ბარძალი:”სონმა სისხლი გამიშრო”

საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა ანდრეა ბარძალიმ რომელიც სონის წინააღმდეგ ასპარეზობისას აშკარად ბევრი თავისტკივილი აიკიდა:

“ასაკი? არ დაგიმალავთ და მისგან ზეწოლას ნამდვილად ვგრძნობ.. თუმცა, მთავარია ფიზიკურად და სულიერად თავს კარგად გრძნობდე.

ჯერჯერობით სამწვრთნელო სესიას თავს კარგად ვართმევ.. გავდივარ შესაბამის პროცედურებს და სხვებს ამ კუთხით არ ჩამოვრჩები.

როდესაც ეს ყველაფერი უკვე დიდ პრობლემად შემექნება და თავს ვეღარ გავართმევ, კარიერის დასრულების თაობაზე განცხადებას მომენტალურად გავაკეთებ.

დიახ, სეზონში 60 თამაშისთვის მზად ნამდვილად არ ვარ, მაგრამ საჭირო მომენტში მზად ვარ გუნდს დავეხმარო და კითხვებს მინდორზე გავცე პასუხი.

მქონდა თუ არა პრობლემები ტოტენჰემის წინააღმდეგ? რამდენიმე მოთამაშის წინააღმდეგ ასპარეზობისას, მაქსიმალურად ცდილობ მათ მოგუდვას.. ფლანგზე უდაოდ გადავიღალე, მაგრამ ცენტრში შედარებით იოლი გახდა..

თუმცა, მინდა გითხრათ სონის წინააღმდეგ არაერთი მცველი გადაიღლებოდა. იგი მინდორზე 2000 კმ/სთ-ით დაფრინავდა.. მეორეს მხრივ თავადაც უფრო უკეთ შემეძლო თამაში”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

6 კომენტარი

  1. kaxa-zizu kaxa-zizu says:

    სონი კარგია გეთანხმებით,მაგრამ ერიკსენი უფრო ჭირდება იუვეს და თუ მაგის ყიდვაზე იჩალიჩებენ მაგარი იქნება.

  2. ანონიმური says:

    ბარძალის დიდი პატივისცემის მიუხედავად ერთ ეპიზოდში მაგრა ბნძურად ითამაშა სონის წინააღმდეგ.მაგრა გავბრაზდი მაგ მომენტში,ვერ ვიტან ეგეთ რამეებს.

  3. ტრიდე says:

    აბა

  4. ანონიმური says:

    ისე იუვეს დახატავდა სონი :up:

  5. მაქს says:

    :chuvak: :chuvak: შე ბარძაღლო მართლა, რაიყო კინაღამ ფეხი რომ მოამტვრიე :lool: :lool:

  6. ცრუღმერთი says:

    მართლა კაი ბიჭია სონი… იმენნა მატარებელია ტიპი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »