მე ვამაყობ ჩემი იუვენტუსით!

უკანასკნელი რამდენიმე საათის მანძილზე არაერთი კომენტარი წავიკითხე.. ზოგი კარგი, ზოგი ცუდი:

რეალობა ისაა, რომ ბრაზი არის ყელში გაჩხერილი და აი ვერაფრით ვერ ხდება მისი მონელება.. 93 წუთზე პენალტის დადება ეპიზოდში, როდესაც გუნდი საოცარ და ნამდვილად ეპოქალურ ქამბექს აკეთებს, უბრალოდ დანაშაულია და მეტი არაფერი! ბუფონის რეაქცია და სიტყვები რეალობას გვაჩვენებს.. ფეხბურთი გვიყვარს ისეთი როგორიც იყო რეალი იუვენტუსი 90 წუთამდე და არა ის რაც მერე მოხდა.. როდესაც ბერნაბეუზე პენალტს უდებ სამეფო კლუბს! არა 100%-იანს ერთი შეხედვით! იგივეს ხომ არ დადებდა რეალის კარში? რატომ ცდებიან ყოველთვის მათ სასარგებლოთ? რატომ არ დადებს პენალტი კუადრადოზე ტურინულ მატჩში? ასე უეფა ფეხბურთს გვაზიზღებს.. ეს არ არის სამართლიანი სპორტი! ეს არის სირცხვილი და მე ვამაყობ ჩემი იუვენტუსით!

რეალობა ასეთია.. იუვენტუსი ჩავიდა სამი ბურთის აღმოსაფხვრელად.. ალეგრიმ ტაქტიკურად ზიდანს მასტერკლასი ჩაუტარა! ეს მათ გასაგონად ვისაც ალეგრის გაგდება უნდა იუვედან! ამ კაცმა გვაჩვენა რას წარმოადგენს, როგორ შიფრავს თამაშს და რა შედეგს აღწევს არსებული რესურსით! შეშლილი არის უკონკურენტო დღევანდელ დღეს საკუთარ საქმიანობაში! ის რომ რეალის მწვრთნელი ყოფილი გუშინ და ზიდანი პირიქით ჩვენსკენ, დარწმუნებული ვარ მშვიდად და წყნარად მოუგებდა იუვეს 4-0!

ჩვენ უნდა ვიამაყოთ ბევრი ფაქტორით! გუნდმა მოუგო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს, მისსავე მოედანზე 1-3! და მხოლოდ იმიტომ ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე, რომ ინგლისელ არბიტრს “დაეზარა” დამატებითი 30 წუთის განსჯა.. თურმე(ბევრ კრიტიკოსს ფანს მივმართავ) იუვესა და რეალს შორის განსხვავება ისეთი დიდი არაა როგორც გეჩვენებათ.. ან მეჩვენებოდა.. თურმე, ჩვენ არაჩვეულებრივი ფეხბურთელები გვყოლია.. ყველა! არამარტო იტალიელები! ყველა ლეგიონერი ვინც გუნდია არის ნამდვილი მამაკაცი!

დიახ, თუ წიგნს და წესებს გადავიკითხავთ ფაქტია რომ პენალტი ყველაფერზე იდება.. ანუ ვგულისხმობ კონტაქტს საჯარიმოს ფარგლებში.. მაისურზე დაქაჩვა, შეხება მხარზე და ასე შემდეგ.. მაგრამ ამ შემთხვევაში ვტყუი როცა ვიძახი, რომ უფრო უხეშზეც რიგ ეპიზოდებში თვალები დაუხუჭავთ? რატომ? იმიტომ რომ მსაჯი არის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ეპიზოდში იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ეპიზოდის სცენარიდან გამომდინარე.. ადამიანის კონკრეტული ქმედებიდან გამომდინარე.. დიახ, მექნება საფუძველი ვთქვა რომ იყო მიკერძოებული მსაჯობა.. შეიძლება მთელი მატჩის მანძილზე არა, მაგრამ ეს ხომ საჭირო არ იყო იდეაში? 3-0 რომ გუნდი მარცხდება თავიდანვე სულში ვერ ჩააფურთხებ.. ბოლოსაც შეიძლებოდა და ასეც გააკეთეს სამწუხაროდ.. აქ მარტო იუვე კი არა იტალიას ჩააფურთხეს, რაზეც ანიელიმაც ისაუბრა მატჩის ბოლოს..

იცით რა გამიხარდა? ბევრმა ისეთმა მომწერა რომლებიც ფეხბურთს არ უყურებენ.. მითხრეს, რომ იუვეს თამაშს უყურეს და ეს იყო ნამდვილი მამაკაცებისთან დაკომპლექტებული გუნდი! სევდიანი იყო ეპიზოდი როდესაც მეკარე გააძევეს.. ეს იყო საცოდაობა, რაც იუვენტუსს დამართეს.. მეამაყება რომ ამ გუნდის ქომაგი ვარ! 1 000-ით მოზარდი უყურებდა გუშინ თამაშს და მწამს ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ, თუ რომელ გუნდს უნდა უქომაგონ მომავალში!

ეს ნახა ყველამ.. მთელმა იტალიამ! დაე ყოფილიყოს იტალიური ფეხბურთის საერთაშორისო დაბრუნების საწყისი! ამოვიდა ყელში იტალიური კლუბების ჩაგვრა! დაე გვენახოს სუპერთასსზე რომაული ფინალი! იტალია დაბრუნდება და ძალიან მალე! იუვენტუსი კი ლიგის თასს აღმართავს ახლა უკვე გაასმაგებული სპორტული აგრესიით!

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

94 კომენტარი

  1. Dato777 says:

    “იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ “რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი მსაჯის მაიკლ ოლივერის გადაწყვეტილებით გაკვირვებული არ არის.

    “ეს სიურპრიზია? შარშან იგივე “ბაიერნმა“ განიცადა, ახლა – ჩვენ“, – ციტირებს კიელინის Football Italia.

    “იუვე“ “რეალთან“ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა.

    Martals ambobs

  2. ALLENATORE ALLENATORE says:

    რამოსი ისე ნახევარი გუნდია )) მაგის გარეშე დაცვა არ არსებობს )) ალეგრი მართალს ამბობდა 0-2 მაინც წაგვეგოო )) მას შემდეგ რაც 0-1 ზე რამოსს ყვიტელი უჩვენეს ტურინში და გასაგები იყო მადრიდში ვერ ითამაშებდა უფრო წკვიანურად უნდა გვეთამაშა ))

  3. Del_Piero Del_Piero says:

    უეფას წესებით თურმე არ შეიძლება რომ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იჯდეს, რაც გუშინ გააკეთა რამოსმა. იასნა ეგენი თვლიან რო ყველაფრის უფლება აქვთ და ალბათ არც შეიმჩნევდა უეფა, მაგრამ ალეგრიმ რო მიასხა ბოლოს, ეგ მოხვდა მატჩის რეპორტში და შეიძლება მოუწიოთ რო კიდე დისკვალიფიკაცია მისცენ.

  4. juve-10 juve-10 says:

    ჯიჯის კომენტარი იყო ყველაფრისმთქმელი… ესეთ დროს, ესეთ თამაშში როგორ შეიძლება 30 წამით ადრე საკამათო პენალის დანიშვნაა! ესეთებს ხან ნიშნავენ ხან არა. რო არ დაენიშნა მაშინაც ვერავინ ვერ გაამტყუნებდა, იმიტო რო ბურთს მოარტყა ფეხი თავიდან ბენატიამ სანამ გაიშხლართებოდა ვასკესი. თვითონ მსაჯის გადასაწყვეტი იყო და გადაწყვიტა, რო იუვესთვის ნახევარფინალი წაერთმია და მსოფლიოსთვის კიდე 30 წუთი დიდი ფეხბურთის ყურება)) მოკლედ, ცოტა მეტი მაყუთი რო იხარჯებოდეს, თავისუფლად დავამხობდით ამ ესპანელების ჰეგემონიას რაა

  5. Del_Piero Del_Piero says:

    ალეგრის დადგმული სცენარი იყო რო შორ ძელთან უნდა ჩაეწიდებინათ მანჯუზე. დიშილიომ 2ჯერ უაზროდ რო ჩააწოდა მე17 წუთზე შეცვალა. არ მეგულება სხვა ტრენერი ვინც ამას გაბედავდა. ტაქტიკურადაც დაუკეტა თამაში. უტევდა იუვე მარა დაცვაშიც კარგად იდგა. კუადრადო იმიტო არ შემოიყვანა რო ფორმაში არაა და ვინ უნდა შეეცვალა. მანჯუს, იგუს და კოშტას გაყვანა არ შეიძლებოდა გუშინ, მოიშლებოდა შეტევა. გუშინაც იჩინა თავი უსკმობამ, არ გვყავდა სკამზე არავინ ვინც თამაშს გააძლიერებდა. ეს ბირთვი უნდა შევინარჩუნოთ და რამდენიმე პოზიცია გავაძლიეროთ. პიანიჩს ძაან დიდი როლი აქვს ალეგრის სქემაში და პირველ თამაშში რომ ყოფილიყო სულ სხვა ფეხბურთი იქნებოდა. გვჭირდება მისი ზამენა, იმედია ბენტანკური გაქაჩავს.

  6. Dato777 says:

    Vidali ra kacia bavarias tamashze ijda da juves tamashs uyurebda. Uechveli chartymuli hqonda papai chacha :lool:

  7. Dato777 says:

    ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ალესანდრო დელ პიერომ, ,,რეალთან” გამართულ მატჩზე ისაუბრა:

    ,,სიტყვები არ მყოფნის… ,,იუვენტუსი” ისტორიულ მომენტს უახლოვდებოდა, დამატებით დროს მხოლოდ 30 წამი აშორებდა. ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა ლაპარაკის უნარი დამაკარგვინა. საკამათო ეპიზოდი იყო, მსაჯები ხან ნიშნავენ თერთმეტმეტრიანს, ხანაც კი არა.

    ბუნებრივია, არბიტრის გადაწყვეტილებამ შესაბამისი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ არასდროს არ მინახავს, ბუფონს რაიმე ასე გაეპროტესტებინა. ჩემი აზრით, ოლივერს ჯიჯი არ უნდა გაეგდო. ამ მეკარის სიდიადე ტურნირის საზღვრებს სცილდება.” – დელ პიეროს სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.

  8. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    აუ მარადონა სად დაიკარგა ,მოდი რა ძმურად რამე დაწერე

  9. სვანჩიკა says:

    გუშინდელი არ დაძინების მერე ეხლა ჩამეძინა ცოტა და ავდექი და ვნახე თქვენი კონენტარები რეალისტ—–ძმაო დაანებე თავი რატო იშლი ნერვებს???რას უმტკიცებ ერთი თუ ჩემი ძმა ხარ,შენ კიდე დიფრანჩესკო—–კაი რაა მართლა კაი რააა რა კალიარიდან და მილანიდან გაგდებული რა ნერვებზე თამაშობ კაცო გუშინ შენი თვალით არ უყურე რა ხდებოდა სტადიონზე???გუშინ შენი თვალით ვერ ნახე ვინაა ალეგრი???რა არის ეს შენეული ფილოსოფია გინდა შემოგვთავაზო თუ რა პონტია მართლა ვერ ვხდები თუ ძმა ხარ ერთი რაა შეეშვი ამ გაღიზიანებას ხალხის მართლა გულრწფელად გეუბენი გუშინ როგორი თამაშის მერე რა მწვრთნელზე მელაპარაკები როცა მართლა მო…ნა ბერნაბეიუს დ..ს პრ…ჭი ზუსტად იმ ალეგრიმ ვისზედ სენ საუბრობ რაა ითუ ობიექტური ხარ იმაზე რაზე არ საუბრობ ცენტრში შენი ნაგინები ხედირა და მატუიდი რომ ფრინავდნენ?იმაზე რაზე არ საუბრობ რომ მტელი გუნდი როგორც ერთიანი მექანიზმი ისე მუშაობდა???რა არის ეს წინა თამაში აე იყო იმის წინა ასე ალეგრის დამსახურებაა ზუსტადაც ის რაც მოხდა ალეგრის დამსახურებაა ის შედეგი გუშინ რაც დაიდო იმ ბიჭებთან ერთად ვინც მოედანზე იყვნენ

  10. ALLENATORE ALLENATORE says:

    ძალიან ცუდად ვარ ))) ეს რა გააკეთა ამ ბო%ზის გაზრდილმა ინგლისელმა სირმა )) ასეთი ცუდი წაგება არ მახსენდება ) ანიელიმ თქვა იტალიურ გუნდებს ჩაგრავენო რაც აშკარაა !! მაგათი უეფა დედა ვა%ტირე მე . ბარსა რომაზე საერთოდ რა გაკეთა არბიტრმა ) ტიპმა იავნად დაინახა რო ფეხში ჩაარტყეს რომას ფეხბურთელს საჯარიმოში და არბიტრი დამდგარი ფიქრობდა ჯარიმის დანიშვნაც არ უნდოდა ))) ლაციოსაც ზალსბურგთან სასწაულები გაუკეთეს @@ ეს რა ხდება ? )) იტალიელები არიან სულ ეფაში და მსაჯების კორპუსში უფროსები და რა ჩემ ს%ირს აკეთებენ ? @@@ სამარცხვინო რაღაცეები ხდებაა ))) რეალტან თამაში რო შეილება მაგას დიდი ხანია ვწერდი )) თურმე შეილება მოდრიჩი კაზემიროს მოედნიდან გაქრობა ?? მატუიდიმ რა თამაში ითამაშა ? ტიპი უმაგრესი იყო )) სამივე გოლზე საჯარიმოშI შეირბინა და ცენტრ ფორვარდის ადგილას იდგა ) რამხელა უპირატესობა იყო ცენტრში სამი ნახევარმცველით რომელებიც იდეალურად ავსებდნენ ერთმანეთს ))) ალეგრის სულ რო უმაგრესი ტაკტიკოსი უწოდოთ მაგის სინდისზეა ტურინში წაგება 0-3 , ეს გუშინაც გამოჩნდა ძაან მაგრად თუ რა დიდი შეცდომა დაუშვა ალეგრიმ ჯერ კარდიფში მერე კიდე ტურინში როცა 2 ცენტრალური ნახევარმცველით ეთამაშა რეალს )))) იმედი მაქვს გაკვეთილი იქნება ეგ !! და უფრო ძLიერი იუვე იქნება მომავალში )) ამ ბო%%ზის გაზრდილ რეალს კიდე ვერ ვიტანდი ვერსადროს მაგრამ ეხლა უკვე მეზიზღება ყველგან და ყველასთან მაგათ წაგებას ვუგულშემატკივრებბ !!! სამარცხვინო გუნდი , სამარცხვინო ფეხბურთელებით და სამარცხვინო გულშემატკივრებით !!!!! 90 % მაინც ყველა არა რა თქმა უნდა !!!!

  11. pintu-ricchio pintu-ricchio says:

    ეს დელპიერო რამ გაასულელა, რა კომენტარებს წერს, ბუფონის განცხადება გამიკვირდაო და წინა თამაშის კვადრადოს საპენალტე მომენტი არ უნდა ეხსნებინაო და ა.შ.
    შეახსენოს ვინმემ, რომ ორ რაუნდიანი ეტაპია და ორი თამაშს მნიშვნელობა აქვს…
    მოკლედ, შარშან ბაიერნს უქნეს იგივე, წელს იუვეს. უკვე დიდი მაფიაა ფეხბურთში.
    და გამართლება იმით, რომ ფეხბურთი ადამიანების სპორტია და მსაჯიც ადამიანია და შეიძლება შეცდეს არის სისულელე… ადამიანი რომ არის მსაჯიც, სწორედ ამიტომ შეიძლება რომ მიკერძოებული იყოს.
    თან ინგლისელი მსაჯია, მანდ ორთაბრძოლები მოსულა და აქ რაზე დადო პენალტი…
    კაპიტანი მსაჯთან საუბრის გამო გააგდო. დისკვალიფიცირებული რამოსი რომ ჩავიდა სათადარიგო სკამზე და ალეგრის ებლატავა, ეგ 5-მა მსაჯმა ვერ დაინახა?

    დასანანად წაგვაგებინეს. ბრავო ბიჭებს, ბრავო ალეგრის.

    რეალის ადგილას, პენალტს განზრახ გავმაზავდი, და მერე 10 კაციან იუვეს დამატებით 30 წუთში მოვუგებდი… სადაა ის “ვაჟკაცი” და “სამართლიანი” ზიდანი, მატერაცის რომ თავი ჩაარტყა და კაცობაზე რომ დებდა თავს?
    ეგეთი რაღაც დელპიერომ გააკეთა, ინტერის წინააღმდეგ, როცა ჩათვალა რომ უსამართლო პენალტი დაუდეს იუვეს. გააგორა ბურთი და არ გაიტანა განზრახ პენალტი.

    :forza:

  12. Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

    ზიდანს როგორ ეცინება მომენტი არ მინახავსო რო იზახის :)))) დაჟე უეფას სამსაჯო კომიტეტის წევრებმა ეს რა ყლ…ობა ქნა მსაჯმაო :დ მარა რეალის ბალეშიკს რას დააჯერებ :))

  13. gela gela says:

    ერთი სათხოვარიმაქვს ვინმემ დამილინკეთ სად შეიძლება კარიკატურები ვნახო რონალდოზე ოქროს ბურთის ნაცვლად უნიტაზი რომ ეკავოს ხელში მდზღნერიანი

  14. gela gela says:

    ასეთი თამაშის შემდეგ უბრალოდ საწყენია ის შედეგი რაც დაფიქსირდა გავა წლეები და ვიღაც ღლაპი გამოვა და რეალის ფანივარო და დაგიწყებს რაღაცის მტკიცებას

  15. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    რა ლე გუნდიცაა თავისი ფანებიანად ისეთი მეკარე ყავთ, და ზუსტად მაგის გადასაფარავად ყავთ თავისი სუდიები

  16. დათო ჯიშკარიანი დათო ჯიშკარიანი says:

    მეტი პატივისცემა მეგობრებო ერთმანეთის მიმართ. ასეთი ტკივილი ვნახეთ გულშემატკივრობის კუთხიდან და ჯობია ერთმანეთს მოვეფეროთ, იმის ნაცვლად რომ ნერვებზე ვეთამაშოთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .