრი იძახის იტალიაში 4-3-3 უნდა ითამაშოს ნაკრებმაო და მართლებიც არიან ამ ეტაპზე

  21. 1juve 1juve says:

    ყველა საიტი სხვადასხვა სასტავს ვარაუდობ, ხვალ თამაშია და ვენტურა ისეთ გაურკვევლობასია რო ჟურნალისტები სასტავს ვერ ვარაუდობენ, ზოჯი ჯორჯინიო – ედერს წერს სასტავში და დე როსი პაროლოს სკამზე სხვამს, რაცარუნდა ცუდ ფორმაში იყოს ეს 2 მაინც აუცილებელია რო სასტავში იყვნენ, წინ კიდე ძაძა დაბრუნდა და უნდა დააყენოს სასტავში

  22. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    აუ ამ დიბალას ხო გაუხურეს საქმე რა ამ ნაკრებში :blin:
    და გონსალო ისევ არ გამოიძახეს! ვაი ამათ პატრონს.

  23. maradona73 says:

    ვენტურას უშვებენ ნაკრებიდან მსოფლიოზეც რომ მოხვდესო.
    ანჩელოტიზეა ბაზარი.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »