ალეგრი:”ბუფონი ყველასათვის მისაბაძია!”

სამპდორიასთან წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე ალეგრის რეალთან დასრულებულ დაპირისპირებაზეც მოუხდა საუბარი:

“ყოველთვის ადვილია გარედან რაიმეს მტკიცება.. ფაქტია ის არის, რომ ბუფონი მისაბაძი მაგალითია ნებისმიერისთვის საკუთარი დიდებული 20 კარიერის გამო! უბრალოდ ახლა იგი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე ეს ფაქტი დაფიქსირდა.. ოვერტაიმამდე ფაქტიურად აღარაფერი იყო დარჩენილი.. მეორეს მხრივ არავინ ამტკიცებს, რომ იქ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებდით.. შანსები ყოველთვის თანაბარია.

უბრალოდ მსაჯმა საკუთარი გადაწყვეტილებით ჯიჯის არ მისცა საშუალება რონალდუს წინააღმდეგ დამდგარიყო 11-იანის დროს.. სახლში ყოფნისას, როდესაც მსგავსი მსგავს ატმოსფეროში არ იმყოფები, ყოველთვის ადვილია ვინმეს გაკიცხვა.. ახლა აქედან ყველას გასაგონად ვამბობ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში თავი ხელში უნდა აიყვანოთ.

ბუფონის ემოციას იმ კონკრეტულ ეპიზოდში ვინც ვერ გაიგებდა და ვერ შეიგრძნობდა, მაშინ სამწუხაროდ პირადად მე ვერაფრით ვერ დავეხმარება.. ეს ფსიქოლოგების საკითხია უკვე.

90 წუთამდე მსაჯი იყო ძალიან კარგი! შესანიშნავად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას.. შემდგომ დაიწყო შეცდომების კასკადი, რომელსაც კიდევ ერთ ნიუანს შევმატებდი.. მსაჯმა იმაზე მეტი დაამატა ვიდრე ამის საჭიროება იყო.. შეცვლა ბევრი არ განხორციელებულა და ექიმებსაც მინდორზე შესვლის საშუალება არ მიცემიათ.. შესაბამისად ამდენის დამატება ზედმეტი იყო.

ჩვენს უკან ახლა ნაპოლი ძალიან ახლოს იმყოფება.. დასავიწყებელია ტკივილი და მთელი ეს საფეხბურთო აგრესია სწორი კუთხით უნდა მოვმართოთ.. ისტორიული მიღწევა რომელთანაც ახლოს ვართ, მომავალში რთულად გასამეორებელი იქნება და შედეგად არ უნდა მივცეთ ემოციებს გაყინვის საშუალება. ამ დაპირისპირებაში ქომაგების მხარდაჭერა გვესაჭიროება.

სასტარტოში ვიხილავთ ბუფონს და კუადრადოს.. აი მანჯუკიჩთან და იგუაინთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ოდნავ გვიან მივიღებ.. დაცვაში რუგანი ან ბენატია კიელინის შეუწყვილდება.. იგუაინი სანაკრებოს შემდეგ არ იმყოფება იდეალურ კონდიციებში, რადგან დიდი მანძილების დაფარვა მოუხდა მოკლე ვადაში.. თუმცა, მადრიდში კარგად ირჯებოდა და ეხმარებოდა საკუთარ გუნდს.

კლუბთან მუშაობის გაგრძელებაზე ჯერჯერობით არ მისაუბრია, მაგრამ 1/4 ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ ამბიცია კი არ გაქრა ასმაგად გაიზარდა! გამარჯვების წყურვილი არნახულად გაიზარდა! მეორეს მხრივ ცხოვრებაში რაიმეს კატეგორიულად გამორცხივა არ შეიძლება.. ახლა უმჯობესია კონცენტრირება არსებულზე მოვახდინოთ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

105 კომენტარი

  1. ALLENATORE ALLENATORE says:

    )))) კოშტა ძაან დიდ სხვაობას ქმნის მოედანზე )) მაგარი იგროკია ბაიერნის გულშემატკივრებს ვეკამათებოდი იუვეში რო გადმოდიოდა )) ვეუბნებოდი რო მაგარი იგროკია )) სულ მომწონდა კოშტა )) მოკლედ დიდი შეცდომა დაუშვეს გერმანელებმა ))) იდეალური შემცვლელი ყავდათ გუნდში ბებერი რიბენი რობენის )) ყავდეთ ეხლა ცანცარა კომანი )) ბარძალიზე კონტრაკტის გახანგძლივება არ შეილებოდა ))) ნუ თავად უნდა მიმხვდარიყო ბარძალი და გაეკეთებინა განცხადება )) კიელინი არაა სწრაფი მცველი , უფრო ფიზიკის და აგრესიის ხარჟზე თამაშობს )))) ბარძლის რო დაუყენებ გვერდით აშკარაა დისბალანსია )))

  2. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    მოკლედ ზოგი ჭირი მარგებელიაო ისე გამოვიდა რა დღეს. რა ჩაწოდება აქ იმ ოხერს გინდ მარცხნიდან გინდ მარჯვნიდან,მუნდიალზე თავის სიტყვას იტყვის და აალაპარაკებს მსოფლიოს.

  3. delpiero delpiero says:

    ბიჭებო თამაშს ვერ უყურე და ჰიოვედესს რა უნდოდა იქ დაწერეთ ვინმემ :D

  4. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    32 26 2 4 64:20 44 80

    წელს ქულაც მეტი გვაქვს გატანილი გოლიც და გაშვებულიც ცოტა.

  5. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    რ ე ა ლ ი ს ტ ი
    შენ მიხვდი დიბალა რატო დავწერე თუ ისევ შენიღბული მილანელის ვერსია გირჩევნია? :lool:

  6. mgel piero mgel piero says:

    შემდეგი ტური კროტონეა იმის მერე კი ნაპოლს უნდა ჩავ ხადოთ და თასის ფინალისთვის მოვემზადოთ

  7. aragveli aragveli says:

    დიდი ჩავარდნები არ აქვს და 1 თამაში ყველას უვარდება, გუნდმა ვერ ითამაშა და ალბათ არ წაუვიდა მაგასაც, იმედია სულ ფორმაში იქნება. პიანიჩს მოუვიდა რამე, თუ რატომ შეცვალა ასეთ დროს?

  8. Dato777 says:

    Di livio 1
    Ra gaq aseeti damtavrebuli an sad scavlob sul shens ganatlebulobasa da codnaze rom bazrob? :lool:

    • Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

      დი ლივიო არა დი კანიო :lool:
      პირიქით ვამობ და შენ შენებურად იგებ, ფეხბურთის გულშემატკივრის ფუნქცია არაა მისი საფეხბურთო ცოდნა ან არ ცოდნა წარმოაჩინოს, ან კიდე გულშემატკივარში ვინმემ მისი ცოდნა ან არ ცოდნა ეძებოს, გულშემატკივრის ფუნქციაა გულშემატკივრობა და მე ფეხბურთში ვის ვუქომაგებ, ამის მიხედვით არ შეიძლება იმის თქმა ვიცი თუ არა ფეხბურთი, სტურაროს ქომაგმა ფეხბურთი არ იცის და ინსიეტას ქომაგი ექსპერტიაო ასეთი მიდგომა არის უგუნურება.
      მე ჩემს ცოდნას კი არ ვუსვამ ხაზს, გულშემატკივარში ფეხბურთის მცოდნეს ნუ ეძებთთქვა მაგას ვამბობ ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ გადატანითი მნიშვნელობით და შენ თუ იფიქრე რო მე ფეხბურთის მცდნე მგონია თავი ძან ცდები, ამ საიტზე არასდროს მიცდია მცოდნეთ წარმომეჩინა თავი, პირიქით :lool:
      ფეხბურთის მცოდნეობას რო ვაწვებოდე გამოვიდოდი და ყოველი თამაშის მერე გაპიარებულ ლიდერებზე ვიტყოდი ნახეთ რა მაგარიათქვა, მითუმეტეს თუ 3 გოლს და 7 ასისტს სეასრულებდა ხო ვაფშე მაყად ვიტყოდი ნახეთ ეს რა მააგრია და მე მას ვამჩნევ და ვაფასებ, ექსპერტი ვარ ფაქტიურად :lool:

  9. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    რეალთანაც ძაან მაგარი იყო კოშტა :up: ტურინში ისეთები ყლაპა ალბათ მაგიტოა გაცოფებული :lool:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »