სატრანსფერო ჭორები…

NnBY5lYfT0Q

“იუვენტუსის” სატრანსფერო სიახლეები…

ემრე ჯანმა “იუვენტუსთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა. ვარაუდობენ, რომ ჯანი იანვარში მოაწერს ხელს წინასწარ კონტრაქტს, რომელიც ძალაში 2018 წლის ზაფხულში შევა. კონტრაქტის პირობები არ ხმაურდება…

“ბაიერნის” აქციონერთა კრებაზე კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მომავალ ზაფხულს “იუვენტუსი” გამოისყიდის დუგლას კოშტას 46 მილიონად…

Tuttosport ამბობს, რომ “იუვენტუსი” ცდილობს ახალ იტალიურ დაცვით ტრიოს ჩაუყაროს საფუძველი და “მილანიდან” ალესიო რომანიოლის გადაბირებას ეცდება.  თუ “მილანი” ჩემპიონთა ლიგის გამსვლელთა შორის ვერ მოხვდა, კლუბი იძულებული გახდება გაშორდეს რამდენიმე ფეხბურთელს. რუგანი-კალდარა-რომანიოლის ტრიო დიდი ხნით გადაწყვეტს დაცვაში პრობლემებს…

“იუვენტუსი” ლეონ გორეცკასთან შეთანხმებას ცდილობს. ფეხბურთელს “შალკესთან” 2018 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი. მაროტამ დაადასტურა გორეცკას მიმართ ინტერესი: “ჩვენ აქტიური ვიქნებით სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება ფეხბურთელის სურვილი”…

“იუვენტუსი” დარწმუნებული არაა, რომ შესნი წარმატებით შეცვლის ბუფონს, რომელიც კარიერის დასრულებას აპირებს მომავალ ზაფხულს და ტოპ-მეკარის შეძენის ვარიანტებს განიხილავს. ადრე იწერებოდა, რომ “იუვე” იან ობლაკის კანდიდატურას განიხილავს, ახლა ამ სიას ტიბო კურტუა დაემატა. ასევე გახმაურდა “იუვეს” ინტერესი “ატლეტიკის” ახალგაზრდა მეკარის – კეპა არისაბალაგას მიმართ…

 

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

14 კომენტარი

  1. andre andre silva silvaa says:

    მილანს რომც გასაყიდი შEექნეს ვინმე ეგ დონარუმა! რომანა ჩელსის არ მისცეს 50 მილს იხდიდა..დედამიწა რომც გადაბრუნდეს იუვეში არავის გამოუშვებთ და არც იტალიაში საერტოდ))) თუ რათქმაუნდა პიპიტას არიყოს 100 მილიონს არ გადაიხდის იუვე))))

  2. ლექსო ანთია says:

    აუცილებლად მაქს,შენ ხომ მაგრად ხარ

  3. maradona73 says:

    ვიკინგს მადლობა სტატიებისთვის, თორემ უკვე დეპრესიაში ვიყავი :up: :mrgreen:

  4. რეალისტი says:

    შეიძლება რომანიოლი არ მოგწონდეს მავრამ იმასაც ვერ იტყვი ეს რად უნდა იუვესო.თუნდაც იმიტომ რომ ტოპ მცველი იუვეს არასდროს უყიდია ყველა იუვეში იქცა ტოპად და არავინ იცის რომანას რა ბედი უქადის იუვეში.

    • maradona73 says:

      მართალი ხარ, მჯერა რომ იუვეში ტოპ მცველი დადგება. მილანში რა ვიცი აბა ..

      ლიდერის თვისებები აქვს, რაც რუგანის არა აქვს და კიელოს წასვლის მერე ეგეთი კაცი საჭიროა დაცვაში.

  5. ტრიდე says:

    უნდა იაქტიუროდ აბა რა

  6. ფიცხელა says:

    კოშტაზე გამიხარდა, აშკარად გააძლიერრებს ცვენ შეტევას, პრინციპში ყველა კაია თუ გამოვა

  7. ლექსო ანთია says:

    ობლაკი საუკეთესოა ვინც შეიძლება შეცვალოს ჯიჯი

  8. maradona73 says:

    ლივერპული-ჩელსისაც ვუყურებ ჩანის ხათრით ჯანდაბას :givi:

    • ტრიდე says:

      მარადანონა მაგარი კაცი ხარ ლივერპული ჩესლის ყურება ვინმეს ხათრით რომელია დღეს მაგაზე უფრო საინტრესო თამაჰი ალბათ მარტო ერთი ჩვენთვის რო კალიარიმ დააკარგიოს ინტრეს მინიმუმ 1 ქულა

  9. maradona73 says:

    გორეცკას თამაში არ მინახავს, ბარსაც დაინტერესდაო და სხვა ბობოლებზეც იძახიან.

    მოდი დღეს ვუყურებ რურის დერბის გორეცკას ხათრით, იმედია გამოჩნდება ძირითადში.

  10. maradona73 says:

    როგორ ვუსურვო მილანს პრობლემები, მაგრამ რომანიოლი მაგრა მინდა :mrgreen:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »