ტაკინარდი:”ზიდანი ფენომენალურია”

ბიანკონერის ექს შუახაზელი ალესიო ტაკინარდი ყოფილ თანაგუნდელზე – ზინედინ ზიდანზე საუბრობს:

“ვფიქრობ, რომ ზიდანი – მწვრთნელი, უფრო დიდია ვიდრე ზიდანი – ფეხბურთელი, რადგან მოთამაშეს ასეთი თვისებებით ბუნებამ დააჯილდოვა.

მას არ ესაჭიროებოდა რაიმე სახის მითითებები.. უბრალოდ დგებოდა, გადიოდა და თამაშობდა ისე, როგორც ბავშობაში.

ფეხბურთელობისას, უფრო მეტად ჩაკეტილი და მორიდებული იყო.. მაგრამ გახდა თუ არა მწვრთნელი, როგორც ჩანს ხასიათი უფრო მკაცრი გაუხდა, რადგან იყო რეალის თავკაცი და ამდენ ვარსკვლავს ხელში იჭერდე იოლი ნამდვილად არ არის.

ზიდანი ტაქტიკურადაც ძლიერია და მუდამ პოულობს გამოსავალს. დიახ, ფენომენალურია და სიმართლე გითხრათ ამას რომ ვიტყოდი ვერასოდეს წარმოვიდგენდი.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .