იუვენტუსი – რეალი (ფაქტები)


მართალია მსაჯის სასტვენის შემდეგ სტატისტიკა მეორე პლანზე გადადის, თუმცა ფაქტების გახსენება ყოველთვის ამძაფრებს მოახლოვებულ შეხვედრებს…

აქამდე ჩემპიონთა ლიგის და ჩემპიონთა თასის ეგიდით, იუვენტუსი და რეალი ერთმანეთს 19-ჯერ დაუპირისპირდნენ: 9 გამარჯვება რეალის სასარგებლოდ, 8 ტურინელთა აქტივში. 2-ჯერ გუნდები ერთმანეთს დაუზავდნენ.

ბოლოს გუნდები ერთმანეთს, კარდიფში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადაეკვეთნენ, სადაც ესპანელებმა მეტოქე 4-1 დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგის ტიტული.

მადრიდელებს შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეცამეტედ გავიდნენ, რაც სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.

იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში ნახევარფინალში გასვლა 7-ჯერ შეძლო, რაც იტალიურ კლუბებში ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. მასზე მეტი მხოლოდ მადრიდის რეალს(12), ბარსელონას(11) და მიუნხენის ბაიერნს აქვს(10).

1962 წლის შემდეგ(რეალმა 1-0 იმარჯვა ტურნში) იუვენტუსი საკუთარ მოედანზე მადრიდელთა წინააღმდეგ არასდროს დამარცხებულია (1 გამარჯვება, 1 ფრე)

მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 23 მატჩია გოლს იტანს: 60 გოლი 23 შეხვედრაში (2.6 გოლი საშუალოდ)

კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსს ყველა შეხვედრაში გაუტანა(5 მატჩში 7 გოლი). პორტუგალიელს ამაზე მეტი მხოლოდ ბაიერნის კარში აქვს გატანილი(9 გოლი)

რონალდო ერთადერთი ფეხბურთელია ვისაც ტურინელთა კარში 5 გოლი აქვს გატანილი. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, სხვა არცერთ მოთამაშეს არ აქვს 4-ზე მეტჯერ ტურინელთა კარი აღებული.

ევროტურნირებზე იუვენტუსმა ბოლო 25 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (ბაიერნთან). მოიგო 15 და ფრე ითამაშა 9-ჯერ.

გონსალო იგუაინმა მიმდინარე გათამაშებაში უკვე 5-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. მისი რეკორდი ასევე 5 გოლია(2016/17 წლების სეზონში)

მატჩში, რომელშიც გონსალომ გოლის გატანა შეძლო გუნდი არასდროს დამარცხებულა: 19 შეხვედრა( 15 გამარჯვება, 4 ფრე), მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ პატრიკ კლიუვერტს აქვს: 25 შეხვედრა ( 23 გამარჯვება, 2 ფრე)

ჯანლუიჯი ბუფონს(115 შეხვედრა) შანსი აქვს 50-ჯერ შეინახოს კარი მშრალად. მხოლოდ 2 მეკარეს აქვს მსგავსი მიღწევა: ვან დერ საარი(96 მატჩი), იკერ კასილასი(148 მატჩი)

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

11 კომენტარი

  1. giorgi_shengelia says:

    მთავარია გონივრულად ვითამაშოდ და დავუმტკიცოთ რეალს რომ გამარჯვება ჩვენია დაე ღმერთმა მოგვაგებინოს დღეს
    ამინ

  2. giorgi_shengelia says:

    მთავარია გონივრულად ვითამაშოდ და დავუმტკიცოთ რეალს რომ გამარჯვება ჩვენია დაე ღმერთმა მოგვაგებინოს დღეს
    ამინ

  3. მაქს მაქს says:

    ჰაჰა მადრიდზეც ჩამკვდარია სასტავი :chuvak: შიშის ზარმა დასცა ხალხს

  4. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    თქვენი არ ვიცი და იგუაინმა რო შეაგდოს კრიშიდან გადავხტები :lool: ბენზემანს და ზიდანს უნდა დაანახოს კლასი!

  5. Dato777 says:

    Chemi azrit alegri flangebs datvirtavs naxevar dacvashi chidils azri ar aqvs resursis xarjva iqneba tu centris dakavebaze daicyo alegrim brdzola davmarcxdebit ( mechveba eg gaketos) duglash koshta da dibala unda daitvirtos flangebidan da centrshi maqsimalurad xistad itamashon, dacvam rom shecdoma ar unda daushvas agar unda laparaki.

  6. Dato777 says:

    Urtulesi tamashi iqneba, mechveba lamazi tamashi iyos magram dadzabuloba piks miagcevs, ucxouri gamocemebi bentakurs ufro upiratesobas adzleven dziritadshi vidre markizios, es iqneba momentebis tamashi da yvela shesadzlo momenti unda gamoviyenot 60% momentic ki unda gamoviyenot tu gvinda shedegis migceva, tu momentebi gavaniavet davisjebit

  7. დათო ჯიშკარიანი დათო ჯიშკარიანი says:

    ფაქტი შევმატოთ მატჩის შემდეგ: იგუაინმა ყოფილ გუნდს სამი გოლი გაუტანა :forza: :chuvak:

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .