ალეგრის მატჩის შემდგომი კომენატრი

„ფეხბურთი საკმაოდ უცნაური თამაშია, შესაძლო 3:0 ანგარიშის მაგივრად, შეიძლება ტაბლოზე 2:1 აღმოჩნდეს, ან შესაძლო 3:1 ნაცვლად, 2:2. ლონდონში ფინალის დონის შეხვედრა გველის. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ვინმე დეპრესიაში ჩავარდეს ამ მატჩის შედეგის გამო. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ 4:0 მოვიგებდით, ასე ნამდვილად არ ხდება. 3 წელიწადში 2-ჯერ ფინალში თამაში, რა თქმა უნდა, ზოგიერთი გულშემატკივრის აზროვნებაზე და დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს.

არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ გამოვიდოდა მინდორზე. საერთო ჯამში გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, ორ ბურთიანი სხვაობითაც დავწინაურდით, მეორე ტაიმიც გაცილებით კარგად ვითამაშეთ, ვიდრე მოწინააღმდეგემ. „ტოტენჰემი“ კარგია გუნდია და როცა ლონდონში ჩავალთ, რა თქმა უნდა, მეტი წნეხის ქვეშ ეცდებიან მოგვაქციონ. ისინი გაკვირვებულნი დარჩნენ მატჩის დასაწყისში ჩვენი თამაშით და შედეგით და იძილებული შეიქმნენ სათანადო და დროული რეაგირება მოეხდინათ. უკან დავიხიეთ, რადგან ვინგერებს უკან დახევა მოუხდათ მოწინააღმდეგის გამოფხიზლების გამო. სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი ლონდონში უნდა გადაწყდეს.  

მე არ მითხოვნია გუნდისთვის უკან დახევა, ეს უბრალოდ „ტოტენჰემმა“ გვაიძულა და ეს მოხდა 25-ე წუთის შემდეგ, რის შემდეგაც ვეღარ მოვახერხეთ თამაშში კარგად დაბრუნება. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ოცნებაა და მიზანი, მაგრამ რთულია აქ გამარჯვება. ვფიქრობ, რომ ხალხმა შეფასებისას ობიექტურობა დაკარგა. რა თქმა უნდა „იუვე“ ყოველთვის გამარჯვებაზე თამაშობს, მაგრამ ამ ტურნირში ფავორიტები არ არიან. არ არის ყოველ წელს ფინლაში გასვლა გარანტირებული.

მჯერა რომ ბიჭები საუკეთესო სეზონს ჩაატარებენ. მაგრამ მაწუხებს ის, რომ ხალხი ბოლომდე ვერ აფასებს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების მასშტაბებს. ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოა, რაც სახუმარო და იოლი საქმე ნამდვილად არ არის და ამის შემდეგი მიზანია, რაც შეიძლება შორს გასვლა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.

„იუვეც“ და „ტოტენჰემიც“ ამბიციური გუნდები არიან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ერთი ნაბიჯით უკან ვართ, ვიდრე „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „რეალი“. აქვე დავამატებდი „პსჟ-ს“ და „მანჩესტერ სიტის“ “- განაცხადა ალეგრიმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

248 კომენტარი

  1. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ნამდვილად ასეა
    იუვეს სტილი არასოდეს ყოფილა 15ე წუთიდან ანგარიშის შენარჩუნება ან ჩაკეტვა ამას ეტაპობრივად აკეთებდნენ ყოველთვის. პირველ ტაიმს იგივე ტემპში ჩამთავრება და მეორეში ნელ ნელა თამაშის ჩაკეტვა და ასე ანგარიში იყინებოდა ანუ რა ანგარიშითაც მთავრდება პირველი ტაიმი 70% მაგ ანგარიშით მთავრდებოდა თამაში ან რომელიმე კონტრატაკაზე კიდევ 1 გოლი გაგვქონდა.აი გუშინ ერთი ადგილი მივეცით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

  2. Maradona73 says:

    forza bianconeri,

    იუვეს სტილი არაა 75 წუთი საკუთარ საჯარიმოსთან დგომა. თუ კატენაჩოს გულისხმობ, მაშინ პრესინგი ცოტა ზემოთ უნდა დაიწყოს და არა შენს საჯარიმოში სდიო კეინების ნაირებს.

  3. Maradona73 says:

    ტოტენჰემს აქეთ უნდა უტიო და აპრესინგო და ნაწილებად იშლება.

    ამათ კიდევ თამაშის სადავეები გადააბარეს საკუთარ მოედანზე, მერე კიდევ ვეღარ მოატრიალეს იმიტომ რომ ყველა შემტევი პირველ ტაიმში გამოიყვანა ამ თავხლემ.

    • არაანონიმური says:

      მარადონა აქ ყველაზე უფროსი ფანი ხარ მგონი და შენტან ერთი კიტხვა მაქვს,თვლი თუ არა რომ იუვეს სტილი და ფილოსოფია ძირძველად არის შესაცვლელი? თვლი თუ არა რომ იუვე თავის იგროკებს ვერ იყენებს სწორად და გუნდს ჭირდება მუდამ სეტევაზე დაგეშილი მწვრთნელი? ეს ტაქტიკა ალეგრის არ დაუნერგია ტრაპატონიც ამ კატენაჩოს აწვებოდა,იუვეს ტამაში ჩარჩენილია 70 იან წლებში,სიახლეა საჭირო სიახლე და ახალია ხალგაზრდა იდეებიტ სავსე მწვრთნელი.

      • Maradona73 says:

        მუდამ შეტევაზე დაგეშვა არაა საჭირო მეგობარო. თამაში რამდენიმე ფაზად უნდა დაიყოს წესით. ანუ აგრესიული რეჟიმი და პასიური რეჟემი ძალების აღსადგენად.

        ანუ 5-10 წუთიანი 3-4 ფაზა მაინც უნდა დაგეგმო სწორად გააჩნია ვის ხვდები და შინ თუ გარეთ.

        რა თქმა უნდა სათამაშო სქემაც და ძირითადი შემადგენლობაც ისე უნდა დააყენო რომ თავგზა არ აუბნიო თვითონ ფეხბურთელებს.

        • არაანონიმური says:

          ეგ ხომ მარა აი გვარდიოლას მაგრად ახატია ვინაა მეტოქე და სად ტამაშობს ,ყოველთვის პირველ ნომრად ათამაშებს სიტის და აგრძნობინებს ლუბოი მეტოქეს რომ აქ თვითონაა მეფე. აბა მეტოქემ თუ შიში შეგატყო დაგახურავს ტავზე ყველაფერს.

          • Maradona73 says:

            მაშინ პიანიჩის, მარკიზიოს, ხედირას, და თითქმის მთელი გუნდის მაგივრად სხვა ფეხბურთელები უნდა გყავდეს თორემ მთელ სეზონს ლაზარეთში გაატარებენ.

            შესაბამისი ფიზმომზადების და ტექნიკის ფეხბურთელებია საჭირო მაგისთვის.

  4. Maradona73 says:

    გუშინ არანაკლები ხლეობა მოხდა ვიდრე ფინალში.

    ტოტენჰემთან განმეორებით თამაშამდე აღარ ვაპირებ იუვეს ყურებას და თუ ტოტენჰემს ვერ გავცდით კიდევ სეზონის ბოლომდე აღარც ვუყურებ სანამ მწვრთნელს არ შეცვლიან.

    არ შეიძლება ესე თამაში სახლში არავისთან, მითუმეტეს ტოტენჰემთან. იუვეა გრანდი თუ ტოტენჰემი წადი და გაარკვიე ეხლა გუშინდელი თამაშიდან და ბურთის ფლობის პროცენტიდან გამომდინარე …

    მაინც ფორცა იუვე!

    ალეგრიმ თავისი კომპეტენტურობა უნდა დაამტკიცოს უემბლიზე, თუ არა და დაახვიოს აქედან.

  5. Maradona73 says:

    თამაშის ბოლოს რომ ბურთის ფლობას შევხედე შემრცხვა კაცობას გეფიცებით.

  6. Maradona73 says:

    ალეგრის კრიზისი აქვს აშკარად და არასწორ დავალებებს აძლევს ფეხბურთელებს.

    ეხლა რამდენიც არ უნდა თქვას თამაშის წინ არ დამირიგებია 2-0-ზე დაცვაში ჩადეგითო, ეგ სიმართლე ვერ იქნება.

    ამ კიელოს კიდევ რას არბენინებს წინ ვერ გავიგე ამ ბოლო დროს. რა უნდოდა იქ სადაც ბურთი დაკარგა.

    ან ბერნარდესკის ლატერალად გამოყენება რაღაა???

    იტოგში მე ალეგრის ვაბრალებ, ვოტ ტაკ. :mrgreen:

  7. Maradona73 says:

    3 საყრდენით უნდა ეთამაშა ალეგრის, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. მარკიზიო ან ბეტანკური უნდა დაეყენებინა მესამედ.

    შემდგენლობა ვნახე თუ არა ეგრევე დაუფიქრებლად მეტობა დავწერე, იმიტომ რომ ჯერ ერთი მთელი წელი 4-3-3 სქემას ვუბერავთ, მეორეც ეს იყო ვაბანკი – ან დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, ან საერთოდ ვერა.

  8. Davit83 says:

    Dzlieri isaa vinc dzlier dartymas aitans da shemdeg tviton dartyavs dzlierad. Ase rom me vtvli rom juve dzlieria da dzlieratac dartyavs. Forza juve :forza:

  9. ანონიმური says:

    ეხლა ყველა უმეტესობა ტოტენჰემს მიიჩნევს გასულად,ზუსტად მაგ დროს დაიქუხებს სინიორა
    მიყვარს ეს გუნდი
    Forza juveeeeee

  10. არაანონიმური says:

    ისე ახლა წარმოიდგინეთ რომ ვთქვათ იუვემ გუშინ 2-0 მოიგო. ხომ იცით უკვე ლონდონში როგორ ითამაშებდა? ყრუ დაცვა ბურთის ფლობა 80-20% და 4-0 ს დაადებდა ტოტე. ახლა კი იუვეს ერთადერთი გზა აქვს უნდა შეუტიოს და მინიმუმ 2 გოლი გაიტანოს . ასე რომ რაღაც დადებითია მაინც

  11. Davit83 says:

    Cuxel totenhemis naxevar mcvelebma bernadeski da xedira shechames da gaqres moednidan, sul 3 jer gamochnda bernadeski. Verc burts icherdnen da verc artmevas aketebdnen. Alegric damnashavea tavidan gamixarda bernadeski rom dayena turme sturaro unda daeyenebina radgan uketesad gamoiyureboda.

  12. ანონიმური says:

    იმედია შემდეგ სეზონში ხედირას აღარ დავინახავთ

  13. ანონიმური says:

    მოკლედ წყევლაა ჩვენს თავს ასეთ მნიშვნელოვან მატჩში წამყვანი მოთამაშეების არყოფნა

  14. juventinoo10 juventinoo10 says:

    იმედია გავალტ,ლიგა თUვერ დადო იუვემ დროა უკვე ალეგრე შეიცვალოს რა, ეგ სკუდეტო სკუდეტო, 20 ცელი რო არ ითამაშოს იუვემ სერია აში მაინც ვერავინ დაეცევა მაგ სკუდეტოებით

  15. Davit83 says:

    Gasagebia cuxel koshmari iyo magram gavalt shemdeg etapze, radikalurad sxva juves naxavt londonshi. Fexburtshi rom yvelaferi logikurad da gegmis mixedvid xdebodes ar iqneboda aseti saintereso magari mosacyeni gaxdeboda.

  16. AD10 says:

    დღესდღეობით ტოპ 3 მწვრთნელი ვინაა თქვენი აზრით? 1.გვარდიოლა2. ჰაინკესი. 3. ზიდანი

  17. juventinoo10 juventinoo10 says:

    არც ანჩელოტი იკნებოდა ცუდი, გმერთიტ გაათრევან ამას ნაკრებში და დანიშნავენ ანჩელოტის

  18. AD10 says:

    ბუფონს რაც შეეხება! ბაიერნთან თამაში გაიხსენეთ რა გოლები გაუშვა და ყველამ ჩამოწერა და გადაობდა … მე არ მჯერა წლის საუკეთესო მეკარე რამდენიმე თვეში ჩამოწერო … პენალტი რომ აიღო და ერთი კარგი სეივიც რომ გააკეთა ხომ იყო უბერებელი . რეალურად იუვეს არ ყავს ის შემადგენლობა და ის მწვრთნელი რომ ლიგა მოიგოს სამწუხაროდ .

  19. mezeldera mezeldera says:

    როგორ მინდა ზიდანის ხილვა კვლავ იუვეში მაგრამ ალბათ ღრმა მოხუცებული ,რომ იქნება მერე თუ დაბრუნდება

  20. AD10 says:

    გუშინ რასაც ქვია არ გაგვიმართლა მაგრამ მოწინააღმდეგეს რომ აძლევ უფლებას თავზე დაგაჯდეს ან ლამაზი გოლი გავა ან უაზრო ან ვინმე შენი დაუშვებს შეცდომას . ბურთი უნდა აკონტროლო და სახლში მაინც უნდა იყო პირველ ნომრად იუვენტუსი რომ გქვია და წინა წლის ლიგის ფინალისტი ხარ

  21. AD10 says:

    მართლა მაგარი უთავმოყვარეო კაცია ! მოწინააღმდეგემ რომ გაიძულა ვთქვათ უკან დახევა ვისი ბრალია მერე ეგ

  22. juventinoo10 juventinoo10 says:

    ბოფონს არც არავინ არაპერს ერჩის მაგრამ ხოუნდა მიხვდე რო დაბერდი

  23. juventinoo10 juventinoo10 says:

    ყველაზე უთავმოყვარეო მცვრთნელი გვყავს მსოფლიოში

  24. არაანონიმური says:

    მე პირადად ბუფონს არაფერს ვერჩი მაგრამ სეზონის ბოლოს თუ არ წავიდა უკვე მაგარ ღორობად ჩაეთვლება.ახლა ევრო 2022 ზე მოუნდება თამაში ის რეკორდი მინდაო ეს რეკორდი მინდაო ეგოისტობაა ეს უკვე დაუთმე ახალგაზრდებს ადგილი სანამ წამოგაყვირებენ არ მიდიხარ სახლშიო?

  25. Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

    კარგი თამაში აჩვენაო,მიდი და არ აგინო დე დის სანათესაო ამ ცუციკ ყლ.ეს :blin:

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .