ბერნარდესკი: “მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ის დრო, რასაც მწვრთნელი გთავაზობს”…

7IfbbzTaC74

ფედერიკო ბერნარდესკიმ “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.

“კმაყოფილი ვარ მორიგი გამარჯვებით, რომელსაც ჩვენ არცთუ ადვილ სტადიონზე მივაღწიეთ. “იუვენტუსმა” აჩვენა თავისი ფასეულობა და დამსახურებულ წარმატებას მიაღწია. ბოლო რამდენიმე კვირაში “იუვემ” შეძლო თამაშის გაუმჯობესება, მათ შორის დაცვაში, რაც თვალნათლივ ჩანს ციფრებშიც. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ.”

სეზონის დასაწყისში გარკვეული პრობლემები შემექმნა, ამიტომ მე აქტიურად ვმუშაობდი მათ დასაძლევად. აუცილებელია მაქსიმალურად გამოიყენო ის დრო, რომელსაც მწვრთნელი გთავაზობს. ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, ამაშია გუნდის სიძლიერე. ჩვენ გვჭირდება თვითშეწირვა მთელი კოლექტივის მხრიდან. მთავარ კონკურენტებთან შეხვედრები საჭირო დროს მოდიან, რადგან გუნდი შესანიშნავ ფორმაშია.”

 

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »