რას გეგმავს ალეგრი ტოტენჰემის წინააღმდეგ?

ტოტენჰემთან მატჩი ახლოვდება და ბუნებრივია ყველას გვაინტერესებს თუ როგორი ტაქტიკური სქემით გეგმავს ალეგრი ინგლისელთა წინააღმდეგ ასპარეზობას:

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით მოსალოდნელია, რომ ალეგრი ძირითადათ 3-5-2 ტაქტიკურ მონახაზს დაეყრდნობა.. თუმცა, მეორეს მხრივ თუ მინდორზე ერთდროულად ვიხილავთ ანდრეა ბარძალის, ჯორჯო კიელინის, მეჰდი ბენატიას და ალექს სანდროს ეს მაინც და მაინც 3-5-2-ს არ ნიშნავს..

რატომ? მარტივად.. ბარძალი ხშირ შემთხვევაში ალეგრის მხრიდან გამოიყენება როგორც მარჯვენა მცველად.. შესაბამისად უშუალოდ თამაშის დროს აქვს მწვრთნელს ტაქტიკის შეცვლის საშუალება.. 3-5-2 დან 4-4-2-ზე ან 4-3-3-ზე..

კარგით დაცვაში გასაგებია.. ახლა პრობლემა ცენტრშია და კერძოდ მატუიდის არ ყოფნაში.. მარკიზიომ სასუოლოსთან შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ფლორენციაში აშკარად პრობლემები შეექმნა.. ცენტრი იუვემ იებთან შეხვედრაში ვერ მოიგო.. დიახ ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ ძალიან უჭირდათ მოედნის ცენტრში ტურინელებს.. ეს კი ალეგრისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ პრესაში გარკვეული ხმები გავრცელებულიყო..

კერძოდ, შეშლილი მაქსი სასტარტოში დასაყენებლად როდრიგო ბენტანკურის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.. ურუგვაელი მიუხედავად ასაკისა, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ყოველთვის როდესაც მოედანზე იმყოფება.. მისი ცივსისხლიანობა რთულ სიტუაციებში, შესაძლოა მეტად გამოცდილ ფეხბურთელებსაც კი შეშურდეთ.. ამიტომ რატომაც არა? მხარს ხედირა და პიანიჩი გაუმაგრებენ.. თუმცა, ეს ჯერ კიდევ იდეის დონეა და მეტი არაფერი.

წინა ხაზში ერთი რაც 100%-ით ვიცით არის გონსალო იგუაინი.. დიბალასთან დაკავშირებით ახალი არაფერია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია არგენტინელი სასტარტოში ვიხილოთ.. იებთან შეცვლაზე შემოსულმა კოშტამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. ბრაზილიელი საერთოდ, თამაშიდან თამაშამდე უმატებს.. მისი სისწრაფე და ტექნიკა ტოტენჰემთან შეხვედრაში იუვეს ნამდვილად წაადგება. ბერნარდესკი თუ მანჯუკიჩი? 99%-ით მეომარი ხორვატი იქნება ძირითადში.. მანჯუ რომ იუვეს ქომაგებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფიგურაა ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს.. მაგრამ ფაქტია ბოლო პერიოდში მარიოს უბრალოდ გადაღლა ეტყობა.. იმედი ვიქონიოთ ამ თამაშის მერე ალეგრი მებრძოლს მცირედით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

32 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ხვალ ასეთი შემადგენლობით მინდა რომ გავიდნენ მინდორზე

    —————————-ბუფონი————————–

    დე შილიო——–ბენატია————-კიელინი———სანდრო

    ———-მარკიზიო——–ბენტანკური———პიანიჩი———

    ————ბერნარდესკი————–კოშტა——————

    —————————იგუაინი————————–

  2. Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

    მარკიზიო 90 წუთი მზად შეიძლება არ იყოს, რასაც მაგი დარბის რთულია 90 წუთი გაძლო, მარა ხედირასავით თუ დადგა მოედანზე 180 წუთს გადააბამს ჩვეულებრივად :lool:

  3. R24 says:

    CONTE # 1

    მანჯუკიჩზე მაინტერესებს შენი აზრი, ადრე მაგრად არ გევასებოდა და შეიცვალე მაგის მიმართ დამოკიდებულება ?
    თავგანწირული ეგ არი და იუვეც მაგრად უყვარს(ფულს არ დახამდა, ჩინელები ერთ ადგილზე გაგზავნა და თურქებიც ზედ მიაყოლა). შარშან წაგებული ფინალის შემდეგ ეგ ამშვიდებდა ყველას, ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით და გავიმარჯვებთო(აქვე აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მაგას ლიგა მოგებული აქვს. შეეძლო მშვიდად გაეგრძელებინა ბურთის გორაობა შორს და ეთვალა მწვანეები). არცერთ პოზიციაზე თამაშს არ თაკილობს გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარად ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია…
    კმარა ეს ყველაფერი იმისთვის რომ მოგწონდეს და მაგასაც უგულშემატკივრო ? თუ მაინც ბონუჩის წარმატებები უფრო გაგახარებს და უფრო დიდი იუვენტინოა შენთვის ვიდრე მანჯუკიჩი… არანაირი არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს

  4. Trezeguet ტრეზეგოლ says:

    რაღაც გაუგებარია ჩემთვის… ყველა გამოცემამ ხედირას დაუწერა ყველაზე დაბალი შეფასება და მარკიზიო რატო ისჯება ვიოლასთან ცენტრის წაგების გამო? რამდენად ცუდადაც არ უნდა ითამაშოს გერმანელმა მაინც ძირითადშია. ბენტანკურის თამაშს ვემხრობი, თუმცა სუსტი რგოლის ნაცვლად

  5. A.DP A.DP says:

    მარკიზა უნდა იყოს სასტავში ფორმის და მიუხედავად. ნუ სტურაროზე ზედმეტია ლაპარაკი და ვერც ბენტანკურს ენდობი 90 წუთს ტოტენჰემთან. ჯიჯის კიელოს და მანჯუს იმედი მაქვს პირველ რიგში. :juvee: :juvee:

  6. A.DP A.DP says:

    გოლი არ უნდა გაუშვათ ისე უნდა მოვიგოთ. ტოტენჰემი არ არის საღადაო გუნდი და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ტრამვები ხო ჩვენი წყველაა რამდენი წელია უკვე (სხვაგან არ გამიგია ესეთი რაოდენობით ტრამვიანობა).მოკლედ ფორზა ჯუვე

  7. ლექსო ანთია says:

    როგორც ალეგრის შემთხვევაში მგონია რომ კლუბი ქმნის მას პრესტიჯულ მწვრთნელად ზუსტად ასე გერმანიის ნაკრები და იუვე უფრო მეტს აძლევს ხედირას ვიდრე პირიქით

  8. ლექსო ანთია says:

    ხედირა რომელ კომპონენტშია ძალიან მაგარი თუ ამიხსნის ვინმე გამიხარდება.სტანდარტულებს ვერ ასრულებს.სტანდარტზე თავით იშვიათად მინახავს მისი მოგებული,პოზიციას ვერ არჩევს და ამ სეზონშიც გავუშვით ამისგამო გოლები.ძალიან მაგარი ჩამშლელი არაა რომ მისი ართმეული ბურტებით ვიწყებდეთ შეტევას,გრანდებთან იკარგება,მემგონი არ ვამეტებ ,მართლა თუ არ დაგეზარებათ ამიხსენით რა აქვს გამორჩეული

  9. არაანონიმური says:

    მკვდარ სასუოლოსთან თუ რამდენიმე პასი გააკეთა არ ნიშნავს იმას რომ ლიგაზე ტოტენჰემთან უნდა ითამაშოს აუცილებლად. მეც ბენტაკურზე ჩამოვდივარ ფსონს არაა მარკიზა მზად 90 წუთი ითამაშოს. ლიგა კი ისეთი ტურნირია 100% მზად უნდა იყო

  10. ლექსო ანთია says:

    ფიორენტინასთან არცერთი ნახევარმცველი არ ფრინავდა მაგრამ ხედირა უსუსტესი იყო იმათგან,ვერცერტი ორთაბრძოლა ვერ მოიგო და პოზიციას ის ვერასდროს არჩევდა კარგად,მარკიზიოს მარტო გამძლეობით ჯობია და ეს არაა არავისღვის უცხო,ალეგრის გარდა როგორც ჩანს.ბენტანკური კი მართლაც საუცხოო შენაძენია

  11. Del_Piero Del_Piero says:

    ბარძალი ვერ იქნება. ტრავმა აქვს. დე შილო-ბენატია-კიელო-სანდრო იქნება დაცვა. ხედირა-პიანკა-პრინცი (თუ გადაღლილი არაა) ნახევარდაცვა და კოშტა-იგუ-მანჯუ თავდასხმა.

  12. ტრიდე says:

    უნდა მოვიგოთ უეჭველი თუ გვინდა გავცდეთ ტოტენჰემს

  13. juve_10 Juve_10 says:

    Tlanqi mandzukichioo tlanqma mandzukichma tu relas sezonis sauketeso goli sheutlmqa… da ara ertxel gamwara sxvada sxva gunedibi totenhemi vin chemi kokolaa ro ver sheugdos.. msuqna pipita kide krifas fromas mgoni. Mara bernas akvs bevri sabazroo))) da dayenebs kidevac londonel ymawvilebs….

  14. Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

    ბერნას დააყენებს ფლანგზე, დაცვაში ბერნა ჯობია კოსტას, ალეგრი ხო მაგის მიხედვით არჩევს შემტევებს, ვინ უკეთესია დაცვაში :chuvak:

  15. ანონიმური says:

    მკვდარი 0-0 ეს თამაში მსუქანი იგუანი და ტლანქი მანჯუკიჩი არაფრის გამტანები არ არიან,კოშტა თუ გაიბრძოლებს რაღაცას ან შემთხვევით გოლს თუ გავიტანთ კუთხურიდან ან ჯარიმით

  16. Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

    ფიორესთან მარკიზიო ხედირასაც ჯობდა და პიანიჩსაც, 60 წუთში მეტი პასი გააკეთა ვიდრე ხედირამ 90 წუთში, ჩაჭრაზე და პრესინგზე ლაპარაკიც არაა, მაგ კომპონენტები კაი ხანია ამოღებული აქ არსენალიდან ხედირას, მარკიზიო თუ არ დააყენა სასტავში მე არაფერს ვიტყვი, ტოტენჰემი გასცემს საკადრის პასუხს…

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .