ალეგრის მატჩის შემდგომი კომენატრი

„ფეხბურთი საკმაოდ უცნაური თამაშია, შესაძლო 3:0 ანგარიშის მაგივრად, შეიძლება ტაბლოზე 2:1 აღმოჩნდეს, ან შესაძლო 3:1 ნაცვლად, 2:2. ლონდონში ფინალის დონის შეხვედრა გველის. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ვინმე დეპრესიაში ჩავარდეს ამ მატჩის შედეგის გამო. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ 4:0 მოვიგებდით, ასე ნამდვილად არ ხდება. 3 წელიწადში 2-ჯერ ფინალში თამაში, რა თქმა უნდა, ზოგიერთი გულშემატკივრის აზროვნებაზე და დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენს.

არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ გამოვიდოდა მინდორზე. საერთო ჯამში გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, ორ ბურთიანი სხვაობითაც დავწინაურდით, მეორე ტაიმიც გაცილებით კარგად ვითამაშეთ, ვიდრე მოწინააღმდეგემ. „ტოტენჰემი“ კარგია გუნდია და როცა ლონდონში ჩავალთ, რა თქმა უნდა, მეტი წნეხის ქვეშ ეცდებიან მოგვაქციონ. ისინი გაკვირვებულნი დარჩნენ მატჩის დასაწყისში ჩვენი თამაშით და შედეგით და იძილებული შეიქმნენ სათანადო და დროული რეაგირება მოეხდინათ. უკან დავიხიეთ, რადგან ვინგერებს უკან დახევა მოუხდათ მოწინააღმდეგის გამოფხიზლების გამო. სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი ლონდონში უნდა გადაწყდეს.  

მე არ მითხოვნია გუნდისთვის უკან დახევა, ეს უბრალოდ „ტოტენჰემმა“ გვაიძულა და ეს მოხდა 25-ე წუთის შემდეგ, რის შემდეგაც ვეღარ მოვახერხეთ თამაშში კარგად დაბრუნება. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ოცნებაა და მიზანი, მაგრამ რთულია აქ გამარჯვება. ვფიქრობ, რომ ხალხმა შეფასებისას ობიექტურობა დაკარგა. რა თქმა უნდა „იუვე“ ყოველთვის გამარჯვებაზე თამაშობს, მაგრამ ამ ტურნირში ფავორიტები არ არიან. არ არის ყოველ წელს ფინლაში გასვლა გარანტირებული.

მჯერა რომ ბიჭები საუკეთესო სეზონს ჩაატარებენ. მაგრამ მაწუხებს ის, რომ ხალხი ბოლომდე ვერ აფასებს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების მასშტაბებს. ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოა, რაც სახუმარო და იოლი საქმე ნამდვილად არ არის და ამის შემდეგი მიზანია, რაც შეიძლება შორს გასვლა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.

„იუვეც“ და „ტოტენჰემიც“ ამბიციური გუნდები არიან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ერთი ნაბიჯით უკან ვართ, ვიდრე „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „რეალი“. აქვე დავამატებდი „პსჟ-ს“ და „მანჩესტერ სიტის“ “- განაცხადა ალეგრიმ მატჩის შემდგომ ინტერვიუში.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

248 კომენტარი

  1. R24 says:

    პიანიჩით ვერ მოიგებ რას ჰქვია, პიანიჩი ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ნებისმიერ გრანდში ძირითადს ითამაშებს სადაც არ უნდა წავიდეს. აბა ვინ მოგაგებინებს ლიგას… კაცი კრეატივი და კლასია მარა ორ ნახევარმცველიან ტაქტიკაში მაგისგან პიტბულობასაც რო ითხოვს ხალხი ეგაა შედომა. ალეგრი საერთოდ ვერ იყენებს მაგ კაცის შესაძლებლობებს. აბა კაზემირო-კროოსი ან პოგბა-ვიდალი აქეთ-იქიდან დაუყენე და მერე ნახეთ თუ არის მოდრიჩზე ან ვინმეზე ნაკლები. პიანიჩი კი არაა პრობლემაა, სხვები არ არიან მაგ დონის და ეგ. მატუდი-ხედირათია რთული მოგება თორე პიანიჩი თავის საქმეში ერთერთი საუკეთესოა.

  2. არაანონიმური says:

    სერია ა რომ დაჩაჩანაკებულია ეს ძველი ამბავია.მაგრამ ნუთუ ლიგა 1 და ბუნდესლიგა უფრო მაღალი დონეა მათი კლუბების ფეხბურთელები ლიგაზე რაკეტასავით რომ დაქრიან? საფრანგეთში არის ერთი გუნდი პსჟ რომელიც მეჩებს და დიჟონებს ინელებს მაგრამ ლიგაზეც საკმაოდ კარგად ყომარობს. იუვეს კი რა ჭირს ძლივს მოძრაობს მოედანზე. ან ფიზ მომზადების მწვრთნელია შესაცვლელი ან ბებრები არიან და ვეღარ დარბიან.

  3. Del_Piero Del_Piero says:

    აუ რა პანიკაა. სიმართლეს ამბობს ალეგრი და ცდილობს რო წნეხი მოხსნას ფეხბურთელებს. ძაან აპასნი გუნდია ტოტენჰემი მაგრამ აქვს იუვეს ის რესურსი რო მოუგოს გასვლაზე. თუ დიბო და მატუიდი ფირმას აღიდგენენ მანამდე, საერთოდ გადავუვლით. ალეგრიმ კი არ დახია გუნდი უკან, პიანიჩი გადაკეტეს ინგლისელებმა და მცველბსაც მაგრად აპრესინგებდენ. ბურთი ვერ ამოგვქონდა დაცვიდან და დაიხია გუნდმა უკან. ტელევიზორთან რო ზიხარ მარტივია რჩევების მიცემა. ოდნავ რომ გაგვმართლებოდა შეიძლევა 4-0 მოგვეგო ეგ თამაში, მაგრამ რაც გამოვიდა ეს არის და მეორე თამაში უნდა მოვიგოთ. გულშემატკივრებს უნდა ჯეროდეთ საკუთარი გუნდის და გვერდში უდგნენ ყველა სიტუაციაში. ბარსას რო ბურთი დაახია თავზე მაშინ მაგარი იყო ალეგრი და ახლა უცებ ფარჩაკი გახდა? :forza:

  4. არაანონიმური says:

    კიდევ იტყვით პიანიჩით ლიგას ვერ მოიგებ გაძლიერება არის საჭიროო? ბაზარი არაა საჭიროა მაგრამ პსჟ ს ნეიმარი კავანი ბამპე ყავს და რატომ ვერ იგებს ლიგას? იმიტომ რომ ყველაგერს სასიკეთოდ გამოყენება ჭირდება კარგსაც და ცუდსაც. ვერავინ დამაჯერებს მილნერ-ჰენდერსონს პიანიჩი-მატუიდი არ ჯობია,მაგრამ რად გინდა….

  5. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ემერი ალეგრისთან ახლოსაც ვერ მივა.ბარსელონასთან რა ქნა კიდე მსაჯების შეცდომებიც იყო მანდ მაგრამ მაინც.ემერი ვაფშე ნაგავია.

  6. ანონიმური says:

    აი რა ემართება მწვრთნელს როდესაც შენარჩუნებაზე აკეთებს აქცენტს და თან ვისთან რეალთან ტოო. გაგყავს კავანი და მცველი მუნიე შემოყავს არ გაიშვას ემერის და ალეგრის ვალენტინობა :lool:

    • ანონიმური says:

      კავანი იმიტო გაიყვანა რო ტრავმა ქონდა , წინა ტურიც გამოტოვა ) ზუსტად რო შენარჩუნებაზე არ უთამაშია , მცველი გამოიყვანა და მბაპე გადავიდა კავანის პოზიციაზე ) ალვეში კიდე წინ აიწია ) არაფერი დიდი არ შეუცვლია და არნაირი ანგარიშის შენარჩუნება მანდ არ ყოფილა ) როგორ იყო ანგარიშის შენარჩუნება როცა რეალმა ბოლო 2 გოლი კონტრშეტევაზე გაუტანაა ))))))))) უბრალოდ პარიზი არის ჩაჯმული , ძაან სუსტი ფსიქოლოგიის გუნდია ) ეგ თამაში არ იყო წასაგები არანაირად ) რეალზე უკეთ ითამაშეს და ბოლოს ჩაიჯვეს ) სახლში გადაუვლიან პენალდუებს )

  7. Giobua says:

    რა ტემპით თამაშობენ, როგორ იხსნებიან, როგორ ჩქარ კონტშეტევებს აკეტებენ… მარსელო ტრ..ს იხევს ისე დარბის და ისეთი ტემპით ერთვება შეტევებში…

    ჩვენები? 11 კაცით საკუთარ ნახევარზე თამაშობენ. :blin:

  8. Trezeguet ტრეზეგოლ says:

    მაინც იჩინა მსაჯის შეცდომამ თავი და მაინცდამაინც რეალის სასარგებლოდ, ნეტა რატომ. პენალტი არ დაუდეს პესეჟეს

  9. juve vinci per noi Juve vinci per noi says:

    Amis zombi ddsh.. gundinor pass ver aketebs isedac da manjukichi yavs flangze yvelafers acherebs risi gacherebac sheidzleba tipi mdzrevelebis xelshia juve

  10. alex-97 Delpieronedved says:

    She qatami utavmkyvareo mwvrtvnelo , ras qvia baierns da reals chamorchebi rato mere, shemadgenloba arafrit naklebi gyavs , shen xar mshishara prosta da dzalit klav jins gundshi

  11. ანონიმური says:

    ისე ამათ ფონზე რა სვარკას ვთამაშობთ ჩვენ და რას ვცოდვილობთ… რა ცენტრი ყავს ერთს თუ მეორეს და ჩვენ კიდევ ხედირაააა :blin:

  12. Trezeguet ტრეზეგოლ says:

    ვერ გავიგე ლო სელსო მოისყიდეს თუ მსაჯი :chuvak: რატო აჩუქა პენალტი?

  13. Trezeguet ტრეზეგოლ says:

    არა ნეიმარი მოვლენაა რა. ალბათ მართლა ღირს 220 ლიმონი

  14. ანონიმური says:

    ნაინგოლანი-ჰამშიკი-ვიდალი
    ეს ცენტრი გვინდოდა გუშინ :wow:

  15. Di Francesco # 1 CONTE # 1 says:

    არეოლა, ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, ბერჩიჩე, ვერატი, რაბიო, ლო ცელსო, კავანი, ნეიმარი, მბაპე

    ამ შემადგენლობაზეა გადარეული ნახევარი ევროპა? :lool:
    ამ სასტავს იუვეს სასტავი ბურთს გადაახევს თავზე, ნორმალური მწვრთვნელი რო გვყავდეს

  16. Mojji says:

    Es gasashvebia treneri roca amis laparaks iwyebs ro gundi sustia miwaze daveshvat liga ocneba damtavrda mand amis ambicia. Totenhemze susti shemadgenlobagvyavs chven?? Romeli rgolia zlieri chvenze. Da rato unda iyo sul meore nomeri.

  17. ანონიმური says:

    ლონდონში მოვიგებთ 0:2
    თითო ტაიმში თითო გოლი.
    თამაში უნდა აკონტროლოს იუვემ და ბურთი უნდა დაუჭირონ და არაფერი გუნდი არაა დიდი

  18. Maradona73 says:

    რეალისტ, დღემდე მომყვება ტოტენჰემი-სიტის თამაშის შტაბეჭდილება.

    ლონდონში მთელი 90 წუთი ეთამაშა პრესინგს ტოტენჰემის ნახევარზე, სასწაული რამ იყო.

    ჩვენებს მაგის ფიზმომზადების ნახევარიც არ აქვთ, რაც სიტის აქვს.

    ამიტომ იუვესთვის ეკონომ რეჟიმი ჩართვა პერიოდულად აუცილებელია, მაგრამ არა ისე როგორც გუშინ ქნეს.

  19. ფიცხელა says:

    კაროჩე კაზემიროს სტილის ნახევარმცველი გვჭირდება

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .