ალეგრის თავს შავი ღრუბლები გროვდება..

რა ხდება ტურინში?

დღეს იტალიური გამომცემლობები ერთი მეორეს მიყოლებით ალეგრის სავარაუდო წასვლაზე ერთხმად საუბრობენ..

როგორც ჩანს გალილეო ფერარისზე სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს ალეგრის მიერ მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით.. უკავშირდება თუ არა ეს რეალთან მარცხს? არ არის გამორიცხული, რადგან გუნდს ლიგაზე წარმატება საოცრად სურს და შესაძლოა დირექტორთა საბჭოში გაჩნდა მოსაზრება, რომ იუვენტუსს ახალი სისხლი ესაჭიროება..

არ არის გამორიცხული რომ ლიგაზე წარუმატებლობას თან ერთვის მიმდინარე სეზონის არასტაბილური ასპარეზობა თითქმის ყველა ტურნირზე, რომელზეც კლუბი ასპარეზობდა.. სკუდეტოს მფლობელის ვინაობა ბოლო 4-5 ტურამდე გაურკვეველი რჩებოდა და ნაპოლისთან მარცხის შემდეგ სიტუაცია საერთოდ უკიდურესად დაიძაბა..

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჟურნალისტები მის წასვლაზე ალაპარაკდნენ და ბუნებრივია სავარაუდო შემცვლელებზეც არ დააყოვნეს ინფორმაცია..

ასე მაგალითად ტუტოსპორტი ორ კონკრეტულ გვარს ასახელებს.. არავინ იცის რატომ მოხვდა ამ მოკლე სიაში ზინედინ ზიდანი, რომელიც ისტორიულ შედეგთან არის ახლოს.. ფრანგი გახდება პირველი სპეციალისტი რომელიც ზედიზედ მესამე ლიგის თასისთვის იქონიებს პრეტენზიას.. ლა ლიგა ხომ არ არის პრობლემა? იქნებ პერესს ყელში ამოუვიდა ლიგის თასი და ახლა ცვლილება სწორედ პრიმერას მოსაგებად სურს, რომ განახორციელოს? შეიძლება თვლის, რომ ზინედინის ძლიერი მხარე გრძელი მარათონული რბენა არ არის..

მეორე ვარიანტი გაცილებით რეალურია.. სიმონე ინძაგი დღეისათვის იტალიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი სპეციალისტია, რომელმაც ძალზედ მოკრძალებულ ლაციალესთან ფრიად აღსანიშნავ მიზანებს მიაღწია.. მის ხელში არაერთი ფეხბურთელი გაიზარდა და ახლა ბაზარზე 50-დან 100 მილიონამდე ღირს..

კიდევ ერთი ადამიანი კარლო ანჩელოტია.. ამ ცნობებს უკვე სქაი სპორტი ავრცელებს და თავად ანჩელოტიმაც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა:

“დიახ, იტალიიდან არაერთი დიდი კლუბი დამიკავშირდა. ამ ეტაპზე ყველა წინადადება მოვისმინე და ვფიქრობ, რომელს დავთანხმდე.. გადაწყვეტილებას მალე მივიღებ.. თუმცა, გადაჭრით გეტყვით რომ იტალიაში ვბრუნდები და კარიერას კვლავინდებურად საკლუბო სფეროში განვაგრძობ..”

ამ განცხადების შემდეგ ბუნებრივია იუვენტუსის ერთ-ერთ მომავალ თავკაცად უდაოდ უნდა განვიხილოთ კარლო ანჩელოტი.. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.. დაახლოებით ორი კვირის რადიუსში ალეგრის ხელმძღვანელობას შეხვდება და სწორედ აქ გადაწყდება ყველაფერი.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

43 კომენტარი

  1. mgel piero mgel piero says:

    არა რA აქ სიტუაციას რომ ვუყურებ ბევრი მასტერლიგას ძალიან მაგრად ითამაშებს

  2. ddaattoo says:

    ზიდანი ფაქტია კარგი მწრვთნელია მაგრამ მთელი ეს წელი არასტაბილური გუნდი ყავდა ლალიგაში – მწვრთნელობის მაგ გუნდს არაფერი ეტყობოდა ესპანეთში. აი ლიგაზე კი მსაჯით თუ უმსაჯოდ უნდა ვაღიარო რომ ძალიან გაუმართლა – ფინალშია გინდი რომელმაც პლეი ოფში ერთი კარგი თამაში აჩვენა ნახევგუნდა პსჟსთან. არც მანდამაინც შარშან უბრწყინია განსაკუთრებით ბავარიასთან მაგრამ ნუ წლევანდელთან შედარება არაა. ანჩელოტი ალბათ მაინც ცუდი ვარიანტია გამომდინარე მისი მოთხოვნებიდან – არავინ უყიდის ტოპ ვარსკვლავებს თუმცა არსებულითაც შესაძლოა უკეთესი შედეგიც ეჩვენებია. ინძაგი კარგია ოღონდ რამდენად კარგი იქნება იუვეს კალიბრის გუნდისთვის ეგაა საკითხავი. ალეგრის დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ მაგრამ ამ ეტაპზე თუ დატოვებენ და 100-150 მილიონს გაისვრიან ბაზარზე განაპირა მცველებში და ერთ კარგ ნახევარმცველში შეიძლება ერთი წელიც მაგის იმედზე ყოფნა. ასეათუ ისე თამაშს აშკარად კითხულობს და შეუძლია თამაშის დროს კორექტივები ტაქტიკაში. თუმცა მე მაინც ვთვლი რომ მაგის ყველაზე დიდი მინუსი გუნდის ფიზიკურად მომზადებაა – ყოველთვის ფიზიკაში იჩაგრება ალეგრის გუნდები ან გაუთავებლად იტრამვებიან. თუნდაც რეალი რო ავიღოთ არცერთ გადამწყვეტ ეტაპს არცერთი წამყვანი ფეხბურთელი არ ტოვებს ტრამვის გამო ნუ სიჩქარეებს რასაც იუვესგან განსხვავებიტ რეალი თამაშობს ეგ კიდევ სხვა თემაა

  3. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    ტუტოსპორტმა დაწერა ვინ დარჩება მომავალ წელს იუვეში, ბუფონს 0% მისცეს დარჩენის :chuvak: იმედია ცდებიან…
    სანდრო – 5%
    ასამოა – 0%
    ლიხტა – 0%
    ჰიოვედესი – 25%
    პინსოლა – 90%
    ბენატია – 70%
    რუგანი – 80%
    ხედირა – 30%
    მარკიი – 60%
    ლეგენდა – 50%
    ბენტუკური – 80%
    კვადრადო – 90%
    იგუ – 95%
    დიბალა – 60%
    მანჯუ – 35%
    დანარჩენები 100% რჩებიან

    • Old Juventus says:

      ეს შეფასებები მოვიდა კლუბის მიერ განხორციელბული სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე ხომ თავისთავად?

      ამ პოლიტიკის შესაბამისად იგუს დაუწერეს 95%, რომელიც გუნდის ტორმუზია და არანაირი პერსპექივა, მხოლოდ რეგრესი ექნება და ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს და პერექტივა აქვს 60% -დიბალას.

      სწორედ ეს არის იუვეს პრობლემა ლიგის მოგების კუთხით, და პირველ რიგში მენჯმენტის და დაფინანსების პრობლემა გვაქვს რომ ვიყოთ სტაბილურები და ამის შემდეგ თუ ვერაფერს იზამს ალგერი შეიძლება გაუშვა.

      მე პრობლემა არ მაქვს გაშვების შემმთხვევაშიც, მაგრამ თუ უშვებ უნდა მოიყვანო უკეთესი, უკეთესი კიდევ მაქსიმუმ 3 ტრენერი თუ იქნება, რომელთა მოყვანს ერთი ადგილი არ აქვს მენეჯმენტს და რავიცი რაივიცი…

  4. Del_Piero Del_Piero says:

    არადა სხვა რაღაცა თქვა ანჩელოტიმ. იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ ვარო მაგრამ იტალიაში ბევრი ალტერნატივა არააო და შეიძლება საზღვარგარეთ დავრჩეო. ერთადერთი რაც დაადასტურა საკლუბო ფეხბურთში ვიქნებიო.

  5. forza bianconeri forza bianconeri says:

    რა საცოდავი გუნდია იუნაიტედი, ტოპ ფეხბურთელებს ყიდულობენ, უამრავ ფულს ხარჯავენ და მწვრთნელი არ ჰყავთ ტიპებს, სევილიებთან ვარდებიან :lool: :lool: 90 მილიონად იყიდეს სავიჩი, სამაგიეროდ მაროტამ იგუაინი იყიდა 90 მილიონად :blin:

  6. Dato777 says:

    ვინ გაიყიდება და ვის იყიდიან არცერთ Gუნდში არ ცყვეტს ტრენერი, უბრალოდ ხელმძღვანელობა ათანხმებს მცვრთნელთან და სახავენ პრიორიტეტ ტრანსფერს, ვერავინ დამაჯერებს რომ ალეგრი მივიდა ანიელისთან და უთხრა პოგბა გაყიდე და რინკონი მომიყვანეთო

    • nexus nexus says:

      alegri ar mividoda pogba gayideo ar ityoda magram arian iseti mwvrtnelebi romlebsac ver ubedaven gayidvas da dzalit achereben fexburtelebs zogic shedegianad da zogic ushedegod…

      • Dato777 says:

        გუნდის მფლობელი ტრინერს ვერ უბედავს? საინტერესოა

        • Old Juventus says:

          Dato777

          და რა არის ამაში გაუგებარი? ვერ უბედავს მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს რომ ტრენერი თოფით ადგას მფოლებელს თუ გამიყიდი გესვრიო, აქ არის ორხმრივი თანამშრომლობა, რაც გვხვდება ჩვეულებრივ ყოველდრიურ ცხოვრებაშიც…

          მწვრთნელს აქვს მოთხოვნები, თუ არ დაუკმაყოფილებ არ მოვა ან მალევე წავა გუნდიდან და თუ გუნდს უნდა რომ დიდი შედეგები დადოს კვალიფიციურ მწვრთნელს უნდა დაუკმაყოფილო მისი მოთხოვნები, სხვა შემთხევავში არ გაჩერდება შენთან, თუ ფეხბურთელებს არ მოუყვან ან მითუმეტეს არსებულს ტოპებს თუ გაუყიდი.

          ყოველდღიურ ცხოვრებაში ანალოგიური მომენტი გხვდება ხელფასზე, როდესაც უფროსთან შეხვალ და ეტყვი სხვა მთავაზობს მეტს და თუ არ მომიმატებ მივდივარ, თუ ჭირდები და სურს სამსახურში დალაგებულად იყოს ოპერაციები მოგიმატებს და თუ დააკმაყოფილებს ის ფაქტი რომ არ ქონდეს ყველაფერი დალაგებულად სამსახურში გავა ფონს იაფფასიანი კადრით :)))

  7. kaxa-zizu kaxa-zizu says:

    მე მგონია ანჩელოტი ყველაზე რეალური კანდიდატია,ეს იმ კატეგორიის მწვრთნელია რომელსაც შეუძლია როგოც სკუდეტოს ასევე ლიგის მოგებაც.მითუმეტეს იუვეში ნამუშევარია და ასე თუ ისე იცის გუნდის მენტალიტეტის.დარწმუნებული ვარ რომ მის ხელში სულ სხვა იუვენტუს ვიხილავთ.

  8. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    nexus
    არ ვიცი ფინანსური კრიზისი შეიძლება აქვთ მარა კლუბი რო სწორად ვითარდება ფაქტია, სწორი ტრანსფერები გააკეთეს ბოლო დროს და სედეგებიც დაასტაბილურეს ასეთუისე, სუსტ გუნდებს მარტივად უგებენ, ისე რო მეტოქეს ფაქტიურდ შანსს არ აძლევენ, პერიშიჩი – ალკანტარა – ვესინო – ბროზოვიჩი არაა ცუდი ნახევარდაცვა + ბებერი ვალერო, შეტევაც კაია თუ იკარდი შეინარჩუნეს, დაცვის ცენტრიც ნორმალურია, მეკარე ხო შეიძლება საუკეთესოც ყავდეთ ამ ეტაპზე, 3-4 კაი კაცი თუ დაიმატეს და ეს შემადგენლობა სეინარჩუნეს მომავალ წელს ოთხეულში უეჭველი შევლენ, წელსაც მირჩევნია ინტერი გავიდეს ლიგაზე, ბოლო ტურსი ლაციოს ხვდებიან და თუ მოიგეს მემგონი ინტერი გადის თანაბარი ქულების შემთხვევაში

  9. forza bianconeri forza bianconeri says:

    ფეხბურთელს ვერ მოიყვანს ვერც ზიზუ და ვერც კარლო. მხოლოდ მაროტა-პარატიჩზეა ეგ დამოკიდებული და თუ თვითონ არ მოინდომეს ვინმეს ყიდვა, მწვრთნელის მოთხოვნა ბევრს არაფერს შეცვლის.

  10. araba araba says:

    წელს ალეგრი არსად არაა წამსვლელი სამწუხაროდ :chuvak:

  11. Old Juventus says:

    ჩემი აზრით ამ ეტაპზე იუვეს ყველაზე ნაკლებად ჭირდება ინძაგი (სტატიაში ჩამოთვლილ მწვრთნელებს შორის) და რათქმაუნდა პირველ რიგში ზიდანი იქნებოდა იდეალური ვარიანტი და შემდგომ ანჩელოტი და რატომ…

    ეს ორივე იმ კალიბრის ტრენერია, რომლებიც მენეჯმენტს მოთხოვენ 2-3 ტოპ ტრანფერი დადებას და მაგ:ზიდანის ხელში გუნდი აღარ იყიდის სხვა გრანდის ჩამოწერილ ფეხბურთელებს, ამ სატრანსფერო პოლიტიკით კი ვხედავთ გადამწყვეტ თამაშებში ხშირად გუნდს აკლია თავდაჯერებულება და არის ხოლმე კლასში სხვაობა…

    პირველ რიგში გუნდს ჭირდება მომოთხოვნი სპეციალისტი, რომელიც დაიკიდებს მენეჯმენტის არასწორ ტრანსფერს და დაახვევინებს ღიპიანს, რომელიც იმენა გუნდის ტორმუზია და მოაყვანინებს 2-3 ტოპს.

    იძაგი მეც მესიმპატიურება, მაგრამ იგივე პოლიტიკა გაგრძელდება რაც ეხლა გაქვს და დიდი არაფერი შეიცვლება, ისე მილინკოვიჩის მოყვანაში კი შეიძლება დაგვეხმაროს :)

    მენეჯმენტმა ცოტა უნდა გაიკრას ჯიბეზე ხელი და 3 კაცის მოყვანით კაფეტივით გუნდი აიწყობა :forza: :forza: :juvee:

    • nexus nexus says:

      zidans vin mouyvanes?… zidans yavda fexburtelebi piqit gayida araerti… fexburtelebs ufro ancheloti moiyvans chemi azrit am sameuliad ogobd gayidis kidevac da esaa sashishroeba

      • Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

        ზიდფანი სახელბის ხამი არაა, სახელის გამო არავის მოითხოვს, თუ შეამჩნია რო შეუძლია ბერნარდესკი და სხვა ახალგაზრდები გაავარსკვლავოს, ამათ მისცემს შანს და სახელების მოყვანას არ მოითხოვს, რეალში არავინ მოუთხოვია პირიქით სახელები საკმზე დასვა და ასენსიო – კაზემირო – ვასკესებს მისცა შანსი.
        ცუდი მწვრთვნელი არ განიხილება ამ ეტაპზე იუვეს ირგვლივ, ყველას აქვს დიდი პლიუსი, ერთადერთი რაც შეიძლება ცუდი იყოს ისაა რო მანჩინის ნიშნავენ ნაკრებში :chuvak:

        • nexus nexus says:

          magas vambob mec ro zidani ver moiyvans realshi piriqit gayida fexburtelebi faktia da opgba undoda maxsovs yvelaze metad da ver mouyvanes…

          • Old Juventus says:

            ძირითადის კაცი ზიდანისთვის არავინ გაუყიდიათ, ხამესს და მორატას წლები სკამზე ამოუვიდათ ყელში და მაგიტომ წავიდნენ.
            მე იმას ვამბობ რომ ალგრიმ მაგალითად ლიხშტაინერი 2 წლის წინ ჩამოწერა და ეხლა იძულებულია შეიყვანოს 11 თუ 16 წუთზე, ამას ზიდანი არ აიტანს და პირობას დაადებინებს და დეშილიოს, ასამოას მსგავსი ფეხბურთელები არ იყვნენ იუვეში, ასევე შეაცვლევინებს ღიპიანს და მოიხოდება გუნდი. ამ კამანდით თუ გუნდმა ტორმუზი ხალხი არ მოიშორა ალეგრიზე კარგ შედგეს ვერცერთი ტრენერი დადებს, თუ შეცვლიან სატრანსფერო პოლიტიკას გუნდი ხარისხობრივად მალევე მოუმატებს ალგერის და ზიდანის ხელშიც…
            ბერნანდესკი ალეგრიმ მართლაც რომ მაგრად მოხოდა, ტრავმა მიიღო ცუდი დროს ძაან

          • nexus nexus says:

            gayidvaze arc mqonda am shemtxvevashi akcenti shedzenaze mqonda aqcenti erti pogba undoda da isic ver moiuyvanes…

        • Old Juventus says:

          პოგბა ცოტა სხვა შეთხვევაა, ალბათ შეჯერდნენ აზრზე რომ აუცილებლობას არ წამოადგენდა იმ პირობებში, როცა მანჩე ასტრონომიურ თანხას იხდიდა და მაგ შემთხვევაში იყო რისკი რომ შეიძლება თვითონ პოგბა ვერ ჩამჯდარიყო გუნდში და დარჩენილიყო სკამზე, როგორც კაკას შემთხევავში მოხდა.

          საქმე ისაა რომ რომ არ ყოლოდა მოდრიჩი ან კროოსი აუცილებლად უყიდიდა პერესი პოგბას, ეს ჩემი პირადი აზრია და დარწმუნებული ვარ ამაში :)

    • სვანჩიკა says:

      მენენჯმენტს რაც აქვთ გეგმა რომ უნდა დახარჯონ ტრანსფერებზე იმაზე მეტს არც დახარჯავენ სულ რომ ზიზუ ანჩე მაურინიო და კიდე არვიცი ერთად დანიშნონ იუვეში ვინც მოვა მწვრთნელი მაგასთან თავიდანვე იქნება შეთანხმებული ყველა ნიუანსი ამიტომ ეგ რომ ზიზუ მოვა და მოთხოვს ეგრე არაა თავიდანვე არ მოვა მაშინ ისევე მოითხოვს ინძაგიც და სხვაც რაზეა გათვლა და რა თანხებზე ამას ელკანი ანიელი გადაწყვიტავს მათი ბიზნესია ეგ სფერო და არა რომელიმე თუგინდ ავტორიტეტი მწვრთნელი :no

    • რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

      ჯერ ბინა იყიდო და ფასი მერე გაიგო ეგ პონტია. სანამ მოვლენ მწვრთნელები მანამდე ათანხმებენ ყველაფერს

  12. Dato777 says:

    წესით ივნისისს შუა რიცხვებში გაირკვევა ყველაფერი

  13. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    იუვე
    რომა
    ინტერი
    მილანი
    ეს იქნება ოთხეული მომავალ წელს

  14. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    სკუდეტოს ყველა მოიგებს, დღეს იმის მსგავსი კლუბიც არ არსებობს სერია ა_ში როგორიც იუვე იყო 2011 წელს, ერთადერთი რომა შეიძლება ჩაითავლოს სწორად განვითარებად კლუბად, რო არა იუვე მომავალ წელს რომა გახდება ჩემპიონი, ნაპოლი არაა ის გუნდი რო ზედიზედ 2 წელი იბრძოლოს ჩემპიონობისთვის, ოთხეულში შეიძლება ვერ გავიდეს ნაპოლი მომავალ წელს.

    იუვეში ისეთ მწვრთვნელს მოიყვანენ, ყოველშემთხვევაში ეს იქნება ამოცანა რო გუნდმა ქვედა ზონის გუნდებს მეორე სასტავითაც მოუგოს და რაც მთავარია იმდენი ავტორიტეტი უნდა ქონდეს მწვრთვნელს რო არ შეეშინდეს კრუტუნებთან მეორე სასტავის დაყენება და არ იფიქროს ახლა ამას რო ვერ მოვუგო ფანები გადამივლიანო, ასეთი მშიშრების ადგილი იუვეში არაა. მეორე ამოცანა იქნება ლიგაზე მეტი ძალის გამოჩენა უკვე მწვრთვნელის სახელითაც, ანუ ანჩელოტის იუვე უკვე სულ სხვა ძალა იქნება კონკურენტებისთვის, ანჩელოტის იუვე რო მეტად შეაშინებს მეტოქეებს ვიდრე ალეგრის ან თუნდაც ინძაგის იუვე ფაქტია, მწვრთვნელის მთავარი ფაქტორი პირადი ავტორიტეტია თანამედროვე ფეხბურთში, ზიდანმა ძირითადად მაგის ხარჯზე გაქაჩა რეალში, ამიტო ანჩელოტი თუ მოვა ლიგაზე ანჩელოტის ავტორიტეტის ხარჯზე კარგ შედეგს დადებს იუვე.

  15. შეიხ ბეპე ალ მაროტა შეიხ ბეპე ალ მაროტა says:

    ზიდანის კანდიდატურა ამ ეტაპზე არარეალური მგონია, მაგრამ მომავალში შეიძლება მოინდომოს ძველ გუნდში დაბრუნება. ინძაგი არაა ცუდი ვარიანტი

  16. nexus nexus says:

    ancheloti ro movides sheidzleba ligaze uket vitamashot magram ligasac gavushvebt xelidan da skudetosac… :lool: :lool: :lool: me ratomgac aqedan yvelaze metad indzagi minda

  17. სვანჩიკა says:

    აგერ ძმაო დაველოდოთ მოვლენებს რათუნდა ეს ექსტრემისტული გინება არის მოლოდინის რეჟიმი მაროტამაც თქვა გუშინ დავილაპარაკებთო ჩამოთვლილი კანდიტატები სამივე მისაღებია რათქმაუნდა მე ზიზუს ვაფასებ მაგრამ მაინც მირჩევნია პირველი ანჩე სიმეონესაც ძალიან დიდ პატივს ვცემ მართლა კარგად ითამაშა მის ხელში ლაციომ ვნახოთ რა მოხდება წავა ალეგრი პირადად მე ვეტყვი დიდ მადლობას და წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით და მისი გულშემატკივარიც კი ვიქნები სადაც წავა იქაც მორჩა და უპირველესყოვლისა ფორცა იუვე ესაა ჩემთვის მთავარი :juvee: :juvee: :juvee: :love: :love: :love:

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .