გახსენება ანუ გიორგი ქასრაშვილის “ემოციონე”!!!

ევრო 2000-ის დასრულების შემდეგ, სანაკრებო ბატალიებში პაუზა იყო 2 წლით, საკლუბო ფეხბურთში კი ცვლილებები განხორციელდა, მე და ჯანლუიჯი ერთად მოვედით იუვენტუსში და შესაბამისად იუვენტუსის გულშემატკივარი გავხდი. ჩვენთან ერთად გუნდში მოვიდნენ პაველ ნედვედი, ლილიან ტურამი და მარსელო სალასი, გუნდი კი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა ზინედინ ზიდანმა დატოვა… ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა მარჩელო ლიპი…

სეზონი კარგად დავიწყეთ, ბუფონი მოწოდების სიმაღლეზე იყო, ნედვედმა, ტრეზეგე დელპიეროსთან ერთად, მრისხანე შეტევის ხაზი შექმნა, მაგრამ ჩვენზე უკეთ მილანის ,,ინტერი” გამოიყურებოდა კრისტიან ვიერის მეთაურობით. სეზონის დასრულებამ 5 ტურით ადრე, სატუნირო ცხრილში ჩემპიონობის ვინაობა ფაქტიურად გარკვეული იყო, სკუდეტოს ნერიაძურა ეუფლებოდა, იუვენტუსი და დედაქალაქური კლუბი ,,რომა” კი ერთმანეთს ვერცხლის მედლებში ეცილებოდა.

სერია-ა 29 ტური: ხუთი ტურით ადრე. ინტერი: 62 ქულა, იუვენტუსი: 56 ქულა.

სერია-ა 30 ტური: უკვე მომდევნო ტურში ინტერის საჩემპიონო შანსებმა, მოულოდნელად იკლო, რამეთუ მოულოდნელი მარცხი იწვნიეს შინ ბერგამოს ატალანტასთან, იუვენტუსმა კი პერუჯაში 4-0 იმარჯვა.

სერია-ა 31 ტური: მიმდინარე უიქენდზე 3-3 ქულა აიღეს მეტოქეებმა. თუ ინტერს ადვილი მატჩი ჰქონდა მის მოედანზე ბრეშას წინააღმდეგ, იუვენტუსმა რთულ დაპირისპირებაში დაამარცხა, მეტოქის თანაქალაქელები მილანის ,,მილანი” ანგარიშით 1-0.

სერია-ა 32 ტური: მორიგი დაკარგული ქულები და ინტერი უკვე იუვენტუსის სუნთქვას და სიახლოვეს გრძნობდა, შიშის სინდრომიც გაჩნდა, მუხლები ეკვეთებოდათ ფეხბურთელებს, რადგან მათ არ ჰქონდათ კიდევ ერთხელ ფეხის დაცდენის უფლება. ინტერი ვერონაში ადგილობრივ კლუბ ,,კიევოსთან” ფერედ (2-2) ასრულებს მატჩს, იუვენტუსი კი პიაჩენცაში გამარჯვებით (1-0) 2 ქულამდე ამცირებს სხვაობას პირველ ადგილოსანთან. წინ კიდევ 2 ტურია, სკუდეტომ იუვენტუსის რადარზეც გამოანათა, უკვე წარმოსახვებში ვართ, მოლოდინი დიდი იყო, ჩვენ მორიგ სასწაულს ველოდით…

სერია-ა 33 ტური: დიახ, სასწაულს ველოდით, მაგრამ არა ამ ტურში, ინტერმა შინ პიაჩენცა ადვილად დაამარცხა (3-1) დელპიერომ და ტრეზეგემ კი ბრეშასთან ბენეფისი მოიწყვეს, ფრანგმა ჰეთთრიკი, კაპიტანმა კიდევ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 5-0 დააფიქსირა.

სერია-ა 34 ტური: ბოლო ტური, ბოლო იმედი, ჩვენი ხავსი რომაული ,,ლაციო” იყო.

5 მაისი 2002 წელი: ლაციო – ინტერი, უდინეზე – იუვენტუსი.

აღდგომის დღესასწაული იყო, კვირა, სასაფლაოდან ახალ მოსულებს, შინ სამწუხარო ამბავი დაგვხვდა, ყველანი გარდაცვლილის ოჯახში წავიდნენ. მე კი ვერ წავიდოდი, ვერც ვიტყოდი რატომ, მაგრამ მე მოვახერხე რომ დავრჩენილიყავი. დავრჩი ჩემი ბიჭების გვერდით. ამ ყოველივეს ვწერ და კომპიუტერის მონიტორში იშლება 14 წლის წინანდელი შავ-თეთრი კადრები, დიახ მეგობრებო, შავ-თეთრი ტელევიზორი ჩართო მეზობელმა, ინტერის კაშნი გაშალა და საზეიმოდ მოემზადა, მე კიდევ ლაციოს მაისურში იუვენტუსის მოთამაშეებს ვხედავდი იმ მომენტში და მათ ვგულშემატკივრობდი. ვთხოვდი, რომ არ წაეგოთ, იუვენტუსმა მისი საქმე უნდა შეასრულოს და 3 ქულა აიღოს, ლაციომ კი არ წააგოს. მაგრამ სამწუხაროდ ჩემი და ბობო ვიერის სურვილები არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

მე-12 წუთზე ინტერი ანგარიშში დაწინაურდა. გატანილმა გოლმა დარჩენილი 78 წუთი მთლიანად გამიქრო, რადგან ვფიქრობდი, ჩემპიონი ხდება გუნდი და ის როგორ დაკარგავს ქულებს და კონცენტრაციასთქო, ამ ფიქრებში გართული პობორსკიმ შემაფხიზლა, ხელის გული გამაშლევინა და ანგარიში 1-1 დამიდო. მადლობა კარელ, მე თამაშში დავბრუნდი.

სიხარულმა 5 წუთს გასტანა, რადგან 24 წუთზე დიბიაჯომ ისევ წინ გაიყვანა მისიანები და მე ისევ თავი ჩავკიდე. 1-2

ტაიმი სრულდებოდა, ინტერი მატჩს აკონტროლებდა, მეზობელი ხარობდა, მე კიდევ არ ვიცი რას ველოდი, მაგრამ ისევ ნაცნობი კაცი მოვიდა და ამჯერად 2-2 გადმომცა საჩუქრად. დიახ მეგობრებო, პობორსკიმ დუბლი შეუსრულა ნერიაძურის და ტაიმიც ფრედ 2-2 დასრულდა… შესვენება 15 წუთს არ გაგრძელებულა, ეს იყო ალბათ საათები ჩემთვის, რომელიც ლოცვაში და თხოვნაში გავატარე. ერთ რამეს ვითხოვდი, რომ ლაციოს კარის ბადე მეტჯერ აღარ შერხეულიყო. (ცრემლს ვერ ვიკავებ)

მეორე ტაიმი დაიწყო, ინტერი უტევს, მათ გამარჯვება სჭირდებათ, 55-ე წუთი და… (მართლა არ ვიცი როგორ ავღწერო ეს ემოცია) დიეგო სიმეონემ ლაციო დააწინაურა 3-2

გული არანაკლებ ძგერს ახლა, როგორც მაშინ, ჩემი გათვლებით მთავარი იყო, რომ ლაციოს ბადე 2-ჯერ არ შერხეულიყო.

73-ე წუთი, ტელევიზორის მიმართულებით საფერფლე წავიდა, ინტერის კარში კიდევ სიმონე ინძაგის გოლი. ეს უკვე ოცნების ახდენა იყო, ეს უკვე ის სასწაული იყო, რომელსაც ველოდით…

გაისმის მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა, მეზობელი წამიერად გაითიშა და ეკრანს მიაშტერდა, რუსი კომენტატორი ამბობს ,,არ გადართოთ, სულ ცოტახანში ჩავრთავთ უდინეზე – იუვენტუსის დაპირისპირებას და გავიგოთ თუ ვინ გახდა იტალიის ჩემპიონი” მეზობელი კი იგინება, მრცხვენია ვთხოვო იუვენტუსის მატჩი მაყურებინოს, მაგრამ მაინც გავბედე.

– გია, რატომ ნერვიულობ, იქნებ იუვენტუსმაც ვერ მოიგო?
– იუვენტუსმა მოიგო!!! ჩემპიონი გახდა, ვერ ხედავ როგორ ტირიან ინტერის გულშემატკივრები? ეს ჩვენ არ ვიცით რა ანგარიშით დამთავრდა მატჩი, მათ კი იციან.

მე ბედნიერების ღიმილს თავი მოვუყარე და იქაურობას სწრაფად გავეცალე, რომ სიხარულისაგან დამეყვირა, ჩემებურად დამეწყო ხტუნვა და ზეიმი.

მშობლები დაბრუნდნენ, მე კი მათი მობილური ავიღე და სმს შეტყობინებით იუვენტუსის ანგარიში მოვითხოვე, სმს-მაც არ დააყოვნა, უდინეზე 0-2 იუვენტუსი და როგორც ახლა ამ წუთას ამოვისუნთქე, სწორედ ასე იყო 14 წლის წინათ. დილით კიდევ გავიგე, რომ მე-2 წუთზე დელპიერომ, მე-11 წუთზე კი ტრეზეგემ გაიტანა და ელოდნენ ლაციოსგან სასწაულს, რომელიც მოხდა და იუვენტუსი სკუდეტოს დაეუფლა…

დღეს 5 მაისი, ეს დღე ძალიან მიყვარს, ეს ჩემი პირველი სკუდეტო იყო 13 წლის ასაკში, დღეს კიდევ 29 წლის ვარ და გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი და ჯანლუიჯის პირველი ნაბიჯები იუვენტუსში. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, გზა 2002 წლის 5 მაისიდან, დღევანდელ დღემდე 16 წელს მოითვლის… ეს 16 წელიწადი კიდევ ამ დიდ სიყვარულს, რომელიც იმედია გაიზიარეთ და დიდი სიამოვნებით წაიკითხეთ.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. maradona73 says:

    გაიხარე ძმა, მართლა სიამოვნებით წავიკითხე. :up: :juvee:

  2. aragveli aragveli says:

    ან კროკოში ტვტექსტს ვუყურებდით და ველოდებოდით როდის ამოივლიდა უკან, რომ გაგვეგო ანგარიში თუ შეიცვალა :):)

  3. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ეეჰ რა დრო იყო ანგარიშების გასაგებად სმს რომ უნდა გაგეგზავნა ფასიანი :)

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »