ბუფონი: “იუვენტუსის” საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ კლუბს შეუძლია ფეხბურთელებს თავისი ფასეულობები გადასცეს”

201706111219182021168111_photo

Der Spiegel ჯიჯი ბუფონს გაესაუბრა…

მე ჯარისკაცი ვარ გუნდისა და ნაკრების სამსახურში. დიდი შანსია, რომ ფეხბურთს თავს დავანებებ, მაგრამ ყოველთვის ვიქნები “იუვენტუსის” და ეროვნული ნაკრების სამსახურში. 40 წლის კაცმა გზა სხვას უნდა დაუთმოს, ეს უკეთესი, ვიდრე რაღაც სხვა, მე ხომ შემიძლია საშუალება არ მივცე სხვას გაიზარდოს, ეს კი მე არ მინდა. თუმცა მათ შეუძლიათ დამიძახონ, თუ დასჭირდათ, მე ყოველთვის დავთანხმდები 80 წლის ასაკშიც…

მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლით იმედგაცრუებული ვარ. ამას, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, ჩვენ ხომ ბავშვებს გავუცრუეთ იმედები. ცუდი შეგრძნებაა, როცა ხვდები მეტს ვერ ითამაშებ პარტნიორებთან, რომელთანაც ბოლო ათწლეულები გავატარე. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ასეთი ემოციებით კიდევ ერთი თვე ბარძალისთან, დე როსისთან. მაგრამ ვერცერთი უიღბლობა, ვერც წაგება კარდიფში, ვერ გააფუჭებს ჩემს კარიერას. მე ბედნიერი ვარ ჩემი კარიერით. 

იტალიას ყოველთვის შეეძლო ამდგარიყო ყოველი დაცემის შემდეგ. ჩვენ იგივე გენი გაგვაჩნია, ჩვენ გვაქვს ეს ბრძოლის ჟინი, მაგრამ ეს საკმარისი არაა, როცა არ არის ტალანტი. ჩვენ გვაკლია უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. ადრე ჩვენ გვყავდა ისეთი ტალანტები, როგორიცაა პირლო, ბაჯო, ტოტი, დელ პიერო…

“იუვენტუსის” საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ კლუბს შეუძლია ფეხბურთელებს თავისი ფასეულობები გადასცეს. ეს მოდის მფლობელებისგან, ანიელების ოჯახისგან, მათი შეხედულებისგან მუშაობაზე, სპორტზე და ცხოვრებაზე. პირველი თვე აქ ფანტასტიური იყო. 2001 წელს “პარმადან” რომ გადმოვედი, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. აქ ყველაფერი პროფესიონალიზმითაა გაჟღენთილი და ეს ეხმარება ყველას გაზრდაში. 

ნოიერი უმაღლესი კლასის მეკარეა, ის ბრწყინვალედ თამაშობს ფეხებით და ფლობს უბადლო რეფლექსებს. ბოლო რამდენიმე წელია ვამბობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუ საუკეთესო არა.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. ვილლი მილან says:

    იგივე სტატიაში https://www.instagram.com/p/BdKP5jjAJ-7/?taken-by=sportagram_net

    ალბერ კამიუს ნაკლებად ცნობილი ფრაზა რომელიც ბუფონმა გააჟღერა <3 <3 <3

  2. ფიცხელა says:

    ჯიჯი შე ყველაზე მაგარო
    გახია ტამაშით ლაციომ მერდა მაგრამ ვერ გაუტანა, იმ ბრაზილიელმა ჩიჩილაკმა რა გამაზა

  3. forza bianconeri forza bianconeri says:

    დღესაც არაა ძირითადში. რა ტრავმა აქვს ან საერთოდ აქვს თუ არა? :blin: მგონი 4-3-3-ია და როგორც ჩანს დიბალას მარჯვენა ფლანგზე ვიხილავთ საბოლოოდ ან 4-3-1-2 და პაულო ტრეკვარტისტად. მე არ ვემხრობი დიბალას ფლანგელობას, ვნახოთ როგორ გაამართლებს. გუნდისთვის უკეთესიცაა თუ ათამაშდა მაგ პოზიციაზე

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .