ალეგრი ბონავენტურას ითხოვს

zLIwbz5Cg6c

როგორც Il Messaggero იუწყება, ალეგრიმ ზაფხულში ჯაკომო ბონავენტურას დამატება მოითხოვა…

“იუვენტუსი” აგრძელებს ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ფიქრს. ემრე ჯანის ტურინში გადასვლას, როგორც აგენტი ამბობს, ოფიციალური გამოცხადებაღა აკლია. ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა ჯეკ უილშირზე, რომელსაც “არსენალთან” კონტრაქტი ეწურება და მაროტა, როგორც ჩვევია, მზადაა ფეხბურთელს ხელსაყრელი კონტრაქტი შესთავაზოს. ასევე იყო ლაპარაკი “რეალის” ვარსკვლავის მარკო ასენსიოს ინტერესზე, რაც თვითონ ფეხბურთელმაც დაადასტურა, მაგრამ პრობლემა გამოსასყიდ თანხაშია რომელიც 700! მილიონს წარმოადგენს…

ახლა კი გაჩნდა ცნობები, რომ ალეგრის ბონავენტურა მოსწონს და ხელმძღვანელობას სთხოვა ზაფხულში გადმოიყვანონ “მილანის” ნახევარმცველი. “ატალანტას” ყოფილი ფეხბურთელის საბაზრო ფასი 20-25 მილიონ ევროა, რაც პრობლემა არ იქნება “იუვენტუსისთვის”. საქმეს ისიც აიოლებს, რომ მისი აგენტი მინო რაიოლაა,  რომელსაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს ტურინთან და თუ მილანის პრობლემებს გავითვალისწინებთ, საქმე ნამდვილად მოგვარებადია.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

16 კომენტარი

  1. AD says:

    რა მაგრად გავს :DD ამ ხარახურა ხალხს სად პოულობს ნეტა :D

  2. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    რა კარგი სტატიაა მილანის ფანებთან საკამათოდ ოღონდ პივები დაგვჭირდება ორივე გუნდის ფანებს :lool: :lool: :lool: :lool:

  3. mamuka19 says:

    ემრე ჩანი ზაფხულში იუვეს ფეხბურტელი იქნებაოო.

  4. ALLENATORE ALLENATORE says:

    ალბათ ხედირა მობეზრდა რა ალეგრის ) თან ეს ჯაკომოც სიმპათიური ჩანს უფრო პახოდუ გავს ალეგრის :D:D:D:D აჰაჰაჰა )))) ეხ მაქს მაქს )) :D:D

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .