კიელინი: “ესპანელები ყოველთვის ფავორიტები არიან”

ტურინელთა მცველი ჯორჯო კიელინი მოახლოვებულ დაპირისპირებას ეხმაურება…

ტურინის იუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, მადრიდის რეალთან გასამართი მატჩის წინ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა:

“ესპანელები ყოველთვის ფავორიტები არიან. სიტი და ბაიერნიც კარგად გამოიყურებიან, თუმცა ბარსას და რეალს რაღაც უფრო მეტი აქვთ..

წაგებული ფინალები, რა თქმა უნდა, მტკინვეულია. წელს სურვილი გვაქვს რაიმე უფრო განსაკუთრებული და დიდებული შევქმნათ..

რონალდო? ბოლო წლებში კრიშტიანომ თამაშის სტილი შეცვალა. მისი სიძლიერე მისივე სურვილებიდან მოდის. მას სურს იყოს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე და ამჟამად მესისთან ერთად ის ერთ-ერთი საუკეთესოა..

რამოსი? ის მსოფლიოს საუკეთესო მცველია, მისი თამაშის ყურება მართლაც სიამოვნებაა, მაგრამ ესპანელებს ასევე ყავთ პიკე, რომელსაც პუიოლთან ერთად გაზრდის პატივი ხვდა..

ევროპის სუპერ ლიგის შესახებ – პატარა გუნდების პატივისცემის მიუხედავად, იუვეს გულშემატკივრებს მათ წინააღმდეგ რეალის, იუნაიტედის, ბარსელონას და პსჟ-ს ხილვა სურთ. წარმოიდგინეთ კვირა დღე იუვე-რეალთან, სიტი-ბარსასთან და ატლეტიკო ლივერპულთან ერთად..

სუარესი? მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა სიამოვნება იქნებოდა. უდიდესი ფორვარდია. სიამოვნებით გავუცვლიდი მაისურს.”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. valojuve77 says:

    აქ ძაან ქება დიდება აქვს ალეგრის კარგი მწვრტნელია მარა არა ჩემპიონი რაც შეეხება ტოტენჰემთან უბრალოდ ძალიან გაუმართლა თორე ყველა ასპექტში წააგო პოჩეტინოსთან

  2. Vega Vega says:

    ერთი კითხეთ ამ კაცს პიანიჩის ჩანაცვლებას როგორ აპირებს მარკიზათი ან ბენტათი? ბოლოს როდის ითამაშეს ამათმა? თუ მარკიზათი აპირებდა ჩანაცვლებას მილანთან დაეყენბინა დაიქცეოდა ქვეყანა?

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »