ალეგრი: “ჩემი ამოცანაა – ისეთი ფეხბურთელები დავაყენო, რომელთაც ერთად შეუძლიათ იყვნენ მოედანზე.”

მაქს ალეგრის მატჩისწინა ინტერვიუ.

“ბუფონი, ჰიოვედესი და დე შილიო ვერ ითამაშებენ ხვალ. მანჯუკიჩი და კუადრადო გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ, მაგრამ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გაირკვევა საბოლოოდ, რამდენად მზად არიან სათამაშოდ.

ხვალინდელ თამაშს რაც შეეხება, ნახევარ შემადგენლობაზე გადაწყვეტილება უკვე მივიღე. დანარჩენებს დღეს გავარკვევ. შესნი, ბენატია, კიელინი, სანდრო და იგუაინი ითამაშებენ.

მანჯუკიჩი, როცა თამაშობს, ტექნიკას და ფიზიკას გვმატებს, მაგრამ თუ მას არ ავირჩევ, მოედანზე დიდი სისწრაფის მქონე ფეხბურთელს გამოვიყენებ. გადაწყვეტილება იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ ვინ იქნება უკან. კუადრადოს შეუძლია ხვალ ფულ-ბექი ითამაშოს, მაგრამ ლიხშტაინერის მდომარებასაც შევაფასებ და იმაზეც ვიფიქრებ, ხომ არ ჯობია ფლანგზე ბარძალი დავაყენო. ჩემი ამოცანაა – ისეთი ფეხბურთელები დავაყენო, რომელთაც ერთად შეუძლიათ იყვნენ მოედანზე.

დიბალას და მანჯუკიჩს შეუძლიათ 4-3-3 სქემაში ერთად ითამაშონ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება მარჯვენა მცველი და როგორ ითამაშებს მოწინააღმდეგე. რაც შეეხება პაულოს, ბედნიერი ვარ, რომ გოლი გაიტანა. მან წელს 38 მატჩში ითამაშა, გაცილებით მეტი, ვიდრე ბევრმა მოთამაშემ და ნორმალურია, ხანდახან სკამზე თუ აღმოჩნდება.

“ჯენოასთან” ყველამ კარგად ითამაშა, სტურარო და მარკიზიოდან ბენტანკურამდე, ლიხშტაინერმა, ასამოამ, ბერნარდესკიმ…

ბერნარდესკი ძალიან გაიზარდა. მან კარგი თამაში ჩაატარა “ჯენოასთან”. ფედერიკოს ძალიან კარგი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემები აქვს და პროგრესს განიცდის, განსაკუთრებით მენტალურად. 

ახლა არ ვუშვებთ იმდენს, რამდენსაც სეზონის დასაწყისში? სეზონი მომენტებისგან შედგება, როგორც მცველებისთვის, ისევე სხვა დანარჩენი მოთამაშეებისთვის. არ უნდა იყოს არანაირი ჩაგდება, უნდა ვმართოთ მომენტები და გუნდის მდგომარეობა.

“რომა” ერთ-ერთი ფავორიტია სკუდეტოსთვის. დი ფრანჩესკო ამტკიცებს თავის ტექნიკურ და ტაქტიკურ ხარისხს, რასაც “სასუოლოში” აჩვენებდა. მას ასევე შეუძლია იპოვოს ბალანსი, რაც ძალიან ძნელია. მათი შედეგები ჩანს, რადგან “რომა” ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ისინი ცოტას უშვებენ, განსაკუთრებით გასვლაზე, რაც ამტკიცებს, რომ ძალიან დაბალანსებული გუნდია.

ძლიერ გუნდებს შორის დიდი თამაშები ყოველთვის თანაბარია. ნახეთ “ნაპოლის” და “ინტერის” წინააღმდეგ თამაშები. ვფიქრობ, ასეთი თანაბარი თამაში იქნება “რომასთანაც.”

 

 

 

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

53 კომენტარი

  1. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    რომა უეჭველი გახსნის თამაშს.ჯეკო ისე უნდა გავაქროთ როგორც იბრაგიმოვიჩი და იგუაინი ნაპოლიში რო იყო.ტოტის აზრით რომა ყოველთვის მეორეზე იქნება იმიტომ რომ მსაჯები ჩვენ მხარესაა :loool:

  2. ანონიმური says:

    Dgevandel tamashi roma gaibaxeba magram rogorc aseti taqtika gauchirdeba alegris radgan roma mtlianad taqtikur tamashs shestavazebs sxva gza ar aqvt xo kide dzaan iuxeaheben.aris imis albatobac ro ori wamovides sensacia ra mara aramgonia rogorc gundi interze da napolize sustia am momentshi magram taqtika esmis mag kacs da rtulia tan gashiprva shedarebit saristan da igive spaletistan shedarebit mainc shedarebit axalia

  3. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    კლოპი არასდროს მევასებოდა ეხლა ხო საერთოდ

  4. ანონიმური says:

    Xo italiuri pegburtis gulshematkivrebs naklebad moewonebat inglisuri pegburti mec italiuri pegburtis gulshematkivari var magram rogorc inglisuri pegburti vapaseb magad odidganve lamazi stili aqvt mteli msoplio agiarebs marto aq wavawydi kedels)) tumca me dzveli seriaa momwonda dges rac xdeba kalchoshi eg agaraaa pegburti…. Imitom ar tamashoben mag uepaze ro ar ainteresebt dzaan martivia megona aseti ramis dawera arc damchirdeboda magram…)) xo ar ician pasi saertod :lool: .inglisuri pegburti shoua… Tan lamazi. Imitom xdeba eg angarishebi mand ro gaxsnili pegburtia aba aq 1-02-0 mere taqtika egreve chaketvebi da rame…. Vis rat unda sheni uefas tasi … Klopi kide klouni araa magan daamtkica ro icis pegburti…dacva ar yavs saertod arc mekare yvela tamashi sadac ki gols ushveben chans eg.italiashi gadmosuli gundi Bdan ganwirulia egreve gasavardnad ver akmayopilebs kriteriumebs inglishi kide rac xdeba vxedavt yvela…udidesi pulia mand ar chirs pegburtelebis yidva.rogorc juvestvis iyo yoveltvis chempionati pirveli xo adre masea mandac bolo wlebshi sheicvala eg tradicia tore bevrad mnishvnelovani iyo saxlis tituli ravici aba :lool:

  5. maradona73 says:

    ერთი მარჯვენა მცველი გვჭირდება ნორმალური, მოიყვანონ ვინმე ამ მათხოვრებმა.

  6. არაანონიმური says:

    2017– → Juventus (loan)

    ასე წერია ვიკიპედიაზე და

  7. არაანონიმური says:

    დღეიდან ამ ნიკით დავაკომენტარებ მაშინ :)

  8. ანონიმური says:

    ის ხალხი სადაა კლოპს უდიდეს მოტივატორს რომ ეძახდნენ და უვეში მინდა ეგო გაიძახოდნენ,მაგარი მოტივატორია იმენა შეუძლია 3-0 ის მერე სულაც წააგოსს თამაში :) ეს მოტივატორის კი არა მლიქვნელის სტილია.

  9. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    მოკლედ ამ კომენტარების წაკითხვისას ქოლგაც ვერ გიშველის :lool:
    თუ გინდა რო გაიგო როგორი ამინდი იქნება დღეს ამ საიტზე უნდა შემოხვიდე არაა საჭირო ამინდის პროგნოზს დაელოდო ტელევიზორში.
    ინგლისში კიდე ახლა ვხვდები რატოც წვიმს ასე ხშირად :lool: :lool:
    ხვალინდელ ამინდს რაც შეეხება კიდე გააჩნია რა ანგარიში მორჩება იუვენტუსი-რომა :lool:

  10. ანონიმური says:

    ბერნარდესკი სასტავში უნდა იყოს ფაქტია კონტრზე ძაან კლასნიანმოედანს ხედავს სწრაფია ტექნიკურია. დიბალას გრძელ მანძილზე მეც დავეწევი დაჟე ხელში რამეს დავიჩერ და ისე :lool:

  11. Davit83 says:

    Chemi azrit dabali done xar rodesac 2-0 igeb an 3-0 igeb da an cageb an fres itamasheb ertxel da orjer kidev araushavrs magram amdenjer?

  12. forza bianconeri forza bianconeri says:

    რა არის სანახაობრივი, ფეხბურთელების უმრავლესობამ პასის გაკეთება რო არ იცის ე.წ მაღალი დონის გუნდებშიც კი თუ ტაქტიკის არ არსებობის გამო ცხენებივით რო დარბიან? შეიძლება ცოტა ვაჭარბებ, მაგრამ დაბალი დონეა პრემიერ ლიგა, რაზეც ჩ.ლიგაზე ინგლისური გუნდების წარუმატებლობაც მეტყველებს

  13. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ინგლისელებს რო კითხო ძაან სანახაობრივია ბევრი გოლი როცა გადის.საინტერესოა თვითონ ლივერპულის ფანებისთვის თუა სანახაობრივი 0-2 3-3ად რო იქცევა :lool: :boli:

  14. ანონიმური says:

    Egeti tanabari tamashi tu iqneba romastan aba mashin xval kai ertianis dawera sheidzleba :lool:

  15. ანონიმური says:

    Ra pormashi es salahi da ra siswrape aqvs…. Fiore-roma-chelsi mara ase gunds shewyobodes pegburteli ase uceb axlo warsulshi nagdad ver vixseneb….. Magrad sheewyo da jer axalgazrdaa sul ragac erti wlitaa didi mgoni dybalaze 25-26 metus araa.sagol magas….arsenalshi sanchesia codo(((

  16. ტრიდე says:

    ალეგრი ეს თამაჰი მოიგეთ და მერე ცოტა იოლი კალენდარი გაქვთ

  17. maradona73 says:

    ეს კომპლექსების ბუკეტი ძლივს არ გაიხსნა და დაიწწყო ნორმალური ლაპარაკი :mrgreen:

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .