ალეგრი მატჩზე, ჰიოვედესზე და საკუთარ მომავალზე

საინტერესოდ დაიწყო სამპდორიასთან გამარჯვების შემდეგ იუვეს თავკაცმა ინტერვიუ:

“მადლობას ვუხდი მირალემ პიანიჩს, რომლის ტრავმამაც მომცა საშუალება მინდორზე დუგლას კოშტა გამომეყვანა.. სამპდორია ცენტრიდან ასპარეზობდა და თავსაც სწორედ ამ მონაკვეთში იცავდა, შესაბამისად აუცილებელი იყო რაც შეიძლება დაშორება და ფლანგებიდან აქტიური მოქმედებები..

ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ სკუდეტოსთვის მთავარი ფავორიტები ვართ.. ყოველთვის რთულია მსგავსი მატჩების შემდეგ, რაც ლიგაზე გვქონდა რამდენიმე დღის წინ, ფეხზე დადგომა და გამარჯვების მოპოვება.. გენუელთა წინააღმდეგ ვიყავით მშვიდები, კონცენტრირებულნი და ეტაპობრივად მივდიოდით გეგმისკენ.. დუგლასის გამოყვანა გეგმის ნაწილი იყო, თუმცა ეს უფრო გვიან უნდა მომხდარიყო.. მირალემს ბარძაყის არეში ჰქონდა დისკომფორტი და ამიტომაც აღარ გავრისკეთ მისი დატოვება.

მატჩი იოლი ნამდვილად არ გამოდგა.. ჰიოვედესისთვის კი მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი საშინელი იყო.. ძალიან გამიხარდა მისი გოლი, რადგან ამ შანს გერმანელი დიდხანს ელოდა.. ბენედიქტი ბრწყინვალე ადამიანია და დიდი პროფესიონალი! ყველას კარგად გვახსოვს მისი ასპარეზობა გერმანიის ნაკრების რიგებში.. გატანილი გოლები.. ლიხტშტაინერმა მადრიდში 90 წუთი იასპარეზა და შვეიცარიელს დასვენება ესაჭიროებოდა. ჰიოვედესი იმსახურებდა შანსს, რომელსაც დიდხანს ელოდა.

ნაპოლი დიდებულ სეზონს ატარებს.. ისინი კვლავინდებურად ჩვენს სიახლოვეს იმყოფებიან. მომიწევს მოახლოებულ ორ დაპირისპირებაზე ფიქრი, რომელიც ალბათ გადამწყვეტი იქნება სკუდეტოსთვის ბრძოლაში.

ვფიქრობ, წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე ჩემი სიტყვები მომავალთან დაკავშირებით არასწორად იყო აღთქმული.. ყოველი სეზონის მიწურულს ხელმძღვანელობასთან ერთად ვიკრიბებით და გეგმებზე ვსაუბრობთ. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შვებულებაში გავდივარ და კლუბს 100%-ით ვენდობი! ასე იყო გასულ სეზონებშიც და ასე იქნება მომავალშიც. აქ თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ, ყველაფერი მაკმაყოფილებს და წასვლაზე არასოდეს დავფიქრებულვარ.. მეორე მხარეა, რომ ამ შეხვედრამდე აუცილებელია მიზნების მიღწევა.. თუ ვერ მოვახერხებთ სკუდეტოს და თასის მოპოვებას, არაა გამორიცხული რომ მათ ჩემს სამსახურზე უარი თქვან..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

80 კომენტარი

  1. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    koba del piero giorgadze
    ანუ შენ იცოდი რო თაობათა ცვლის გამო და ფეხბურტელების წასვლის გამო ალეგრი მილანში წარმატებას ვერ მიაღწევდა? როცა წავიდნენ ლეგენდები და იბრა – სილვაც გაყვა მაშინ ამბობდი რო მილანი წარმატებას ვერ მიაღწევდა?
    თუ იტყვი კი ვიცოდიო, ესეიგი მეთანხმები ალეგრის შეფასებაშ, იმიტორო სენ იცოდი და ალეგრი ვერ მიხვდა რო იმ გუნდით წარმატებას ვერ მიაღწევდა.
    კაი შეიძლება იმ მომენტში ვერ მიხვდეს მწვრთვნელი რო წარმატებას ვერ მიაღწევს მარა როდესმე ხო უნდა მიხვდეს და ხო უნდა გააკეთოს რაიმე რეაგირება? ეს რას აკეთებდა? წელიწადნახევარზე მეტი ეგდო წარუმატებელ გუნდში და რეაქცია არ ქონდა, თავმოყვარე კაცი პასუხისმგებლობის ნატამალს მაინც იგრძნობდა და სულ რო მისი ბრალი არ ყოფილიყო არაფერი მაინც გამოვიდოდა და იტყოდა არ გამომდის არაფერი და მივდივარო, ამანნ კიდე სამარცხვინოდ წააგებინა გუნდს 3-0 და 4-1 სასუოლოსთან და მერე გამოაგდო ბერლუსკონიმ.
    კონტე კიდე დაცვითი სტილის მწვრთვნელია და სტილი არ ნიშნავს რო მშიშატაა, მეც არ მომწონს ზოგი რამე რასაც კონტე აკეთებს, უბრალოდ ვქომაგობ იმ კაცს, იდეალურიათქვა არ ვამობ, იდეალური გვარდიოლაც არაა.
    შენ თუ მოგწონს ალეგრი უქომაგე, მე მის ქომაგებთან არანაირი პრობლემა არ მაქ, პირქიქით, უბრალოდ ალეგიზე შემიძლია ჩემი აზრი მქონდეს, ისევე როგორც შენ სეგიძლია კონტეზე სენი აზრი გქონდეს და ბევრი ხო უძახის ჩმონტეს და რაღაცეებს, უძახონ არაა პრობლემა, დრო გვაჩვენებს ვინ ამბობს სიმართლეს

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .