ალეგრი:”ვამაყობ ამ საოცარი ადამიანებით!”

მასიმილიანო ალეგრი შეგირდებს მადლობას უხდის მიმდინარე სეზონში გამოვლენილი უდრეკი ხასიათის გამო:

“ბედნიერი ვარ რადგან ბიჭებმა ეს თავიც დახურეს და ახლა ერთი კვირა გვაქვს, რათა დიდი ზეიმისთვის მოვემზადოთ. მსურს შევაქო ნაპოლი, რომელმაც ბრძოლა ჩემპიონატის ბოლომდე გაგვიმართა და დღესაც, მათ შეძლეს სამპდორიას დამარცხება.

მუხლჩაუხრელად ვშრომობთ, მაგრამ როდესაც ზეიმის დღე მოდის, სწორია მისი ერთად აღნიშვნა! ეს თითოეულ იმ ადამიანს ეხება, რომელიც სამწვრთნელო სესიაზე მუშაობს, ასევე ეხებათ გულშემატკივრებს, მაგრამ ამ ბიჭებს განსაკუთრებულად!

ყოველთვის ვიქნები ამ ბიჭების მადლიერი, რადგან ასეთ ადამიანებთან ერთად მსგავსი მიზნების მიღწევა, მათი უნიკალური თვისებების ხარჯზე გამარჯვებას უფრო მეტ ეშხს სძენს.

მოტივაცია ყოველთვის იუვენტუსსთან ერთად არის.. ზოგი ფეხბურთელი დაგვტოვებს, მათ ნაცვლად ახლები მოვლენ, მაგრამ მიზანი უცვლელი დარჩება – მხოლოდ გამარჯვება! მოტივაცია შენში უნდა მოძებნო, დაისახო პერსონალური და გუნდური მიზნები.

განსაკუთრებული ემოციების ქვეშ ვიმყოფებით, რადგან გამარჯვების მოპოვება იოლი არასოდეს არის.. აქ იმყოფებიან ფეხბურთელები, რომლებლაც მონაწილეობა მიიღეს ყველა ამ ზედიზედ შვიდ მოპოვებულ სკუდეტოში! ისინი გულშემატკივრებისგან უდაოდ იმსახურებენ აპლოდისმენტებს. თითოეულ ჩვენთაგანს ამ სკუდეტოს აღნიშვნა, შინ ჩვენს ქომაგებთან ერთად გვსურს!

თუ ხელმძღვანელობა სამსახურიდან არ დამითხოვს, მაშინ ვფიქრობ კარიერის ტურინში განვაგრძობ! ეს არ ნიშნავს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას, ეს ნიშნავს იუვენტუსის ახალი პროექტის დამტკიცებას.. მოვა დრო როდესაც ზეიმი დასრულდება და ჩვენ ცივი გონებით მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით. როდესაც ახალი სეზონი დაიწყება, ყველაფერი განულდება და მიზანი კვლავინდებურად უცვლელი დარჩება.. მარტისთვის ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოდეთ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

18 კომენტარი

  1. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    არა ნუ ინგლისში სიამოვნებით იმუშავებს ყველა მწრთნელი მაგრამ არა ევროპალიგელ არსენალში.

  2. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ტფუ კომენტარი არ დაიდო

  3. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    ლიგის მოგების ყველაზე კაი შანსი წელს იყო, მომავალ წელს მაურინიოც ბევრად უფრო ამბიციური იქნება, გვარდიოლა თავისთავად, + პსჟ მოძლიერდება ახალ მწვრთნელთან ერთად, ბავარიაც სხვა გუნდი იქნება, მესისიზე და ბარსაზე ლაპარაკიც არ ღირს, წელს ფაქტიურად ყველა გრანს კრიზისი ქონდა და ეს იყო იუვეს შანსი, არ ვამბობ რო მომავალ წელს ვინმეზე სუსტები ვიქნებით, უბრალოდ წელს იუვეზე ძლიერი გუნდი არცერთი არ ყოფილა და ვალდებულები იყვნენ მოეგოთ…

    • VIKING VIKING says:

      შარშანაც იგივე ლაპარაკები იყო… ))

    • არკად დელ პიერო არკად დელ პიერო says:

      იმაში საერთოდ ვერ დაგეთანხმები რომ მომავალ წელს ბავარია და პსჟ ძლიერი გუნდები იქნებიან… გუნდი იცვლის მწვრთნელს? იცი რას ნიშნავს ეს ისეთ ჩემპიონატზე სადაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2 თამაში გაქვს? იმას ნიშნავს რომ ყველაზე ცოტა ისეთი ტრენერიანი გუნდი უნდა იყოს ვინც მისი გუნდის ნებისმიერი წვრილმანი იცის… რეალი იმიტო კი არ იგებს რო მწვრთნელია ძლიერი… იმიტო იგებს რომ. ეს ფეხბურთელები. საშინლად შეთმაშებულები არიან და ერთმანეთთან მილიარდი კომბინაცია აქვთ გაკეთებული… ზუსტად ეგეა მწვრთნელზეც…

  4. araba araba says:

    იტალიელი არსენა ვენგერია ეს ოჯახქორი მემგონი :chuvak:

  5. Del_Piero Del_Piero says:

    კარგია რომ რჩება, ბირთვი უნდა შეინარჩუნონ, სუსტი პოზიციები გაამაგრონ და ამ დაწყევლილ ლიგასაც ავიღებთ. :)

  6. Del_Piero Del_Piero says:

    მაროტა: “ალეგრის მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიშვებთ, თუ თავად მოისურვებს” :)))))))

  7. Dutch დათო ჯიშკარიანი says:

    კაროჩე ბევრს კი უნდა მაგრამ არ წავა და ლიგას დადებს )) ესაა ჩემი კომენტარი :chuvak: :juvee:

  8. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    თუ გამაგდებენ მარტო მაშინ წავალო :chuvak: თვითონ რომც არ ეთქვა, ვითომ ჩვენ არ ვიცით რა პრინციპით იცვლის კლუბებს :lool:

  9. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    კი აინტერესებს ზოგს რას იზამს ინგლისში და არსენალში მაგრამ იუვედან მანდ წახვიდე იგივეა მერსედესიდან ჯიგულზე გადაჯდე,

  10. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ალეგრიმ თუ გამაგდებენ მხოლოდ მაშინ წავალო

    • Dutch დათო ჯიშკარიანი says:

      კი ბატონო ამ ინტერვიუშიც წერია :)

      თუ ხელმძღვანელობა სამსახურიდან არ დამითხოვს, მაშინ ვფიქრობ კარიერის ტურინში განვაგრძობ!

  11. სვანჩიკა says:

    ესეიგი შეთანხმებაა საჭირო შეფობასთან ეტყობა ალეგრის გარკვეული მოთხოვნები აქვს ეს აშკარაა რამდენად მოხდება ურთიერთგაგება ამას გვიჩვენებს მათი შეხვედრა შეფობა + ალეგრი იმედია ყველაფერი მაგრად იქნება გუნდისთვის მე მომხრე ვარ გუნდში საკმაო დიდი ცვლილებების ვნახოთ რა იქნება :juvee:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »