კიელინი:”პატივისცემა არ ნიშნავს, რომ მათი დამარცხება არ შეგვიძლია”

წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე შეშლილ მაქსთან ერთად ჯორჯო კიელინიც იმყოფებოდა:

“მილანთან დაპირისპირება იყო შინაურ ასპარეზზე მიმდინარე მძიმე ბრძოლის მორიგი რაუნდი.. ხოლო რეალთან შეხვედრა სულ სხვაგვარი მოვლენაა.. დიახ, ეს იმ დონის მატჩია, რომელზეც თითოეული ფეხბურთელი ოცნებობს და მოტივაცია თავისთავად ამაღლებულია.

რევანშის წყურვილი ჩვენს თავებში არ იჯდება.. მან შესაძლოა უარყოფითი ეფექტი უფრო მოახდინოს ვიდრე დადებითი.. კარდიფში არის კარგი და ცუდი ეპიზოდების მოგონებები.. თუ კიდევ ერთხელ გვსურს ლიგის ფინალში გასვლა, მაშინ აუცილებლად მოგვიწევს ასეთი დიდი გუნდების დამარცხება, როგორიც რეალია..

მადრიდელთა მიმართ დიდი პატივისცემით ვართ სავსე, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათ დამარცხებას ვერ შევძლებთ.. პატივისცემა მნიშვნელოვანი თვისებაა და იგი ყველა ჩვენი მეტოქის მიმართ გაგვაჩნია.

რონალდუ ყველას და ყველაფერს უტანს.. რეალი მხოლოდ ის არ არის, მაგრამ პორტუგალიელი წლიდან წლამდე ყველას აოცებს საკუთარი შრომისმოყვარულობით. დიდი შეცდომა იქნება, რომ მხოლოდ მის შეჩერებაზე ვიფიქროთ.. განსხვავება წაგებასა და გამარჯვებას შორის, იქნება საკმაოდ მინიმალური.

კარდიფისგან განსხვავებულ დაპირისპირებას ვიხილავთ, ჯერ მარტო იმიტომ რომ იგი 180 წუთი გაგრძელდება.. უელსის შემდეგ იუვე ცოტათი შეიცვალა, ხოლო რეალი თითქმის არა.. ვიცით, რომ რეალმა შეიძლება გარკვეულ პერიოდში გვაგრძნობინოს, რომ მოედანზე ჩვენ ვდომინირებთ, თუმცა ასევე სწრაფად მოახდინოს მომაკვდინებელი დარტყმა”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

7 კომენტარი

  1. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    როგორც იქნა ამ ნამეტან თავდაბლობას შეეშვნენ! აუ იცი ძლიერი გუნდია და აუ ასე და ისე უნდა ვქნათ. თქვი რა თავპირს დაუნგრევთ და მორჩა.როცა შენი თავის შესაძლებლობის არ გჯერა არც სხვა დაიჯერებს. იმიტომაც გამოდიან ტოტენჰემები და მონაკოები და ბაქიბუქობენ იუვენტუს გამოვაგდებთო.

  2. Forzaitalia says:

    სალამი ყველას. დიდი ხანია საიტს ყურადღებას ვადევნებ თუმცა ახლა დავრეგისტრირდი. წარმატება მინდა ვუსურვო დღეს ჩვენს გუნდს. ალბათ სეზონის თამაშს ატარებს. აუცილებლია რევანში!!!!!!

  3. Dato777 says:

    Imena damacyda nervebi bliad

  4. acmilan3 acmilan3 says:

    კომპიუტერში მიწევს ყურება და იქნებ მირჩიოთ სად ვუყურო myvideo ჭედავს

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »