ალექს სანდრო: “ჩვენ ვიცით, როგორ დავამარცხოთ “ტოტენჰემი”

uv_rUNNv6E0

ალექს სანდრომ შეაჯამა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა…

“ჩვენ ვალდებულნი ვართ კონცენტრაციის მაღალი დონე შევინარჩუნოთ როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ მზად ვართ. დერბის პოზიტიური განწყობით ვხვდებით, ამ თამაშისთვის ბოლო რამდენიმე დღე ვემზადებოდით.

ფრე “ტოტენჰემთან” ნეგატიური შედეგი არ არის, ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, როგორც მოწინააღმდეგემ. ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვისაა სიძნელეები, მაგრამ ახლა ჩვენ მივდივართ ლონდონში, რომ გავიმარჯვოთ, და ჩვენ ვიცით, თუ როგორ გავაკეთოთ ეს.

მე იშვიათად გამაქვს თავით და როდესაც “ტორინოს” გავუტანე ასე, თავი გადასარევად ვიგრძენი. ასეთ რუტინულ რამეებზე ვარჯიშებზე ვმუშაობთ, ახლო ძელის ჩაკეტვაზე და ეს კარგად გამოგვდის. მინდა ხშირად გამქონდეს გოლები, და მინდა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გავიტანო.

“ტორინო” კარგად აპრესინგებს, ისინი ძლიერები არიან ფიზიკურად და ჰყავთ ძლიერი ფეხბურთელები, როგორიცაა ნიანგი, ფალკე, რინკონი. ტომასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ახლა ერთად არ ვთამაშობთ, მაგრამ ისევ ერთ სახლში ვცხოვრობთ. ჩვენ ხშირად გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ამ კვირაში სჯობს არ შევხვდეთ.

დიბალა წვრთნებს დაუბრუნდა, ეს საშუალებას მოგვცემს ავწიოთ გუნდის დონე. გონსალო იგუაინი ექსტრაორდინალური თავდამსხმელია, რომელსაც მომავალ დერბიში ერთი,ორი, სამი გოლის გატანა შეუძლია.

სავსებით ნორმალურია, რომ ფეხურთელებს ზოგჯერ ფორმის ჩავარდნა ახასიათებთ, მაგრამ მე არასდროს დამიგდია ყური ჩემი წასვლის ჭორებზე. მე ყოველთვის მუშაობაზე ვიყავი კონცენტრირებული და მხოლოდ “იუვენტუსზე” ვფიქრობდი. მე ჯერ კიდევ ორი წელი მაქვს კონტრაქტი. თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ და ჩემი ახლანდელი ფორმით კმაყოფილი ვარ. ჩემი მიზანია – მოვიგო ყველაფერი “იუვენტუსთან” ერთად, ასევე მინდა ადგილი მოვიპოვო ნაკრებში და მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრო.”

 

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

36 კომენტარი

  1. ფიცხელა says:

    დღეს იმენა ტოტალიზატორის დე და გავხიე, მერდამაც თუ მოიგო ჩემ ბედს ბონუჩიც არ დაყეფს

  2. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ნაპოლიმ რაო ევროპალიგა მკიდიაო ხო :lool: კიდევ ერთხელ დაწყდებათ გული ტურინში თუმცა სხვა თამაშებშიც სუნი აუვათ.

  3. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ფეხბურთი ასეა შეიძლება შემდეგ წელს ისევ იგივე სასტავით შევხვდეთ ტოტენჰემს და ბურთი გადავახიოთ.რომც გავარდეთ არაფერი იცვლება მაგით ჩვენზე უკეთეს გუნდად მაინც არ ჩავთვლი.ტაქტიკის ამბავია ტაქტიკის რატო არ გჯერათ.გავალთ შემდეგ ეტაპზე ნახავთ :) ყოველშემთხვევაში ბევრად უკეთესად ვითამაშებთ.ალეგრის დაცვას არ დავიწყებ მაგრამ დარწმუნებული ვარ მიხვდა თავის შეცდომებს.ლაციოს ვხვდებით ლიგის წინ მგონი არა? ტფუ შეიძლება ლაციო ისევ გადაგვირჩეს :lool: :loool:

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .