შეშლილი მაქსი:”ბედნიერი ვარ რომ ასეთ გუნდს ვწვრთნი”

შეშლილი მაქსის გადაწყვეტილებებმა მეორე ტაიმში სასურველი შედეგი გამოიღო და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იასპარეზებს:

“ჩვენი ბიჭები და საერთოდ კლუბი აპლოდისმენტებს იმსახურებენ იმისა გამო, რასაც ბოლო წლების მანძილზე აკეთებენ.. დღეს, იუვემ პრესტიჟული გამარჯვების მოპოვება შეძლო ისეთ დიდებულ არენაზე როგორიც უემბლია.

ველოდებოდით საჭირო მომენტს, გამოვიჩინეთ მოთმინება და სრულიად დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ. ვფიქრობ, ორი მატჩის ჯამში ნამდვილად დავიმსახურეთ 1/4 ფინალში ასპარეზობა.

პირველ ნახევარში ბევრს ვცოდავდით.. ბურთს ხშირად ვკარგავდით და მეტოქე სახიფათო იერიშებს ახორციელებდა. მსგავსი გადაცემებით გუნდს ფაქტიურად ორ ნაწილად ვხლიჩავდით..

თუმცა, მეორე ნახევარში გაცილებით დაბალანსებულად ვმოქმედებდით და მეტოქეს უფრო მჭიდროდ ვეთამაშეთ. ბიჭებმა შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიეს.

ცვლილებები მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ მოედანზე განსხვავებული მახასიათებლების ფეხბურთელები იყო საჭირო.. ასამოა საკუთარი გადაცემებით და საიმედო ასპარეზობით, რომელსაც მთელი კარიერის მანძილზე უდაოდ არ აფასებენ სათანადო დონეზე.. ლიხტშტაინერმა ხედირასთან ერთად არაჩვეულებრივად ითამაშა.. ფლანგებზე დაღლა დაგვეტყო და ამისათვის საჭირო გახდა გადაწყობა.. მეტად უნდა გაგვეშალა ხაზი და მეტოქისთვის თავისუფალი ზონები საბოლოოდ გადაგვეკეტა.

იგუაინმა სულ რაღაც ორი ვარჯიში გამართა ამ შეხვედრამდე.. დიბალას სრულფასოვანი დაბრუნება კი მხოლოდ ლაციოსთან შეხვედრაში მოხდა.. ახლა მთავარია ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდნენ და დანარჩენებმა ფორმა მოკლე დროში დაიბრუნონ.. წინ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის შინაურ ასპარეზზე, რომელიც ყველაფერს გადაწყვეტს.

იყო თუ არა ეს ტაქტიკური გამარჯვება? მატჩს ფეხბურთელები იგებენ.. მე კი უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ ასეთ დიდებულ გუნდს ვწვრთნი”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

15 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    იმედია მეოთხეთფინალში უკეთესად ვითამაშებთ თორე ამ თამაშით ბევრს ვერაფერს მივაღწევთ

  2. Juve28 says:

    იმედია მეოთხეთფინალში უფრო უკეთესად ვითამაშებთ

  3. david-a6 დათო says:

    ალეგრი გააკეთა ორი ზამენა და ეგრევე ორი გოლი ))))))) ეხლა ალეგრიმ უნდა აგინოს ისინი ვინც ამ საიტზე ლანძღავდა სულ….

  4. დათკა says:

    გადაგვირბენდა არა კვატი ) წინაზე ტოტენჰემი რა მაგარი გუნდიაო და ახლა იუვე რომ გავიდა ფანები ისევ იუვეს აგინებენ ) რანაირი ხალხი ხართ.. დღეს მოხდა იმენა კლასიკა გუნდით რომლის უმეტესობა ტრავმების გამო ფორმაში არაა.. აბა გვყოლოდა ყველა და სკამიც შესაბამისი მერე რას ილაპარაკებდით ) თუმცა ეგ უაზრო კრიტიკა ჭეშმარიტ ქომაგს არ აინტერესებს ) მთავარია გავედით და გავედით ალეგის გენიალური ხოდებით ) ეს არის ფაქტი!

  5. ანონიმური says:

    გაგვიმართლა თუ გამოგვიმართლა, ეს იყო კლასი. გუნდის თამაშის ხარისხი შეიძლება არ ვარგა, მაგრამ მთავარია შედეგი.
    გილოცავთ

  6. ლექსო ანთია says:

    კლასის ხარჯზე მოვიგეთ და მთელმა მსოფლიომ ნახა.თუმცა აშკარა იყო რომ ალეგრი ტაქტიკურად უფრო ძლიერია(თუმცა პოჩეტინოს სტილი ქებას იმსახურებს)ალეგრის რაც შეეხება უბრალოდ ცინიკურად იყენებს პეხბურთელების შესაძლებლობების ნახევარს როცა შეუძლია დომინანტი იყოს ევროპაში სამ მოწინავე გრანდთან ერთად

  7. Mojji says:

    Gasagebia moviget mara ara es tamashi rasac vtamashobt. Ar vici vis sheizleba moswondes eseti anti fegburti gagvimartla paktia. Da totenhemi iyo rac ar unda kai formashi iyos totenhemia sxvastan zalian gagvichirdeba

  8. ტრიდე says:

    ალეგრი აგვიხდინე ოცნება დადე ლიგა

  9. პიერჩიკა says:

    კლასი არ ეყო ტოტენჰემს, სხვა გრანდი გადაგვირბენდა, რა გვიხარია ჰომ არ იცით?

  10. პიერჩიკა says:

    სიტი,რეალი ბარსა,ბავარია, ასეთი თამაშით გადაგვირბენდა…. დღევანდელი დღეს უბრალოთ გაგვიმართლა რომ, ტოტოენჰემს კლასი ა ეყო. ესაა სრული სიმართლე

  11. აკულა says:

    იუვე იუვე იუვე ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია

  12. ანონიმური says:

    ვერ ვიძინებ,ეიფორიაში ვარ კიდე.ფორცა იუვეეეეეე

  13. ანონიმური says:

    მაქსმა ლიგა რომ დადოს… ლიპის და ტრაპატონის გაუთანაბრდება რაც ოქროს ასოებით შესვლას გამოიწვეს ისტორიაშიიი…მერე კონტეეე ვისგა გაახსენდებაა ალბათ იუვე1 :lool:

  14. ანონიმური says:

    ერთიი ლიგა დადე ძმურად დააა ზე დონის მწვრთნელი იქნები

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .