დი ფრანჩესკო: “ამ თამაშის შედეგი უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიურად.”

da07eda197f4e6cebb039eb0bbe49546

ეუსებიო დი ფრანჩესკოს ინტერვიუ “იუვენტუსთან” თამაშის წინ.

“ვემზადებით მნიშვნელოვანი თამაშისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ეს თამაში გადამწყვეტი იქნება, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურად. ნებისმიერ ფასად უნდა მოვიპოვოთ შედეგი ამ ურთულეს გასვლაზე. რაც არ უნდა მოხდეს, ამ მატჩის შედეგი ვერ განსაზღვრავს იმ ინდივიდუალობას, რაც ჩვენმა გუნდმა შეიძინა.

ვის ვუფრთხი ყველაზე მეტად? “იუვენტუსის” შემადგენლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ნათელია, რომ იგუაინი მკვლელი ბომბარდირია. დიბალაც დიდი ასია, მაგრამ თუ აუცილებელია ერთის დასახელება, მაშინ მანჯუკიჩს დავასახელებ. მარიო ის მოთამაშეა, რომელიც გუნდს აიძულებს დაარღვიოს დაცვის ბალანსი.

ალეგრიმ განაცხადა, რომ “რომა” მთავარი კონკურენტია სკუდეტოსთვის ბრძოლაში? ნათელია, რომ ჩვენ პირდაპირი კონკურენტები ვართ. მადლობელი ვარ ალეგრის ასეთი ეპითეტისთვის, მან ხომ კარგად იცის, როგორ უნდა გაიმარჯვო. ის ასევე ლაპარაკობდა ჩვენი დაცვის სიმტკიცეზე, რაც ხვალ უნდა დავამტკიცოთ.

ჯეკოს გოლის გატანის დიდი სურვილი კლავს. ის მონდომებით მუშაობს და უნდა, რომ დაეხმაროს გუნდს. გეტყვით, რომ ის არ ნერვიულობს გოლების ვერ გატანის გამო, ყველა დარწმუნებული ვართ, გოლებიც მოვა, ის ხომ ხარისხიანი ფორვარდია. ვფიქრობ, ხვალ იგუაინისა და ჯეკოს დაპირისპირება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

“რომა” ეცდება ტურინში მოიგოს? ჩვენ იქ იმისთვის არ მივდივართ, რომ მათ ქულები უბრალოდ ვაჩუქოთ, ან გავისეირნოთ. ეს უკანასკნელია, რაზეც ვფიქრობთ. შედეგები ბევრს წყვეტს და ტურინში მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პასუხი იქნება.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. რომა says:

    კაი გაიზრდება ეს დაიმახსოვრე!!!! ჭკვიანი მწვრთნელია კოვერჩანოს სკოლასთან შეხება მაინც სულ სხვაა

  2. ანონიმური says:

    აშკარად იცის ფეღბურთი ამ კაცმა… იასნია მანძუკიჩი მგელი ხარ მგელი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .