მანჯუკიჩი:”გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი”

სუპერ მარიო გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ასევე შეშლილ მაქს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო თავკაცად მიიჩნევს:

“მომწონს როდესაც საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ.. ფსიქოლოგიური კუთხით ეს დიდად მეხმარება გავხდე კიდევ უფრო უკეთესი! ვფიქრობ, ჯერ მაქვს ამისათვის სათანადო ენერგია..

კმაყოფილი ვარ მწვრთნელის მიერ გამოყოფილი როლით მოედანზე.. მომწონს რომ შემიძლია ვიყო თავდასხმაში და როდესაც გუნდს ესაჭიროება დავეხმარო თავდაცვით მანევრირებაში.

ბარსელონას წინააღმდეგ ამ უზარმაზარი ბანერის ხილვა დიდი ბედნიერება იყო.. გულშემატკივრებს მთელი გულით დიდ მადლობას ვუხდი. მაქსიმუმს ვიზავ საკუთარი გუნდის საკეთილდღეოდ.

არ ვარ იმ ადამიანთა კატეგორიაში, რომლებიც კომპლიმენტებად იღვრებიან, მაგრამ მსურს ორიოდე სიტყვა ჩვენს თავკაცზე ვთქვა.. ალეგრი უდაოდ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია! გამიმართლა, რომ ასეთ დიდებულ მწვრთნელთან ერთად მომიწია მუშაობა.

მომწონს როგორც წელს ნაპოლი ირჯება.. გუნდს სერიოზული წინახაზი ჰყავს, რომელსაც ემატება წლებ გამოვლილი და შეთამაშებული კოლექტივი.. ამ ეტაპზე ფლორენციელებთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული და თუ ფრანკიზე გამარჯვებას მივაღწევთ, იქნება პოზიტიური ენერგიით შევსება ტოტენჰემთან მატჩის წინ..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    დღეს ასეთი შემადგენლობით და ტაქტიკით მინდა რომ ვითამაშოთ

    —————————-ბუფონი————————–

    დე შილიო———-ბენატია———-კიელინი———-სანდრო

    ———–ხედირა———-მარკიზიო———პიანიჩი———

    ————–ბერნარდესკი————-კოშტა—————–

    —————————-იგუაინი————————–

    სათადარიგო მოთამაშეები
    შესნი, ბარძალი, რუგანი, ბენტანკური, მანძუკიჩი.

  2. ანონიმური says:

    კარგი ხარ მანჯუ

  3. Davit83 says:

    Momcoms aseti xasiatis fexburtelebi

  4. არაანონიმური says:

    მგელი ხარ მარიო მგელი.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »