კალდარა: “მინდა მზად ვიყო “იუვენტუსში” გადასასვლელად.”

21f1d

მატია კალდარა, რომელიც “ატალანტაში” არენდით თამაშობს, ამბობს, რომ ზაფხულში “იუვენტუსში” გადასასვლელად სრულფასოვნად იქნება მზად…

ჩემი ბედი უკვე გარკვეულია, მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე ვიფიქრო. მე ვმუშაობ იმაზე, რომ გავხდე უკეთესი, რათა ტურინში გადასასვლელად მზად ვიყო. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება ჩემს კარიერაში, ამის ჩაგდება არ შეიძლება. ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლება, თუმცა ეს უკვე ორჯერ გამოვცადე. უნდა დავამტკიცო, რომ ღირსეული ვარ “იუვენტუსში” სათამაშოდ, მაგრამ ამ მომენტისთვის “ატალანტაზე” ვარ კონცენტრირებული.

ბარძალი ან ბონუჩი? ბოლო სეზონებში ბარძალიმ დაამტკიცა, რომ სერია ა-ში ყველაზე მრავალმხრივი და საიმედო მცველია. რაც შეეხება ბონუჩისთან შედარებას, მე ეს ძალიან მომწონს, მაგრამ ამავე დროს მესმის, რომ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ მე მისი მემკვიდრე ვარ. ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ მის დონეზე მივიდე.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .