ზუსტად 5 წუთი და თქვენ მას კიდევ უფრო მეტად შეიყვარებთ..

ფედერიკო ბერნარდესკი.. ფლორენციიდან მოსული ფეხბურთელი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.. ვნახოთ, როგორია იგი საფეხბურთო მოედანს მიღმა.. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ფედერიკო უსაზღვროდ უშუალო და ძალიან კარგი პიროვნებაა:

თებერვალში ნეტფლიქსზე გასული სერიალისთვის თვალი ალბათ უმეტესობა თქვენგანმა მიადევნა.. ეკრანზე ნაცნობი სახეების ხილვა ყოველთვის სასიხარულოა, მითუმეტეს ისე როგორც ეს სერიალშია.. თითოეული მოთამაშის პირადი ცხოვრება და მათი უშუალო დამოკიდებულება ბუნებრივია აღფრთოვანებას იწვევს.. ერთ-ერთი ასეთი კი უდაოდ ფედერიკო ბერნარდესკია და მისი ისტორია ნამდვილად გაგვაწყობს მოთამაშის მიმართ უფრო პოზიტიურად.

2012 წელს ფედერიკოს Calciatori – Giovani Speranze-ს რეალითი შოუში იწვევენ.. ეს იყო გადაცემა ახალგაზრდა, ნიჭიერ იტალიელებზე და მას პირდაპირ ეთერში იტალიური MTV გააშუქებდა.. პროდიუსერები ფედერიკოს პირადი ცხოვრების დეტალებს გააშუქებდნენ და იგი ყველასათვის ცნობადი ფიგურა გახდებოდა.. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად ფედერიკომ შოუში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.. მის გადარწმუნებას დიდხანს ცდილობდნენ.. რომ ეს იქნებოდა კარგი ჟესტი ფლორენციელთა კაპიტნის მხრიდან და იგი ბევრისთვის საყვარელი ფიგურა გახდებოდა.. მაგრამ :“მე მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვარ ორიენტირებული!”..

მას შემდეგ ფედერიკოს უშუალო სტილი არსად არ გამქრალა.. ტურინში მოსვლისას მას 33 ნომრიანი მაისური ერგო.. უამრავი ადამიანი ეკითხებოდა ბაჯოს განვლილ გზაზე და 10 ნომრიან მაისურზე:

“დიახ, რა დასამალია რომ 10 ნომრიანი მაისური მაგიურია და იგი ძალიან მომწონს.. მაგრამ რობერტო ბაჯო იყო იტალიური ფეხბურთის მოვლენა და მე ფედერიკო ბერნარდესკის მასთან ჯერჯერობით არაფერი მესაქმება.. მამსგავსებენ? სასიამოვნოა, მაგრამ მის საფეხურზე ჩემი დაყენება არის თავად ბაჯოს შეურაწყოფა.. იგი უნიკალური და ერთადერთია! შევეცდები საფეხბურთო სამყაროში დავამტკიცო საკუთარი ადგილი და სწორედ ამის შემდეგ შევეცდები დავიმსახურო ჯადოსნური 10-იანი..”

თებერვლაში იუვენტუსის მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტების თაოსნობით ფედერიკოს უჩვეულო პრესსკონფერენცია მოუწყო.. ფეხბურთელი მოზარდების წინაშე წარსდგა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.. გთავაზობთ რამდენიმე კითხვაზე ფედერიკოს პასუხებს:

“როდესაც მწვრთნელი მითითებას გაძლევს, ამან შენ არ უნდა გაგაღიზიანოს.. პირიქით, იგი დარდობს შენს მონაცემებზე და სურს, გახდე კიდევ უფრო უკეთესი! ბედნიერებაა, როდესაც მწვრთნელი შენს ასპარეზობას აკვირდება!”

“დედაშენი საშინაო დავალებებთან დაკავშირებით მომთხოვნია? მინდა გითხრა, რომ ის აბსოლუტურად მართალია! პირველ რიგში ბეჯითად შრომაა საჭირო, რის შემდეგაც შეგიძლია საკუთარი თავის სიამოვნებაზეც იფიქრო.. გარწმუნებ, რომ მთელს მსოფლიოში დედა არის ადამიანი რომელმაც ყველაფერი იცის!”

თავად ფედერიკო ამ ყველაფერს ოდნავ მოგვიანებით ეზიარა:

“ბავშობაში ხშირად ვამტვრევდი სხვადასხვა ნივთებს.. სულ ბურთთან ერთად ვიყავი და შინ მთელი არცერთი ვაზა ან ფანჯარა არ დამიტოვებია.. საბოლოო ჯამში ორი ოცნება ჩამომიყალიბდა: გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე!”

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სენი – სიყვარული დიდი ფულის მიმართ, მას ჯერჯერობით ვერაფერს აკლებს:

“ვგიჟდები ფეხბურთზე! მე ის ძალიან მიყვარს და იგი ყველგან საოცარია! თუმცა, ფულის გამო ჩინეთში და მსგავს ეგზოტიკურ ადგილას სათამაშოდ არასდროს არ წავალ!”

გემოვნებაც უდაოდ კარგი აქვს.. თურმე, ჯერ კიდევ არიან ფეხბურთელები რომლებიც Lil Wayne-ს გარდა სხვა მიმდინარეობებსაც უსმენენ.. ფედერიკო გიჟდება როკ მუსიკაზე და განსაკუთრებულად აფასებს Blink-182 რომელიც პანკ-როკ მიმართულების ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფია.. კინო ხელოვნებაც იტაცებს და აქაც კარგ ფილმებს ასახელებს.. მაგალითად როგორებიცაა უილ სმიტის მონაწილეობით ბედნიერების ძიებაში და დევიდ ფინჩერის ტრილერი შვიდი, სადაც მთავარ როლებს ბრედ პიტი და მორგან ფრიმენი ასრულებენ.. დამეთანხმებით ალბათ რომ მშვენიერი სიაა..

საფეხბურთო გემოვნებასაც არ უჩივის.. ალესანდრო დელ პიერო და ანდრე შევჩენკო:“უკრაინელი არანორმალურად ძლიერი ფორვარდი იყო.. იმედი მაქვს მისი მიღწევის 40%-ს მაინც გავუტოლდები!”.

ფედერიკოს როგორც კეთილ ადამიანად ისე ახასიათებენ და ერთ-ერთი ასეთი ბოლო ქმედება დავიდე ასტორის უკავშირდება.. იტალიელი უკანახაზელის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მან ხელზე ახალი ტატუ გაიკეთა.. ავე მარიას ლოცვა და ციფრი 13 რომელიც დავიდეს კარიერის განმავლობაში ჰქონდა.. ტატუს ქვევით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე შემდეგი ტექსტი: “დღე 13″, “მინდა რომ ახლა აქ იყო!” “სამუდამოდ მეგობრები”..

ასტორი მეგობრობდა ფედერიკოსთან და მისი ასპარეზობით აღფრთოვანებული იყო.. აი ასე უპასუხა ჟურნალისტებს თანაკლუბელის ბარსაში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით:

“ჩვენ მას მესისთან მისალმება დავაბარეთ.. გუნდში ამ ინფორმაციას იუმორით შეხვდნენ, თუმცა თუ ეს მართლაც რეალურია, მაშინ კარგი იქნება თუ ფედერიკო ფლორენციაში დარჩება. ასეთი ნიჭიერი ბიჭი არსად არ უნდა გავუშვათ”.

ფედერიკომ ასევე დაწერა, რომ დავიდეს მადლიერია მისი თანადგომისთვის და რჩევებისთვის, რომელსაც ასტორი მისი მისამართით უსაზღვროდ იძლეოდა. მეგობრობის და მორალური ეთიკიდან გამომდინარე ფედერიკო დაპირდა, რომ არ მოაკლებდა მზრუნველობას მის მეუღლეს და შვილს! “შენ მუდამ დარჩები ჩემს გულში.. მენატრები..”

“ყოველთვის იყავით პოზიტიურად და გწამდეთ ოცნების, იშრომეთ და მზად იყავით თავგანწირვისთვის! აუცილებელია შეინარჩუნოთ უშუალო დამოკიდებულება.. იყავით მოკრძალებულნი და მუდამ ყველაფერში კარგი ეძიეთ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

6 კომენტარი

  1. nexus nexus says:

    romam naxevarfinalshi ro miagwia kargia shemdeg wels modzlierdeba ufro konkurenciac ufro metad daidzabeba skudetoze da imedia italielebic gamococxldebian evroturnirebze… :forza:

    • რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

      ისე წელს ლამის დაკარგული სკუდეტოს გამო ნერვები დაგვეთხარა და თუ სერიალი მოიხოდება და მერე გაჩნდეს სკუდეტოს დაკარგვის შანსი წარმოდგენა არ მინდა აქ რა მოხდება :)

  2. nexus nexus says:

    magari kacia fedia… :up: :up: :up:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »