ბუფონი:”თუ ერთმანეთისთვის ყველაფერს გავიღებთ, მაშინ..”

ბუფონის მიზანია, რომ მადრიდული არენა მისმა თანაგუნდელებმა მაღლა აწეული თავებით დატოვონ:

“ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა რონალდუ ყველაზე მრავალმხრივი მოთამაშე, რადგან საკუთარი დიდი კარიერის მანძილზე არაერთ მოთამაშესთან ერთად მიასპარეზია.. თუმცა, ფაქტია პორტუგალიელი ნამდვილი მებრძოლია, რომელიც არანორმალური რაოდენობით იტანს გოლებს..

ამ მატჩის შემდეგ სიამაყის გრძნობა უნდა დაგვეუფლოს, მიუხედავად იმისა თუ რა მოხდა პირველ დაპირისპირებაში.. ეს თითოეული იმ მოთამაშის ვალია, რომელიც ამ მაისურს ატარებს.

ისტორიას თუ გადავხედავთ, მაშინ საოცარ “ქამბექბს” წავაწყდებით.. იმისა თქმა მსურს, რომ ცხოვრებაში თითოეული ჩვენთაგანი უნდა იხწვოდეს, რაიმე ექსტრაარორდინალურის გაკეთებისკენ.. ეს დამატებითი მოტივაციაა, რომ ბერნაბეუ დადებითი შეგრძნებით დავტოვოთ.

დიახ, ჩვენ ეს გვჭირდება.. ასეთ დიდებულ სტადიონზე ბრძოლა, რომ თავი მათ საფეხურზე ვიგრძნოთ.. თუ ამას შევძლებთ, იქნება დიდი ბედნიერება და აღნიშვნა.. თუმცა, იქამდე ბევრი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

თუ შენ მზად ხარ საკუთარი გუნდელისთვის მსხვერპლი გაიღო.. დადო ყველაფერი რაც გაგაჩნია, მაშინ მატჩი იმ კუთხით წარიმართება, რასაც არავინ ელის..

მანამ სანამ ტურინულ დაპირისპირებაში 11 ფეხბურთელით ვთამაშობდით, სურათი თანაბარ ჭრილში იმყოფებოდა.. დიახ, როგორც კარდიფში, აქაც არ გაგვიმართლა, მაგრამ ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით წითელ ბარათამდე. ასეთი ინციდენტები, რომ თამაშზე ზემოქმედებს, ახალი არავისთვის არის”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. david-a6 david-a6 says:

    ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით წითელ ბარათამდე ჯიჯი მართალია, დიბალამ ჩასვარა თამაში. გუნდს ლიდერი არ ყავს რომ თავზე აეღო თამაში. ადრე ნედვედი დელპიერო + ტრეზეგეს გადამწყვეტი გოლები. სასტავი ნახეთ ვისი იმედი უნდა გქონდეს?

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »