დე შილიო:”ყველამ დაინახა რაოდენ დიდი მიზნები გვაქვს”

ბიანკონერის მარჯვენა მცველი მატეა დე შილიო კლუბის მთავარ მიზანზე საუბრობს:

“უკანასკნელ დღეებში საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობდით, რათა საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი კლუბისთვის სათანადოთ მოვმზადებულიყავით. გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს უნდა გახდეს ერთგვარი გადატვირთვის წერტილი.

ფაქტია, რომ სან პაოლოზე ფავორიტის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ და თუ დღევანდელ ცხრილს გადავავლელბთ თვალს, ნათელი ხდება, რომ წინ ასეთი კიდევ არაერთი მატჩი გველის.

გონსალოს ცალკე წარდგენა არ ჭირდება. მისი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.. დიახ, იგი იმ რანგის მოთამაშეებში შედის, რომელთაც სტადიონის დადუმება შეუძლიათ.

ჩვენი მთავარი მიზანი ზედიზედ მეშვიდე სკუდეტოს მოპოვებაა! სან პაოლოზე ყველას ვაჩვენეთ, რომ გუნდს სერიოზული მიზნები გააჩნია, რომელსაც ბოლომდე გაუყვება. ახლა მთავარია თითოეულ შეხვედრაში 110%-ით დავიხარჯოთ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »