ხვლიკმა კუდი მოიძრო…

180800706-b23587a3-0285-40b3-a687-f52b26b02936

გთავაზობთ რუსი ბლოგერის – ალექსეი ლოგინოვის საინტერესო სტატიას იტალიის ჩემპიონის ტრანსფორმაციაზე…

“მორჩა და გათავდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა, ზედმეტი დაძაბვის გარეშე, სტუმრად აჯობა თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს ჩემპიონატში. შემოდგომა დამთავრდა, ილუზიების დრო. რა თქმა უნდა, მთავარი ბრძოლა სკუდეტოსთვის ჯერ წინაა. მაგრამ ვის ჰყავს ყველაზე გრძელი სკამი? ვის ჰყავს საუკეთესო თავდამსხმელი მათ შორის, ვინც დიეტას არ იცავს? და ბოლოს, ვის ჰყავს მწვრთნელი ათასი იდეით?

“იუვენტუსი” სწორედ იმით განსხვავდება სხვა იტალიური კლუბებიგან, რომ მის გენებში ჩადებულია რეგენერაცია. დიდი ავოკატოს შთამომავალი კვლავ აღორძინდა, რათა მომდევნო ეტაპზე ახალი სიმაღლეები დაიპყროს. ასე იყო ყოველთვის. მხოლოდ ალეგრის ეპოქაში მსგავსი მესამედ ხდება. პრობლემები მაქსისთვის – ეს არ არის პანიკის მიზეზი, არამედ ზრდის ამოსავალი წერტილია.

2014 წლის ზაფხულში, კონტესთან განშორების შემდეგ, თითქოს ჩანდა, რომ ყველაფერი დაინგრეოდა. მაგრამ არა – მოვიდა მაქსი, იმუშავა დანატოვარზე და 4-3-1-2 სქემით “იუვე” მივიდა ბერლინამდე, გაჩერდა რა მხოლოდ საიმპერატორო კანცელარიასთან (წაგება “ბარსელონასთან” 1-3). შემდეგ გუნდი დატოვეს ლიდერებმა – ანდრეა პირლომ, არტურო ვიდალმა და პოლ პოგბამ, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა პროგრესი. მხოლოდ ორი წელი დასჭირდა, რომ გარდაიქმნა და ისევ დაბრუნდა ლიგის ფინალში – მშვიდად და რევოლუციის გარეშე, ოღონდ უკვე ახალი სქემით 4-2-3-1,  სადაც მთავარი მიგნება იყო მარიო მანჯუკიჩი თავდასხმის მარცხენა ფლანგზე.

ამ სეზონის დასაწყისში “იუვენტუსი” კიდევ ერთხელ შეჩერდა. ბონუჩის და ალვეშის წასვლა, წარუმატებელი თამაშები “ლაციოსთან” და “სამპდორიასთან”, დაცვის სუსტი თამაში, ახალწვეულების ადაპტაცია – მტრები ზეიმობენ. თუმცა ალეგრის გარდაქმნა შეაქვს სისტემაში: სინანულის გარეშე არღვევს ძველს, სინჯავს სხვადასხვა მოდელს და ირჩევს საუკეთესოს.

“იუვეს” გამოღვიძების სიგნალი იყო წაგება ჯამპაოლოს “სამპდორიასთან”. “პატარა სარიმ”, ისე რომ არც დეჭვებულა, ზიანი მიაყენა თავისი მეგობრის – მაურიციოს გუნდს. “მარასიზე” უიღბლობის შემდეგ საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ მანჯუკიჩი არ უნდა თამაშობდეს ფლანგზე, ხორვატის ჭეშმარიტი როლია იყოს ვიცე-იგუაინი. ალეგრის აღმოჩენა – მძიმე ფორვარდი ფლანგზე, გენიალური იყო, მაგრამ მან დაკარგა სიახლის ეფექტი – კონკურენტებმა ანიდოტი მოძებნეს.

ნახევარდაცვაც საჭიროებდა ცვლილებებს. პიანიჩი-ხედირას წყვილმა ამოწურა თავი. ბოსნიელს სხვა მახასიათებლის პარტნიორი სჭირდება, პირველ ყოვლისა დაცვით ფაზაში. შემთხვევით არაა, რომ პიანიჩმა სეზონის საუკეთესო თამაშები მატუიდისთან ტანდემში ითამაშა. და ბოლოს: დაცვის მარჯვენა ფლანგზე დიდი ხანია ცვლილებაა საჭირო. ლიხშტაინერი ამთავრებს საფეხბურთო კარიერას, ხოლო მატია დე შილიო “მილანის” შემდეგ უფრო სწრაფად მოდის გონს, ვიდრე ელოდნენ.

დარჩა მხოლოდ ახალი 4-3-2-1 სქემის პრეზენტაცია, რომელიც “იუვეს’ სპორტულ ცენტრ – ვინოვოზე დაამუშავეს. და რომ არა კიელინის ტრავმა, ეს გასულ კვირას მოხდებოდა, როცა ტურინს “ბარსელონა’ ესტუმრა. მაგრამ მაშინ მაქსმა იფიქრა, კიელინის რუგანით შეცვლა დიდი რისკი იქნებოდა. კატალონიელების ვარსკვლავურ თავდასხმას შესაძლოა პრემიერის შთაბეჭდილებები გაეფუჭებინა. ამიტომ მან თავი დაიზღვია – კიელინი არა ერთი, არამედ ორი მცველით შეცვალა.

იტალიაში ყველამ რატომღაც ჩათვალა, რომ სქემა 3-4-2-1, რომელიც გამოიყენეს “ბარსასთან”, არა შუალედური, არამედ ძირითადი სქემა იყო – “ანტი-ნაპოლი”. ჰო, აბა რა, დატოვო ინსინიე და კომპანია 3 მცველთან დაზღვევის გარეშე – და ყველაფერი იმისთვის, რომ მიიღო დამატებითი მოთამაშე ჟორჟინიოს ბლოკირებისთვის. ამ მოსაზრების მომხრეებმა მთელი ორი ათეული სტატია მიუძღვეს იმის შემდეგ, რაც “იუვე” “კროტონეს” წინააღმდეგ იგივე სქემით გავიდა. მაგრამ ბოდიში და, “კროტონე” ღირსეული მოწინააღმდეგეა იმისთვის, რომ მსოფლიოს იტალიის ჩემპიონის გარდაქმნა გააცნო?!

ოდესღაც, ამერიკელი გროსმეისტერი – ფრენკ მარშალი რამდენიმე წელი ელოდა კაპაბლანკასტან შეხვედრას, რომ ესპანური პარტიის ცნობილი შეტევის დემონსტრაცია მოეხდინა. ალეგრის მხოლოდ ერთი კვირის მოცდაღა სჭირდებოდა. ამ ჩანაფიქრის შედეგი ჩვენ ვნახეთ “სან-პაოლოზე”.

შესვენებაზე, “მილანის” 80-იანი წლების ცნობილმა მეკარემ – ჯოვანი გალიმ წარმოთქვა მხოლოდ ორიოდე სიტყვა, რომელმაც თვალნათლივ ასახა რა ხდებოდა: “ძალიან ნელი არიან”. მე დავამატებდი: და პროგნოზირებადი. მთელმა იტალიამ იცოდა, როგორ ითამაშებდა “ნაპოლი”, აბსოლიტურად ყველამ – დაწყებული სკაის ექსპერტიდან, დამთავრებული სასტუმრო “ვეზუვის” მომსახურე ბიჭით.

“ნაპოლის” მარჯვენა ფლანგზეა ფეხბურთელი, რომელიც გუნდში ყველაზე ცუდ ფორმაშია. და მაინც, კალეხონი ძირითადში გამოვიდა: მას უბრალოდ არ ჰყავს სრულფასოვანი შემცვლელი. დიავარა ერთადერთია, ვისაც შეუძლია შეცვალოს თამაშის რიტმი და სტრუქტურა ცენტრალურ ხაზში, და მაინც დარჩა სათადარიგოთა სკამზე. ზელინსკის გამოშვება უფრო ადრეც შეიძლებოდა, რომ რაღაცით მაინც გაეოცა მოწინააღმდეგე.

და რატომ უნდა შეგეცვალა ალანი – “ნაპოლის” ცენტრის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ხელს უშლიდა პიანიჩს ბურთის ფლობის საწყის ფაზაში? ბოლო კვირას ბევრი საუბრობდა “ნაპოლის” ფიზიკურ დაღლაზე. მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარია უბედურების – გუნდი მოიცვა სხვა გადაღლამ – ფსიქოლოგიურმა. გამოდის, შეფ-პოვარ სარის სასწრაფოდ სჭირდება ახალი მენიუს მომზადება.

მაურიციო სარიმ საუცხოო სამუშაო გასწია, მაგრამ პარასკევს ზუსტად ტურინელები თამაშობდნენ უფრო თანამედროვე ფეხბურთს. ეს იყო ალეგრის ტაქტიკური გამარჯვება, და 10 კაცი დაცვაში არაა საფუძველი დაადანაშაულო “ბიანკონერები” სანახაობის მოკვლაში. სანდროს ნაცვლად ასამოას ძირითადში დაყენებამ გაამართლა, ხოლო მატუიდის თამაში, რომელმაც შებოჭა “ნაპოლის” ნახევარდაცვა ჟორჟინიოს მეთაურობით, აღფრთოვანების ღირსია. კონტრშეტევითი სამეული დიბალა-კოშტა-იგუაინი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ გაეტეხათ სარის თავდაცვა.

ნეაპოლიტანელები ზედმეტად იყენებდნენ ინდივიდუალურ მოქმედებებს, ხოლო პოზიციური შეტევისას ხშირად აწვდიდნენ დონ ლორენცოს – იმის იმედით, რომ ის ყველაფერს თავად გააკეთებდა. სიმბოლურია, რომ საბედისწერო კონტრშეტევა, იგუაინის გოლი და მისი აღნიშნვა à la ტონი, სწორედ ინსინიეს შეცდომას მოჰყვა. მისი ფორმის პიკი უკვე გავიდა, და საერთოდ არ შეიძლება მუდმივად მისი ოსტატობის იმედად იყო. იქნებ ლიდერის ტრავმამ აიძულოს სარი დაუბრუნდეს სხვა ვარიანტებს, რომლებსაც ის სეზონის დასაწყისში ტესტავდა?

ნებისმიერ შემთხვევაში, “ნაპოლისთვის” ჯერ არაფერია დამთავრებული. მითუმეტეს, ამ დამარცხებამ დე ლაურენტისს იქნებ აფიქრებინოს, რომ იანვარში რობერტო ინლეზეზე სერიოზული მოთამაშე მოიყვანოს. სეზონის პირველი წრის ბოლოსთვის თუ ყველაზე კარგ ფიზიკურ ფორმაში 35 წლის მაჯოა – ეს კარგი საბაბია გახსნას საფულე.

“იუვეს” მალე ახალი გამოცდა ელის – შეხვედრა ისტორიულ მოწინააღმდეგესთან, რომელიც თითქმის 10 წელი ბალახებში იმალებოდა, მაგრამ როგორც იქნა თავი წამოსწია და მზადაა აღზევდეს ისე მაღლა, როგორც ცეზარის არწივი (“ინტერი”). მაგრამ ეს ყველაფერი ადგილობრივი გარჩევებია. “ქალბატონი” უფრო გლობალურად უნდა აზროვნებდეს. სკუდეტო – დიდი ხნის განვლილი ეტაპია.

ალეგრის ბიჭები მზად არიან მწვერვალზე მესამედ დაბრუნდნენ. თუნდაც გადაწყობა გარკვეულ დროს წაიღებს, ხოლო წონოსწორობას 4-3-3 მოდულით მიაღწევენ,  მაგრამ შედეგი პროგნოზირებადია.

გახსოვთ დაგპირდით, რომ ადრე თუ გვიან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს გუნდი, რომელიც კოლექტიური ფეხბურთის მიმდევარია? გეშინოდეთ, ვარსკვლავებით გადატენილი გუნდის გულშემატკივრებო, მწვრთნელებით იდეის გარეშე. კუზიანები მოდიან. ცინიკურები და ბოროტები. ხვლიკმა კუდი მოიძრო.”

sports.ru-ს მიხედვით

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

87 კომენტარი

  1. maradona73 says:

    გაიხარე ვიკინგ ძმაო, ზუსტად ეგეთ საიტს ვეძებდი. :up:

  2. ანონიმური says:

    ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თუ ისევ გაგრძელდება ლიდერების ვერ შენარჩუნება, მეოთხედ და მეხუთედაც მოგვიწევს ეგ მკვდრეთით აღდგომა)) ეს არის ყველაზე ცუდი! რაც არ უნდა საგინებელი იყოს პოგბა, გინდაც ვიდალი. წარმოიდგინეთ ეხლა რო ეგენი გვყავდნენ რა გუნდი იქნებოდა იუვე. დიდი გუნდები დიდი ფინანსური შესაძლებლობებით მაშინ ქმნიან ეპოქას. როცა წლების მანძილზე თამაშობს ერთი ძირითადი ბირთვით. ესეა დღეს რეალი მაგალითად. რამდენი წელია უკვე ეს შემადგენლობა ყავს და ბოლო ბოლო მივიდნენ სტაბილურობამდე. ესე იყო გვარდიოლას ბარსელონაც. ესე იყო ანჩელოტის მილანიც. არ შეიძლება ლიდერების წელიწადში ერთხელ გაყიდვა, თორე მოგვიწევს მუდმივად ხვლიკის პოზაში ყოფნა))

  3. Dybala10 says:

    დღეს რას ფიქრობთ წამოვა მილანის მოგება თან გატუზოს პირველი თამაშია მწვრთნელის ამპულაში

  4. maradona73 says:

    mp3 ფორმატში მენდელსონის მუსიკის გადმოწერა მინდა და ვერ ვახერხებ, არა და ცოლმა ტვინი ფამიბურღა უკვე. :lool:

    ხო არ იცის ვინმემ რომელ საიტზე მოვძებნო? პლზ :blin: :mrgreen:

  5. Dybala10 says:

    შენობით რომ მოგმართოთ შეიძლება ?

  6. maradona73 says:

    https://www.youtube.com/watch?v=DY7XtqxRoZ0

    აბა უყურეთ, პერუციმ ვერ გაქაჩა ეს თამაში აშკარად.

  7. Dybala10 says:

    გუშინ ვუყურე ტორინო ატალანტას 1 ტაიმს სპინაცოლა მომეწონა მაგრად არადა რო გვეყიდა ეგ და კალდარა მაგრა გაასწორებდა

  8. maradona73 says:

    ბერჯერ მიფიქრია რომ დორტმუნდთან პერუციზე ძლიერი მეკარე რომ გვყოლოდა ალბათ ავიღებდით თასს ისეთი ძლიერი გუნდი გვყავდა.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »