ღირსების საქმე!

ლუჩანო მოჯიმ მაინც იპოვა სიმართლე და დაამტკიცა, რომ კალჩოპოლი მორატიმ მოაწყო, ხოლო ყველაზე დიდი დამნაშავე ამ საქმეში “ინტერი” იყო! მართალია, ამით არაფერი შეიცვლება, კალჩიოპოლის საქმეს ვადა გაუვიდა და ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯელი დარჩებიან, მაგრამ ეს ღირსების საქმე იყო…

ლუჩანო მოჯი არასოდეს ნებდება.

კალჩოპოლის დროს მოჯიმ მოითხოვა მოესმინათ ყველა სატელეფონო ჩანაწერი – 100 ათასზე მეტი. მას ჰქონდა არგუმენტი: მსაჯების გამანაწილებელმა – პაოლო ბერგამომ განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად მას “ინტერის” ბოსები უკავშირდებოდნენ. მოსამართლემ არ მიიღო მოჯის წინადადება იმ არგუმენტით, რომ ყველა ჩანაწერის მოსმენას სამი წელი მოუნდებოდა. ჩანაწერები სიმართლის დასადგენად უჩვეულო მიდგომით – შერჩევით მოისმინეს.

საქმე კი ასე დაიწყო…

2006 წლის 22 აპრილს La Gazzetta dello Sport-მა მოჯის სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა, სადაც ის იტალიის მსაჯთა ასოციაციის ბოსებთან საუბრობდა. ერთთვიანი საბრალდებო პუბლიკაციები იმით დამთავრდა, რომ კალჩოპოლის გახმაურებული საქმე აგორდა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტი ფრანკო კარარო გადადგა, ხოლო სკანდალში გახვეული აღმოჩნდნენ “იუვენტუსი”, “ლაციო”, “მილანი” და “ფიორენტინა”.

FIGC მეთაურად დროებით გვიდო როსი დაინიშნა. ივლისში კომისარმა ნაჩქარევი სასჯელი გამოიტანა, აპელაციის შემდეგ კი “მილანს”, “ლაციოს”, “ფიორენტინას” და “რეჯინას” სასჯელი შეუმსუბუქეს და რამდენიმექულიანი დეფიციტით სერია ა-ში დატოვეს.

მთავარი დამნაშავე კი “იუვენტუსი” აღმოჩნდა: ტურინელებს ორი სკუდეტო წაართვეს და სერია ბ-ში დააქვეითეს…

ახლა ვნახოთ ვინ გამოიტანა სასჯელი: კლუბების ბოსების მოსმენების ორგანიზება  Telecom Italia-მ მოაწყო, რომლის დირექტორთა საბჭოში მაშინ იმყოფებოდა “ინტერის” მფლობელი მასიმო მორატი. კომპანიის შეფი მარკო ტრონკეტი პროვერა Pirelli-ს უმსხვილესი აქციონერი იყო (შეგახსენებთ, რომ Pirelli “ინტერის” უცვლელი სპონსორია). FIGC-ის კომისარი გვიდო როსი “ინტერის” აქციონერი იყო და ერთ დროს დირექტორთა საბჭოშიც შედიოდა, კალჩოპოლის შემდეგ კი  Telecom Italia-ში მაღალ პოსტზე დაინიშნა!

2007 წელს  Telecom Italia უკანონო მოსმენებში დაადანაშაულეს. ბობო ვიერიმ მილიონი ევროც კი მოუგო.  Telecom Italia-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჯულიანო ტავაროლიმ თქვა, რომ “იუვენტუსის” მოსმენის განკარგულება მორატიმ გასცა. გამოძიებას კომპანიის რამდენომე წევრი აწარმოებდა, ერთერთი მათგანი შემდეგ ნეაპოლის ხიდიდან გადახტა, ხოლო ორი მათგანი დაიჭირეს, რომლებიც ხელმძღვანელების წინააღმდეგ წავიდნენ, მათ განაცხადეს, რომ უფროსობამ არასასურველი ჩანაწერების განადგურება დაავალეს.

მიუხედავად ამისა “იუვეს” სერია ბ-ში დაქვეითება არ ემუქრებოდა, ერთადერთი რაც დაქვეითებას ითვალისწინებდა რეგლამენტის მე-6 პუნქტი იყო, რომელიც თამაშების ჩაწყობას ეხებოდა. “იუვეს” ეს პუნქტი არ დაურღვევია, რაც მოსამართლემაც დაადასტურა. მოჯის საუბარს ბერგამოსთან მსაჯების დანიშვნაზე ზეგავლენა არ ჰქონია. მოჯის დარღვევები მხოლოდ ჯარიმებს ითვალისწინებდა. “თამაშებზე ზეგავლენის” დამადასტურებლად “იუვეს” პირველი ადგილი მოიყვანეს! ეს საკმარისი არ იყო, როსიმ მაშინ რეგლამენტში სტრუქტურული დარღვევები შეიტანა.

ჩვენ  უფრო დიდხანს უნდა გამოგვეძია მოჯის საქმე. ფედერალურ სასამართლოს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება, რომ “იუვენტუსისთვის” სკუდეტო წაერთვათ. მაგრამ გვიდო როსიმ თავისი მეგობრები შეყარა და სკუდეტო “ინტერს” გადასცა” – ფედერალურმა მოსამართლემ კარლო პორჩედუმ მხოლოდ შარშან აღიარა!!!

მოჯიმ ბრძოლა გააგრძელა. 2010 წელს სასამართლომ 75 ჩანაწერი მიიღო, სადაც “ინტერი” ფიგურირებდა. “ეს ჩანაწერები 2006 წელს რომ გვქონოდა, “ინტერი” დაისჯებოდა” – აღნიშნა მოსამართლემ.

ჩანაწერებში “ინტერის” პრეზიდენტი ფაკეტი მსაჯთა გამანაწილებელს ბერგამოს ესაუბრება და “ინტერი” – “კალიარის” მატჩის მსაჯის ბერტინის “აზრზე მოყვანას” სთხოვს, რაზეც ბერგამო პასუხობს, რომ ის უკვე მიხვდა ყველაფერს და სასურველი შედეგი დაიდება… ბერტინიმ “ინტერს” გოლი ჩაუთვალა სადაც პასი ხელით იყო გაკეთებული და არ გააძევა კარინი განზრახ ხელით თამაშისთვის…

2011 წელს პროკურორმა სტეფანო პალაციმ გამოძიების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. “ინტერი”, მორატი და ფაკეტი დაადანაშაულეს სპორტულ მაქინაციებში და მსაჯების საქმიანობაში დანაშაულებრივ ჩარევაში. ისინი მსაჯების შეფებს ურეკავდნენ უშუალოდ მატჩის წინ და იმ მსაჯებზე ზემოქმედებდნენ, რომლებიც მათ თამაშზე იყო დანიშნული.

“ინტერმა” დაარღვია სწორედ ის ერთადერთი მე-6 პუნქტი, რომელიც სერია ბ-ში დაქვეითებას ითვალისწინებდა!!!

ხმამაღალმა დოკუმენტმა შედეგი ვერ გამოიღო, “ინტერს” ტიტული არ წაართვეს. საქმე დაიხურა ვადის გასვლის გამო, რომელიც 4 წელს ითვალისწინებდა. ისე დაემთხვა, რომ პალაციმ “ინტერი” კალჩოპოლიდან 5 წლის შემდეგ დაადანაშაულა…

მოჯიმ პირდაპირ ეთერში რამდენიმეჯერ დაადანაშაულა “ინტერი” და ჯაჩინტო ფაკეტი მსაჯების მოსყიდვაში, რაზეც ფაკეტის შვილი ჯანფელიჩე წამოეგო და მოჯის სასამართლოში უჩივლა ცრუ ბრალდებების გამო. მოჯისაც ეს უნდოდა – სინამდვილეში რასაც მოჯი ამტკიცებდა უკვე დადასტურებული იყო პროკურორ პალაცის მიერ, მაგრამ ვადის გასვლის გამო საქმე სასამართლომდე არ მიდიოდა. აქ კი უმცროსმა ფაკეტიმ უნებურად საქმე სასამართლოს დაუბრუნა. ჯანფელიჩეს სჯეროდა, რომ შავლურჯები საქმეში არ იყვნენ, ხოლო პროკურორის სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ შეცდა – სანამ მოსამართლე დასკვნას გამოიტანდა, უნდა გაერკვია სინამდვილეში ლობირებდა თუ არა “ინტერი” მსაჯებს…

ახლა ყველაფერი დამთავრდა. კალჩოპოლის საქმე დაიხურა. მოჯიმ გაიმარჯვა, პროკურორის დოკუმენტი სასამართლომ აღიარა – ყველაზე მეტად კორუფციულ სისტემაში “ინტერი” იყო დამნაშავე.

და რა მოხდება შემდეგ? არც არაფერი. წართმეული სკუდეტო “ინტერს” შერჩება, არავინ დაისჯება, რადგან კლუბის ყოფილი ბოსები ჩამოშორდნენ ფეხბურთს, ხოლო მოჯი არ დაუბრუნდება სამუშაოს. შეიძლება “იუვენტუსმა” ისევ მოითხოვოს უიმედოდ 400-500 მილიონი, რადგან FIGC-ს ფული არა აქვს.

ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დამტკიცებულია სასამართლოს გარეშეც. ჩემპიონი დაბრუნდა. სწორად აღნიშნა დონ ლუჩანომ მოგებული საქმის საბოლოო სიტყვაში: “კალჩოპლოლი დიდი ხანია დამთავრდა, მუშაობს ვიდეოგანმეორებები, ხოლო “ინტერი” ისევ 22 ქულით ჩამორჩება “იუვენტუსს”…

მოჯიმ ღირსება აღიდგინა და აღუდგინა ის “იუვეს”!

 

 

 

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

78 კომენტარი

  1. alex-97 alex-97 says:

    Mitxarit erti rgoli safac napoli iuves sjobia? Dacva , mekare, naxevardacca tu tavdasxma? Es tamashi alegris sindiszea, ver shemogravazebt sanaxaobaso ras qvia, aba risi maqnisia, tipi dacvashi zis mteli tamashi, beneventos ro ugebdes 1 gols gautans da uketeba sajarinoshi, anielim unda daibaros eg mshishara, utxras vin ubda ro sabaxaobrivi tamasho atamashos gunds, ibieqturad ri avugot gubdi romelic sajarimos ar cdeba, mere uaryofititaa sazogadoevac mis mimart msahic da yvelac, fexburtekebsac ar unda dacvit gundshi gadasvla

  2. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    და კიდევ ასი მატჩი რომ დაცვით ითამაშო და წააგო ,ერთით კი შეუტიო და მოიგო.ასმეორე თამაშს მაინც დაცვით ითამაშებს ალეგრი,ან ჯიუტია ან მაზოხისტი და სიამოვნებს სვარკა. არ ვიცი რა. სხვა რომ მოვიდეს ისიც ალეგრის გზას დაადგება რაც არ უნდა შემტევი იყოს.

  3. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    მე არ მჯერა სავიჩი რომ ისეთი ოქნება რაც ლაციოშია. იმენა დედას უტირებენ ტურინში და გააფარჩაკებენ რადგან არ არის იუვე ის კლუბი ვინმე გაიხსნას და ააალაპარაკოს მსოფლიო იმიტომ რომ დაცვა და დაცვა .ჩემპიონი ხდები ვერ ხდები მაინც დაცვა.აგებ იგებ მაინც დაცვა. ასეთ კლუბში ჯერ არავინ მოვა რადგან ფეხბურთელსაც ხომ ეთქმის სიტყვა ტრანსფერის დროს?

  4. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    Old Juventus
    კი მილიტო ყავდათ, მარა ეს მილიტოც თვითონ ინტერმა აქცია ვარსკვლავად, სუპერ ტრანსფერი არ იყო მისი ინტერში გადასვლა, პანდეევბი – სტანკოვიჩები – კორდობები ყველა ინტერმა აქცია ძლიერ ფეხბურთელებად, რეალიდან არ წამოუყვანიათ არცერთი, იგივე იყო სულ იუვეს სტილიც აქ ხდებოდნენ ფეხბურთელები ვარსკვლავები, წლიდან წლამდე უმატებდნენ და ლეგენდები ხდებოდნენ, დღეს მითხარი 1 ფეხბურთელი რომელიც წლიდან წლამდე უმატებს? უმეტესობა 30 წელს გადაცილებულია, მაგ ასაკში პროგრესი არ არსებობს, უნდა გადახალისდეს სასტავი, საუკეთესო იტალიელები, გამორჩეული ლეგიონერები ესაა იუვეს სტილი, ამ დროს გაჩნდებიან გუნდში მომავალი ლეგენდები…

  5. Vega Vega says:

    დახარჯვარა არაფერ შუაშია აქ. მოურინიოს ინტერში და პორტოში არ ყავდა მესი და რონალდო მაგრამ შედეგი დადო. რადგან იცის ის ვინც ყავს როგორ გამოიყენოს. არავინ არ იყო კაზემირო ვარანი მაგრამ ზიზუმ გამოჩარხა იგროკები მათგან ახლა ნანჩოსგანაც ჩარხავს.

    ეგაა ტრენერის ფუნქცია მოვალეობა თორემ რონალდო მესი ინიესტა ზლატანი მარადონა თუ გყავს მაშინ ჩემი მეზობელი ჟორიკაც დადებს რაღაც შედეგებს. ამას დიდი გენიოსობა არ უნდა. ტიპი პირლოზე რო იტყვის ჩემს სქემაში რო არ ჯგებაო იმ ტრენერის ტაქტიკას ჩავა*ვი და პირშიც.

    ერთი ალეგრის გაზრდილი იგროკი მანახა და არ მინდა ეს იტალიის ჩემპიონობაც რა. ტიპი რამდენი ხანია ტრენერია და ერთი იგროკი არ ყავს აღმოჩენილი და ზიზუ გუშინ მოვიდა და დღეს მთელი არმია გაუზარდა მსოფლიოს. ეს კლოუნი ზის და წოვს იუვეს სისხლს პარაზიტივით.

  6. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    მილანის საიტზე შევიხედე და დასცინიან იუვეს და ალეგრის ლანძღავენ :lool: აქ რო მოდიან კიდე იძახიან ალეგრი მაგარი გყავთო და არ გაუშვათო :lool:
    რაის ალეგრი, მაგის გაკეთებული საქმე ისტორიას არ ახსოვს, 1 სკუდეო მოიგო ლეგენდებით დაკომპელექტებული მილანით და იქაც აღაცა თავისებურით ხო უნდა გამოევლინა მისი უვიცობა და პირლოზე თქვა ჩემს სქმაში არ ჯდებაო :lool: ასეთი სამარცხვინო მწვრთვნელი რატო უნდა მოიწვიო იუვეში…

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .