დელ პიერო: ზაფხულში “იუვე” ლიდერი იქნება იტალიაში და ევროპაში

alessandro-del-piero-pic-photo-image-18082015-m1_720x540

დელ პიეროს ინტერვიუ  Gazzetta dello Sport-თან.

“ბარსასთან” ფრე შეიძლება წარუმატებლობად ჩავთვალოთ? კი, მაგრამ ეს გათვლილი იყო. მესმოდა, რომ ფრე და წაგება ერთმანეთის ექვივალენტური იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა, ახლა “სპორტინგს” მხოლოდ მოგება სჭირდება, “იუვეს” არა. ქულის აღება “იუვესთვის” მნიშვნელოვანი იყო მორალური თვალსაზრისით.

ეპოქის დასასრული? ამდენი წარმატების შემდეგ კმაყოფილების გაუცნობიერებელი გრძნობა – კოშმარია ნებისმიერი მწვრთნელის და ფეხბურთელისთვის. უფრო ადვილია დაუნდობელი და კონკურენტუნარიანი იყო წაგების შემდეგ, თუმცა ამ თვისებებს ყოველთვის ვხედავდი “იუვეში”.

5 გოლია გატანილი 5 შეხვედრაში? ეს ალეგრის ერთ-ერთი პრობლემაა. ეს “იუვე” აწყობილია გაიტანოს ერთით მეტი მოწინააღმდეგეზე და გაუშვას ერთით ნაკლები. შესაძლოა ახალ მოთამაშეებს დრო სჭირდებათ. ზოგჯერ, როდესაც დიდ გზაზე უნდა გახვიდე, გვირაბშიც უნდა გაიარო. პირველად არაა “იუვე” არაშთამბეჭდავად რომ თამაშობს შემოდგომაზე, თუმცა გუნდი ფორმას გაზაფხულისთვის აკრეფს. ამიტომ ველი, რომ “იუვე” ლიდერი იქნება იტალიაში და ევროპაში.

“ნაპოლი”, “ოლიმპიაკოსი” და “ინტერი” ერთ კვირაში? ეს ჭეშმარიტების მომენტია, “იუვეს” სჭირდება ასეთი ბიძგი. ახლა მათ სჭირდებათ 2 თუ 3 თამაში, რომ იგრძნონ გზის სისწორე. ალეგრი ელოდა ასეთ მომენტს.

დიბალა? მან ძალიან კარგად ითამაშა “ბარსას” წინააღმდეგ, ის ერთადერთი იყო, რომელმაც გააოცა “ბარსელონა”. ის იჭერდა ბურთს, იღებდა ჯარიმებს და თითმის გაიტანა ბოლო წუთებზე. დიბალა მალე იპოვის საჭირო ბალანსს თავის თამაშში.

იტალიის ვერ გასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე? გული დამწყდა, როცა ატირებული ბუფონი ვნახე. ჯიჯიმ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სიდიადე. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი ამიხდა 1982 წელს, მაშინ 8 წლის ვიყავი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ ჩვენი გავარდნა, მაგრამ ამ დონეზე იმყოფება ჩვენი ფეხბურთი.

კალჩოპოლი? სკანდალი ატომურ აფეთქებას გავდა, მაშინ დაინგრა ჩვენი ფეხბურთი. მე ახლა მხოლოდ “იუვენტუსზე” არ ვლაპარაკობ. სკანდალის შემდეგ ბევრი ჩემპიონი წავიდა საზღვარგარეთ,  სხვა ქვეყნებმა კი გეომეტრიული პროგრესიით დაიწყეს განვითარება.

პრემიერლიგა აფეთქდა მენეჯმენტის უნარის წყალობით, მათ შეძლეს მრავალი ბრენდის კონტროლის აღება მთელს მსოფლიოში, ასევე მოახერხეს ტვ-უფლებების კომპეტენტურად გადანაწილება. “რეალმა” და “ბარსელონამაც” წინ წაიწიეს კორპორატიული პოლიტიკის წყალობით. გერმანიამ წარმატებით დაასრულა დაწყებული საქმე, რის შედეგადაც მოიპოვეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება. საფრანგეთშიც კი მივიდნენ სერიოზული ინვესტორები, რამაც “პსჟ”-ს და “მონაკოს” ტრანსფორმაცია გამოიწვია. იტალია, თავის მხრივ, დაინგრა. “იუვე” გამოვიდა ამ მდგომარეობიდან და დაიწყო აღორძინება, ხოლო  “ნაპოლი” ძალიან მნიშვნელოვან გზაზე დგას.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

377 კომენტარი

  1. maradona73 says:

    ვაა, გატუზომ განაცხადა 3-4-3 უნდა ვითამაშოო :mrgreen:

  2. maradona73 says:

    მილანი 45 მილიონად კალინიჩს ყიდის ჩინეთშიო, ე.ი. უკვე ენძვრით ფინანსურად და არაა კაი ამბავი.

    მარა ეგ ფული თუ ზამთრის ტრანსფერში გამიყენეს და ვინმე ნორმალური მოიყვანეს ცენრში, მაშინ კაი იქნება.

  3. Davit83 says:

    Milanis varjishi naxet? Erti orjer moaglejines gaduzos geubnebit vigacas magra cems da gamococxldebian

  4. maradona73 says:

    მანჩესტერი მინდა პლეიოფში რომ გადაგვეყაროს.

  5. ვილლი მილან says:

    ფასონე რომ შემოვიდეს და კომენტარები წაიკითხოს რომანიოლის უფასოდ გამოუშვებს იუვეში და ზემოდან დონარუმასაც დაამატებს :დ

    ორივეს გაბანტავს, ყუთში ჩაალაგებს და ზევიდან დააწერს ქართველი ტიფოზების სურვილით მოგართვითო :lool: :lool: :lool:

    რა ვქნა? შევეგუო უკვე რომანიოლის იუვენტუსში გადმოსვლას თუ უკვე გვიანია? :lool: :lool: :chuvak:

  6. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ერთხელ რომას და ინტერის თამაში ვნახე 3-4-3 ტაქტიკით დედა შვილს ვერ ცნობდა :lool:

  7. maradona73 says:

    მთელი ინგლისი 3-4-3 ზე გადაიყვანა კონტემ, ეხლა გადავხედე მიმდინარე თამაშებს და გამეცინა. :lool:

  8. არაგველი says:

    გადასულია და ეგაა, მაგრამ წინ სამეულში ვერ ჩამოყალიბდა და ჯერ ცდებს ატარებს, მაგრამ ცენტრშიც ჩაატაროს ხანდახან, არ ეშვება ამ ხედირას და ხანდახან სცაოდს სხვებიც ძირითადში :D

  9. არაგველი says:

    გადასულია და ეგაა, მაგრამ წინ სამეულში ვერ ჩამოყალიბდა და ჯერ ცდებს ატარებს, მაგრამ ცენტრშიც ჩაატაროს ხანდახან, არ ეშვება ამ ხედირას და ხანდახან სცაოდს სხვებიც ძირითადში :D

  10. maradona73 says:

    ეს ბოლო თვეები სულ ვანტრობდი რომ ალეგრი 3-4-3 სქემაზე გადასულიყო და ეგრე ამიხდეს ყველაფერი კარგი :mrgreen:

    • LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

      მე არ მომწონს :(
      ფლანგელი მცველები მინდა რო დაცვიდან ადიოდნენ ზემოთ და უფრო მარტივი და კონკრეტული იყოს ვინ სად დგას.ხანდახან რო აიჭრებიან ხოლმე და რაღაც არ გამოსდით ვინ სად დგას ვერ გაიგებ.ეგ წესით არის ძალიან შემტევი ტაქტიკა მაგრამ ესენი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობენ ანუ 3-4-3 კი წერია ფურცელზე მაგრამ სინამდვილეში 5 კაცი გვყავს დაცვაში აი მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე მაგრად აპრესინგებს მაგ დროს.აგრეთვე ძალიან ხშირად ვხედავ ხოლმე ხედირას თავდასხმელებზე წინ აი მაგას ხო საერთოდ ვერ ვხვდები :vaime: :no

  11. რეალისტი says:

    ფბ ზე შესვლა შემზიზღდა ამათი დ.მ ყველგან ყოველთვის იმ გეების ინფოა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .