69 წელი დიდი ტრაგედიიდან

1949 წლის 4 მაისს ტურინმა და საერთოდ სრულიად იტალიამ, საფეხბურთო სამყარომ ლეგენდარული გუნდი დაკარგა:

თავის ოქროს წლებში ტორო სეზონში 100 გოლზე ნაკლებს არ იტანდა.. ერთ-ერთი ასეთი გოლი კი ახალგაზრდა სუპერ შემტევ ვალენტინო მაცოლას სჯობდა საერთოდ არ გაეტანა, რადგან როგორც მომავალში გაირკვევა სწორედ ამ ბურთმა გამოიწვია ტრაგიკული ბედისწერა..

1949 წლის 24 აპრილს ბარის წინააღმდეგ თამაშისას, მაცოლამ მეტოქეს გოლი გაუტანა, ანგარიში გაათანაბრა და შედეგად ტორო ვადაზე საკმაოდ ადრე იტალიის ჩემპიონი გახდა.

კლუბის პრეზიდენტმა ფერუჩო ნოვომ ფეხბურთელების დაჯილდოება გადაწყვიტა და მათ საზღვარგარეთ, სუპერ ბენფიკასთან, ლისაბონში ამხანაგური მატჩი დაგეგმა..

1949 წლის 4 მაისი ძალზედ ღრუბლიანი და შავი გამოდგა.. ტურინში ძლიერი წვიმა წამოვიდა, ხოლო ღრუბლები ისეთი პირქუში და შავი გახდა, რომ ადამიანი გარეთ გასვლას ერიდებოდა.. ხოლო ისინი ვინც სამსახურებში იმყოფებოდნენ, სულ საათზე იყურებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როცა შინაურ, თბილ კერაში კომფორტულად მოთავსდებოდნენ დივანზე..

ერთადერთი, სადაც ვნებათაღელვა შეიმჩნეოდა ტორინოს სათავო ოფისი იყო.. გაითვალისწინეს რა მძიმე კლიმატური პირობები მათ ერთი ავტობუსი მილანში გააგზავნეს, თუ ვინცობაა თვითმფრინავი დაჯდომას მალპენზას აეროპორტში გადაწყვეტდა.. თუმცა, დრო გადიოდა და ინფორმაცია არადა არ მოდიოდა.

ქალაქში საშინელი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მისადგომებთან ავიაკატასტროფა მოხდა.. ბუნებრივია ყველანი მანქანებში ჩასხდნენ და ამ ინფორმაციის გადამოწმებას შეუდგნენ.. სამწუხაროდ ადგილზე მისულებს საზარელი სურათი დახვდათ.. ეს ხომ ტოროს თვითმფრინავი იყო, რომელსაც მთელი ძირითადი შემადგენლობა, სადათარიგო მოთამაშეები, ჟურნალისტები, სამწვრთნელო შტაბი და პერსონალი გადაჰყავდათ.. ჯამში 31 ადამიანი დაიღუპა.. 18 აქედან ფეხბურთელი იყო და გადარჩა მხოლოდ ლაურო ტომა რომელიც გუნდს ტრავმის გამო ვერ გაყვა, სათადარიგო მეკარე რენატო განდოლფი და ახალგაზრდა ლუიჯი განდოლფი.. თავად პრეზიდენტიც ფრუჩო ნოვო ტურინში დარჩა და გუნდს პორტუგალიაში არ გაყვა..

დაკრძალვის ცერემონია 1949 წლის 6 მაისს გაიმართა და მას დაახლოებით მილიონი ადამიანი დაესწრო.. ტურინი ფიქრებით თითოეულ იმ ადამიანთან იყო, რომელიც იმ ავბედით დღეს თვითმფრინავში იმყოფებოდა..

საგულისხმოა, რომ ტოროს გუნდის უმეტესობა ნაკრების ძირითად ბირთვს შეადგენდა და მოახლოებულ სანაკრებო ფორუმზე აძური ერთ-ერთ ფავორიტად მათი დამსახურებით სახელდებოდა..

26 მაისს ხარებმა ჩემპიონობა იზეიმეს.. გუნდმა პრიმავერა გამოიყვანა მოედანზე, რომელმაც დარჩენილ მატჩებში წარმატებას მიაღწია.. ბუნებრივია დაიწყო ახალი გუნდის მშენებლობა.. განხორციელდა საჭირო ტრანსფერები.. თუმცა, პრეზიდენტმა დიდი როლი გუნდის ახალგაზრდებს დაუთმო.. მძიმე დრო დადგა და გუნდი სეზონიდან სეზონამდე გადარჩენისთვის იბრძოდა.. 1975/76 წლებში კი ტორინომ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა, რომელიც ჯერჯერობით გუნდისთვის უკანასკნელი დიდი მიღწევაა..

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. ალეკო კოკაია ალეკო კოკაია says:

    თავის დროზე მართლა უძლიერესი იყო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .