იტალიაში სარეზერვო გუნდებს მწვანე შუქი აუნთეს

81jO96UTe28

მომავალი სეზონიდან სერია ა-ს გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან მეორე, სარეზერვო გუნდი. ეს ინფორმაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-კომისარმა ალესანდრო კოსტაკურტამ Sportmediaset-თან ინტერვიუში დაადასტურა.

ჯანლუკა ლაპადულა უფრო დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს: გუნდები ასპარეზობას ლეგა პრო-ში ( სერია ც) დაიწყებენ და შესაძლებლობა ექნებათ გადავიდნენ სერია ბ-ში, თუ მათი ძირითადი გუნდი არ გავარდა სერია ბ-ში. ასევე შეიძლება გავარდნენ სერია ბ-დან ც-ში, ხოლო სერია ც-დან დ-ში არა, რადგან სერია დ-ში ფეხბურთელები კარგავენ პროფესიონალის სტატუსს. ამ შემთხვევაში მათ სერია ც-ში თავისუფალი ადგილის ლოდინი მოუწევთ.

წელს არის ერთი პრობლემა – სერია ც-ში მხოლოდ 2 ადგილია თავისუფალი, მზადყოფნა კი რამდენიმე გუნდმა გამოთქვა: “იუვენტუსი”, “ნაპოლი”, “მილანი”, “ატალანტა”, “ინტერი” და “ფიორენტინა”. ჯერჯერობით გაუგებარია, როგორ გააკეთებენ არჩევანს.

ვინ ითამაშებს? ოფიციალური წესები ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება: ფეხბურთელები 21 წელზე ნაკლები უნდა იყვნენ. იქნება ლიმიტი იტალიელებზეც, რომლებიც ძირითადში უნდა თამაშობდნენ, თუმცა რაოდენობა გარკვეული არ არის. არის გამონაკლისიც, თუმცა აქ ორი ვერსია ფიგურირებს. ერთი ვერსიით შესაძლებელია ორი ფეხბურთელის დამატება, რომელთა ასაკი 23 წელს არ უნდა აღემატებოდეს. მეორე ვერსიით კი შესაძლებელია სამი ფეხბურთელის დამატება ერთი პირობით – პირველ გუნდში 5 თამაშზე მეტი არ უნდა ჰქონდეთ ჩატარებული.

ზემოთ სურათზე წარმოდგენილია GDS-ის ვერსია, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს “იუვენტუს” B.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

10 კომენტარი

  1. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    მოიცა სევილიამ მონტელა რა პონტში გაუშვა, ლიგაზე ისტორიული წარმატება არაფრად ჩაუთვალეს?

  2. khvichia khvichia says:

    ძალიან კარგი რა ეშველებათ აწი სატელიტ გუნდებს, იუვეს საშუალებით ფულებს რომ აკეთებდნენ

  3. barona barona says:

    რაუნდა გკითხოთ თუიცით 1985 წლის სუპერთასის თამაში იუვენტუსსა და ევერტონს შორის რატო არშედგა?

  4. araba araba says:

    იუვესნაირ გიგანტს უარს ვერ ეტყვიან 1 ადგილი ცვენების იქნება აუცილებლად. მითუმეტეს, რომ ანიელი და იუვე ცვლილებების ინიციატორები და მოსურნეები არიან კარგა ხანია :forza: :juvee:

  5. სვანჩიკა says:

    ვიკინგ ანუ მომდევნო სეზონიდან ანუ სექტემბრიდან იუვეს ეყოლება მეორე გუნდი???

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .