მაროტა და პარატიჩი სატრანსფერო ბაზარზე მუშაობენ

ბოლონიასთან მატჩის წინ ჯუზეპე მაროტამ იტალიურ მასმედიას საინტერესო ინფორმაცია გაანდო:

დიდი ხანია უკვე რაც ემრე ჩანს იუვეს უკავშირებენ და ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა გუშინ ეს ოფიციალურად დაადასტურა:

“ჩანის გარშემო ნამდვილად საინტერესო სიტუაციაა შექმნილი და ჩვენ მას ყურადღებით ვაკვირდებით..

დიახ, აქ ნამდვილად არ არის დასამალი, რომ იუვენტუსისთვის ემრე საინტერესო ფიგურაა, თუმცა ამაზე მეტს ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით”.

აქვე კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც გუშინ აპენინურ მედიაში გავრცელდა..

იუვეს სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ატალანტა – ლაციოს დაპირისპირებას ესწრებოდა.. ჟურნალისტების მტკიცებით პარატიჩი მილინკოვიჩ-სავიჩის ასპარეზობას აკვირდებოდა, რომელმაც გუშინ ორი გოლი გაიტანა..

ბიანკონერი მის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს, თუმცა იუნაიტედის სახით კონკურენტიც სერიოზული ჰყავს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

231 კომენტარი

  1. Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

    ვიცი რო ალაგერიზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდა მილანს, უბრალოდ მერვე ადგილი, პარმა შენს ზევით და სან სიროზე ამაურიმ მოუგო თუ სწორად მახსოვს თამაში, ძან ზედმეტია, თუმცა ამასაც არ გავიხსენებდი, ღირსეულად რო მოქცეულიყო და დროულად დაეტოვებინა მილანი, გატუზო აგერ 2 დღის დანიშვნის მერე იქრობს წასვლაზე, კი არ გაურბის უბრალოდ იცის რო სამარცხვინო გუნდია დღევანდელი მილანი და არ უნდა მის სახელთან ასოცირდებოდეს, ალეგრიმ კიდე მაოხერხა და მის სახელთან ასოცირებული გახადა ალეგრის გაჩანაგება, მიუხედავად იმისა რო შეიძლება მეათე ხარისხოვანი ყოფილიყო მისი როლი მილანის დაღმასვლაში

    • imereli imereli says:

      რა გაჩანაგება,ყველა მილანისტა ნატრულობს ალეგრის ახლა,ნეტავ არ გაეშვათო,ლიპის იუვე 1999 წელს მე-6 ზე გავიდა ზიდანით და დელ პიეროთი,ხდება ხოლმე ეგეთი ჩავარდნები მაშინ როდესაც სულ ლიგაზე ხარ,მითუმეტეს მაგ გუნდით არც ქონდა აზრი ლიგაზე გასვლას ნამდვილად….

      • Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

        მე არ მგონია მილანის პრობლემა მწვრთვნელი იყოს, ალეგრი რო დარჩენილიყო შედეგს რადიკალურად ვერ შეცვლიდა, მილანს სჭირდება კარგი სპორტული დირექტორი, 200 მილიონს რო დაახარჯავ მეშვიდე ადგილოსან გუნდს და ისევ მეჩვიდეზე რო დარჩება, იქ სულ რო არ იყოს მწვრთვნელი, მაინც მიხვდება ადამიანი რო არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა გატარდა, 2 მილიონად 3-4 ისეთ ფეხბურთელს იყიდიდა ნორმალური მენეჯერი რო ბენევენტოს და უდინეზეს მწვრთვნელის აგრეშე მარტო ის 3 კაცი მოუგებდა

  2. Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

    აბიატი

    აბატე რამი მექსე დე შილიო

    მონტოლივო დე იონგი მუნტარი

    კაკა

    რობინიო ბალოტელი

    მემგონი ამ სასტავს ქონდა იმის რესურსი რო მერვე ადგილზე წინ გასულიყო

    • imereli imereli says:

      უი,მე ერთი წლის წინანდელი სასტავი დავწერე სადაც ლიგაზე გავიდნენ,მაგრამ არც ეგ გუნდია დიდი ხვითო,კაკა კი ვიცით როგორიც დაბრუნდა და სხვები არც ერთი არაა ახლა არანაირ კონდიციებში ალეგრის რომ დააბრალი,კი შეიძLება მეტი მაღალი ადგილი უნდა დაეკავებინათ,მაგრამ უკვე ინერციითღა თამაშობდნენ მაგ დროს,ძაან იყვნენ მოჭიმულები შეფები და თანხებიც არ იყ შესაბამისად…

  3. Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

    imereli
    კი მახსოვს ნოჩერინო და სულ ვლანძღავდი, მარა ნაკრებში რო პენალტი შეაგდო მაშინ ვთქვი ოღონ ამან არ ააცილოს და აღარ გავლანძღავ აწითქვა :chuvak: მნიშვნელოვანი თამაში იყო რაღაცა.
    იმ მილანით არ ვამბობ რო ლიგა უნდა მოეგო, უბრალოდ შეეძლო ბევრად მეტის გაკეთება და თუნდაც ოთხეულში შეეყვანა მილანი, დღეს ინძაგის უკეთესი სასტავი ყავს ვიდრე 2013 წელს ალეგრის ყავდა?

    • imereli imereli says:

      აი ნახე რა სასტავი იყო: მეკარეები :აბიატი,ამელია,გაბრიელი,მცველები : დე შილიო,აჩერბი(ამას მაშინ პრობლემები ქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით,მგონი კიბო თუ რაღაც და არც უთამაშია თითქმის),მესბა,აბატე,იეპესი,ძაკარდო,მეხსე,სალამონი,ძაპატა,ბონერა,ანტონინი,ნახ.მცველები: მუნტარი,ბოატენგი,შტრასერი,მონტოლივო,ამბროზინი,დე იონგი,კარმონა,ნოჩერინო,ტრაორე,ფლამინი,კონსტანტი,ემანუელსონი,კრისტანტე,ვალოტი,თავდამსხმელები: რობინიო,პაცინი,კრკიჩი,ელ შაარავი,პატო,ნიანგი,ბალოტელი….აი თავდასხმას არა უშავს თუმცა მის მერეც არცერთს გამოუჩენია სადმე თავი,დანარჩენები არიან საშუალოზე დაბალი დონის მოთამაშეები ჯამში…

  4. imereli imereli says:

    ალეგრის მონაგარი მილანში 2-ჯერ მე-3 ადგილი,ერთხელ 1 ლი და ერთხელ მე-2 და ბოლოს მე-8, მანამდე მე-5 ზე გავიდნენ ლიგაზეც ვერ შედიოდნენ …ალეგრის მერე ლიგა საერთოდ არ უნახავთ …

    • imereli imereli says:

      დაბერდა ის ხალხი თორნიკე და ალეგრი ვერ მისცემდა სიცოცხლის ელექსირს,ნესტა 36 წლის,ზეედორფი 37-ის ,ინძაგი 38-ის,გატუზო-35-ის,ძამბროტა-34-ის,ამბროზინი-34-ის,დიდა-35-ის,ამ ხალხით რა უნდა ექნა???თან იმ დროს ჩავარდნენ ზუსტად ბერლუსკონი და გალიანი და დაიკიდეს კლუბი ფეხებზე და ამან კიდევ ათამაშა რაღაც ფეხბურთი და ლიგაზე გაყავდა ეს გუნდი და ერთხელ ჩემპიონი გახადა მეტი რა ექნა???ახლანდელი მილანი მიეცი ალეგრის და სამეულში შევა თავს დავდებ !

      • imereli imereli says:

        შენ უბრალოდ გახსოვს ის სახელები 2007 წლიდან და გგონია რომ სულ ერთ დონეზე იქნებიან,ეგრე არ არის,დაბერდნენ,იქეთ კაკა წავიდა,შევჩენკო წავიდა,მალდინი წავიდა და დარჩა გუნდი გადაბერებული,მაშინ ათამაშებდა ზუსტად იმ ელ შაარავებს,დე შილიოებს და ვიღაცეებს

    • Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

      მეხუთეზე გავიდნენ ალეგრის მისვლამდე 3 წლით ადრე, ალეგრიმ ჩაიბარა მესამე ადგილოსანი მიალანი და დატოვა მერვეადგილოსანი, პერიოდსაც გააჩნია მესამე ადგილზე მილანი რო გავიდა მაშინ ბევრად ძლიერი იყო იტალიური ფეხბურთი ვიდრე მაშინ როცა მერვეზე გავიდა

      • imereli imereli says:

        ერთი წლით ადრე გავიდნენ მე-5 ზე მერე კი მე-3 ზე და როცა წავიდა მაგაზე რატომ საუბრობ? ის 4 წელი ლიგაზე რეგულარულად იყო ამ ბებერი ხალხით და ძაან დიდ წინააღმდეგობასაც უწევდა ბარსელონას და მსაჯებს :) ,ბოლოს სული რომ დალია მილანმა დალია ალეგრიმაც აბა რას იზამდა?

  5. Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

    imereli
    ალეგრის ძან მაგარი შედეგი აქ, მიუხედავად იმისა რო 2 ჯერ ლიგის ფინალი წააგო და ორივე ჩემი აზრით მისივე შეცდომებით, მიუხედავად იმისა რო ფინალამდე არც ისე ძლიერი გზა გაიარა და გაუმართლა იუვეს წილისყრაში, მაინც ვთვლი რო იუვეში ზედიზედ 2ჯერ, ლიგის ფინალში გასვლა არი დიდი შედეგი და მაგას მოხერხება უნდოდა, ამიტო ვაღიარებ რო არი ალეგრი ის მწვრთვნელი რომელსაც სეიზლება ამბიცია ქონდეს თუნდაც კონტეს შეეჯიბროს რამეში :chuvak:
    თუმცა ჩემზე მეტ გავლენას რატომღაც მილანში ცუდი გამოსვლა ახდენს, იუვეს წარმატებებით რაღაც მომენტში დააბალანსა მილანის ცუდი პერიოდი მარა მე მაინც გადაჭრით არ ვიტყვი რო ალეგრი სუპერ მწვრთვნელი, დაველოდები შემდეგ მიღწევებს და თუ სხვა გუნდში თუნდაც ისეთი სედეგი გაიმეორა რაც იუვეში დადო, მე ვიქნები ერთერთი პირველი ვინც იტყვის რო ალეგრი საუკეთესო მწვრთვნელია და კონტეზე არანაკლებად შევაქებ თუ მეტად არა…

  6. Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

    imereli
    ვინ მოუყვანეს? აგუეროს პირდებოდნენ, მერე ჯუზეპე როსიმდე ჩამოიყვანეს და ბოლოს ვუჩინიჩი შეაჩეჩეს.
    ამას კიდე 90 მილიონიანი ფორვარდი მიუყვანეს პირდაპირ და ზოგმა ფეხბურთის მცოდნემ რო დაინახა რო ალეგრიმ გუნდი 90 მილიონიანი ფორვარდებით ლიგის ფინალებში გაიყვანა, კონტეზე დაიწყეს ქილიკი ეს ის არ იყოო რო იძახოდა 2 ევროდ რესტორანში ვერ შევა ადამიანიო, თურმე ალეგრი 2 ევროდ სესულა რესტორანში :lool: ერთი კომენტატორია ხშირად ახსენებს ამ ფრაზას როცა იუვეს თამაში მიყავს და ძან მოკლე მეხსიერება ქონია მაგას, კონტეს რო ქონოდა იმის ფუფუნება რო 1 ფეხბურთელში 90 მილიონი გადაეხადა მერე ენახათ შევიდოდა თუ არა რესტორაშნი…

    • imereli imereli says:

      წინა წლის ფინალი კაი,მაგრამ კონტეს დაწუნებული გუნდითაც ხომ გავიდა ფინალში???მაინც სუბიექტურობამდე მიდიხარ ყოველთვის რა :blin: :blin: :blin: ,მე არ გეუბნები კონტეზე ცუდი თქვი ან არ ვარგათქო,უბრალოდ ის მაინც თქვი რომ კონტე მაგარია,მაგრამ არც ალეგრია ცუდითქო,აი თუნდაც შენი გადმოსახედიდან მოიქეცი ასე და გაღიარებ,ერთხელ,ვიღაცის და სიმართლის ხათრით თქვი ეგრე :mrgreen: :mrgreen:

  7. Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

    imereli
    ხედირაზე ნახე რას ვწერდი როცა მოვიდა, მიუხედავად იმისა რო ხედირა – იოზილის დუეტს რეალის ყველა დროის სირცხვილად ვთვლიდი ადრეც და ახლაც, მე ვამბობდი რო ხედირას უფადოს მოყვანა იყო სწორი ნაბიჯი მაროტას მხირიდან და შეეზლო ხედირას იუვესთვის დახმარების გაწეევა, მარა ამაზე უნდა აეყოს თამასი და ამას აქვს იმის თავი რო მსზე იყოს ერთერთი გრანდი აწყობილითქვა ეს არ მიტქვია
    ალეგრის შეცდომა ისაა რო ხედირაზე ააწყო თამაში და თურმე მისი ძლიერი ფეხების იმედზე ყოფილა გუნდი, თუარა ხედირას ნებისმიერი მწვრთვნელი გამოიყენებს სესაბამისად და სწორიც იქნება, უბრალოდ მისი ადგილი და ფუნქცია უნდა განისაზღვროს სწორად

  8. imereli imereli says:

    კი მომწონს დი ფრანჩესკო,ასევ კარერაც მომწონს და მიმაჩნია კონტეს იუვეში მისი დიდი წვლილია შეტანილი,შეიძლება კონტეზე მეტიც,იმედია აქ მაინც დამეთანხმები,გვახსოვს რომ არ იყო ანტონიო გუნდი ფეხბურთს თამაშობდა და არ ფაფხურობდა,ახლა არც ალეგრიზე ვარ გადარეული მე,უბრალოდ შედარებებს ვაკეთებ და მგონია და ასეც არის რომ ლიპის მერე ეგ არის საუკეთესო,დანარჩენს დრო გვიჩვენებს :forza: :forza: :forza:

    • Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

      ალესიო იყო, კარერა მესამე მწვრთვნელი იყო, მეც მომწონდა ალესიოს იუვე, 1 შეცდომა ის ქონდა რო მილანში გასვლაზე კვალიარელა შეცვალა უსამართლოდ :chuvak:

  9. imereli imereli says:

    თორნიკე შენ ხარ უსამართლობის პიკი,ხედირაზე შენ იძახი ბანძიაო და ახლა გახდა თურმე ვარსკვლავი,დანარჩენებზეც იგივეს ვიტყვი იგუს გარდა იმიტომ რომ ეგ მოგწონდა მარტო მახსოვს,პელუზოებს და პადოინებს რომ იხსენებ არ იყვნენ ეგენი სასტავის ხალხი და რატომ დაგიხვევია ენაზე,ეგრე არც ალეგრის აკლდა და აკლდნენ ხარახურები,ზე მიკერძოებული ხარ,კვალიარელაო რომ გაიძახი მაშინ იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი და იმედისმომცემი თავდამსხმელი იყო,მაგრამ შენ ხომ შენი უნდა თქვა?იმ მომენტისთვის ვინც იყვნენ საჭიროები კონტესაც მოუყვანეს,ვიდალი,პირლო,ტევესი,ლიხშტა,ასამოა,ისლა,ჯოვინკო,ვუჩინიჩი,ეს ხალხი მაშინ ბევრად ახალგაზრდები და მომავლის მქონე ფეხბურთელები იყვნენ და ალეგრის თუ მოუყვანეს რეალი,ბარსა,მანჩესტერიდან,მოუყვანეს ბებრები ხედირა 30 წლის,ევრა 40 წლის და დანი ალვეში 80 წლის :lool: :lool: :lool:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »