რანიერი:”იუვენტუსი ნაპოლის მცირე შანსაც არ მიცემს”

კლაუდიო რანიერი იუვენტუსის თაობაზე საუბრობს:

“ტურინელთა ხასიათი, რომ ვიცი ნაპოლის მცირე შანსაც კი არ დაუტობენ, რომ სკუდეტოსთვის გაიწიონ.. ტურინელებს უამრავი ღირებულება გააჩნიათ და მათი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არის მსგავსება საბრძოლო მანქანასთან, რომელიც არასოდეს ჩერდება.. ბიანკონერის სისხლში აქვს პრობლემების მარტო, საკუთარ კოლექტივში გადაჭრა!

ნაპოლი დიდებულ სეზონს ატარებს და ამაში ეჭვის შეტანა დიდი შეცდომა იქნება.. უბრალოდ პრობლემა თავად იუვენტუსშია, რომელსაც საოცარი შემადგენლობა ჰყავს ღრმა სათადარიგოთა სკამით.. ალეგრის აქვს საშუალება როტაცია თითოეულ მატჩში განახორციელოს და ამით კლუბის პროდუქტიულობას ხელი კი არ შეუშალოს, პირიქით გაუზარდოს.

აბსოლუტურად მესმის იუვენტუსის გულისტკივილის, რომელიც რეალთან დაპირისპირების შემდეგ დარჩა.. 93 წუთი ასეთ არაორდინალურ პირობებში ჩაატარო და შემდეგ პენალტი დანიშნონ შენს კარში, იოლი გადასატანი არაა.. მითუმეტეს როდესაც 11-იანი ნამდვილად არ ყოფილა 100%-იანი.. უფრო რთული ეპიზოდებიც მინახავს და იმედი მაქვს VAR ამ გაუგებრობას საბოლოოდ გადაჭრის”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

13 კომენტარი

  1. Del_Piero Del_Piero says:

    პოგბას მოსვლა ზღაპარია. ჯერ ერთი იუვე არ დაიბრუნებს იმის გამო როგორც წავიდა და იმის გამო რო 1 სეზონის მერე შეიძლება რეალში გაიქცეს. მეორეც იაფად არავინ გაუშვებს პოგბას და რაიოლაც ეცდება დიდი საკომისიოს მიღებას. უკვე დაიწერა პსჟ-ს შესთავაზაო. იუვე კიდე დიდ ფულს არ გაიმეტებს.

  2. bero-juve10 says:

    სემედუ – 50 ლიმონი
    კიეზა – 30
    პოგბა – 60 + 15 ბონუსები
    ერიკსენი – 70 + 15 ბონუსები
    ამათ + სპინაცოლა და კალდარა
    გუნდიდან გავუშვათ
    ასამოა, ლიხშტაინერი, ხედირა, სტურარო, პიაცა თუ მატუიდი და დიბალა გავუშვით ამათგან აღებულ 130-140 ლიმონად მარტიალი და კროოსზე ვიჩალიჩოთ

  3. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    დარწმუნებული ვარ ფეხბურთის ოსტორიაში სხვა ვერავინ ვერასდროს გაიმეორებს მაროტას ხრიკებს და უფასოფ მოყვანილს იმავე კლუბს და იმავე ფეხბურთელს 110 მილიონად ვერ იყიდის.

  4. მაქს მაქს says:

    პოგბა მართლაც გაასწორებდა :))) ბევრს ახსოვს უძღები შვილის თავის გუნდში დაბრუნების ამბავი, ძალიან გამისწორდება პოგბა იუვეში

  5. barona barona says:

    პოგბა—პიანიჩი—კანტე

    დიბალა კოშტა

    იგუანი

  6. agznebuli asamoa agznebuli asamoa says:

    პოგბას აყენებს მანჩესტერი ტრანსფერზე :lool: :lool: :lool:

  7. aragveli aragveli says:

    ისე, რომ ამბობთ ვერ ინარჩუნებენო და მაგალითები მოგყავთ ბავარიის (არ ვამართლებ, უბრალოდ სხვაგანაც რომ ხდება მაგას ვამბობ), კროოსი რატომ გაუშვეს და თან ასე იაფად? თვითონ უნდოდა და იმიტომ და ვერც მაგათ შეძლეს შენარჩუნება

    • რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

      კოშტაც ხომ გამოუშვა. მალე ლევანასაც გაუშვებს რეალში რადგან თვითონ უნდაო. მეც ვეთანხმები რაღაცნაირად ვისაც არ უნდა ძალით ვერ გააჩერებ მაგრამ მაინც მაქსიმალურად უნდა ეცადონ შენარჩუნებას,ხელფასის მომატებას და ა.შ. ფინანსური სარგებელიც ნახონ.

  8. aragveli aragveli says:

    ყველა იგივეს ამბობს, მარტო მადრიდისტებს სჯერათ, რომ 100%იანი იყო და არა სადაო და ისიც, იუვე ვისაც ეზიზღება (ნეაპოლელები მაგალითად).

    მაიტომ არ უნდა დაუთმონ არაფერი და ირბინინ გამწარებულებმა

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .