ნედვედი:”თუ ბუფონი წავა, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის დიდი დანაკლისი იქნება”

პაველ ნედვედი გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებაზე საუბრობს:

“მაქსი თავის შეგირდებთან ერთად საოცარ საქმეებს ჩადიან! ისინი უდაოდ გმირები არიან, რადგან ამდენი წლის მანძილზე იმყოფებოდე მოშიებული გამარჯვებებს, მერწმუნეთ საერთოდ არ არის იოლი საქმე..

არადამიანური მიღწევაა, ამ წლების მანძილზე იმარჯვებდე მსგავსი რაოდენობით და აღწევდე ასეთ საოცარ შედეგებს.. თქვენ რომ იცოდეთ რა შრომა ჭირდება ამ ყოველივეს.. ფეხბურთელების გარშემო წრე უნდა შეიკრას და აპოლიდისმენტები არ მოაკლდეთ!

სეზონის საწყის ეტაპზე არ მივდიოდით სწორი მიმართულებით, მაგრამ ნაპოლის დამარცხების შემდეგ თითქოს რაღაცამ იფეთქა ყოველ ჩვენთაგანში.. საერთოდაც ასეთი ამბიციური გარემო, როგორიც ჩვენთან არის მუდამ გიბიძგებს წარმატებისკენ.

ნაპოლი აპლოდისმენტებს იმსახურებს, რადგან უკანასკნელ წამამდე ვგრძნობდით მათ კონკურენციას.. სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ კონცენტრირების შენარჩუნება.

ბოლო პერიოდში ჩემპიონთა ლიგის თასს 2-ჯერ მივუახლოვდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არ შეგვიძლია საბოლოო ნაბიჯის გადადგმა. ფაქტია, თითოეული ძლიერი მეტოქის წინაშე გუნდი სათანადო დონის თამაშს აჩვენებს. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭიროა ყველაფრის სწორად დაგეგმვა და გაკეთება.. ვაღიაროთ, რომ წელს რეალი უკეთ მომზადებული შეხვდა კონკრეტულ ეტაპს, მაგრამ ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება.

ბუფონთან ერთად იუვეში 2001 წელს მოვედი და თუ იგი წასვლას გადაწყვეტს, ეს იქნება დიდი დანაკლისი როგორც იუვესთვის, ასევე დანარჩენი საფეხბურთო სამყაროსთვისაც”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

14 კომენტარი

  1. forza bianconeri forza bianconeri says:

    ეე შარშან გამოეშვა რა ბარსას ინიესტა, არ იყენებდნენ ისე როგორც იუვე გამოიყენებდა. წელსაც არ იქნება ცუდი ანდრესის მოყვანა, ასაკის მიუხედავად, რადგან უდიდესი კლასის ფეხბურთელია.

  2. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    როგორც ამბობენ მეორე ფორმა ამფერი იქნება და მესამე შავია ყვითელი წარწერით https://3.bp.blogspot.com/-JpN-mkdlQVw/WhGVKQBxlDI/AAAAAAABXTw/y-FxxCx-MIwPo04ddoQ7ov1-5b9REdayACLcBGAs/w780-h400-c/juventus-18-19-away-kit-1.jpg :chuvak:

  3. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    იუვეში ყველაზე მეტად ასამოა არ მიყვარდა ზუსტად,მაგრამ მაინც მეწყინა მისი წასვლა, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი კარგსაც და ცუდაც. წარმატებები კვადვო

  4. forza bianconeri forza bianconeri says:

    რატო წავიდა კვადვო :blin: მოულოდნელი იყო. წელს საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო ჰქონდა

    • aragveli aragveli says:

      კარგის ნიშანია :) სანდრო დარჩება. სპინაცოლაც ტრავმიანია და თან ოპერაციას უპირებენ, კიდევ ერთ ფლანგელს ესენი ვერ მოიყბანენ და ანუ დატოვებენ სანდრინიოს

      • forza bianconeri forza bianconeri says:

        ჩემი აზრით, წელს გამოჩნდა სანდრო უაზროდ როა გაპიარებული და რო არ ღირს 70 მილიონი თუ რამდენსაც იხდიდა ჩელსი.
        ჩვეულებრივი განაპირა მცველია სანდრო, არაფერი განსაკუთრებული და ბევრ შეცდომასაც უშვებს, განსაკუთრებით პასების დროს

  5. juveboy-leo juveboy-leo says:

    ასამოას მადლობა ყველაფრისთვის…მერდებისთვის არ მემეტება კვადვო რაღა მანდ წავიდა

  6. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ახალი ფორმა ნახეთ ? მე ვფიქრობ სადაც თეთრი დატოვეს ყოფილიყო შავი და სადაც შავია თეთრი უმაგრესი ფორმა გამოვიდოდა და ოქროსფერი წარწერები უკანა ჩარჩოში ან ყვითელი. გახსოვთ ნაიკმა მაგარი შეცდომა რო დაუშვა რამოდენიმე წლის წინ თეთრზე ყვითელი წარწერები რო მიაწერა და ვერავინ ხედავდა :lool: მეორე ფორმა ძალიან მინდა რო იყოს ლურჯი რაღაც განსაკუთრებული როგორც 2015 წელს ან შავი.არავითარი ყვითელი ფორმა :|

  7. Del_Piero Del_Piero says:

    სპინაცოლას მუხლის ოპერაცია შეიძლება დაჭირდესო და ტყუილა გვქონდა მგონი მაგის იმედი.

  8. არკად დელ პიერო არკად დელ პიერო says:

    პროსტა ვინმეს თუ შეუძლია მითხრას ერთი მიზეზი მაინც რიდი სჯობია სეზონგაცდენილი ფელიპე ლუისი ჩვენს სანდროს… თან ტიპს საუკეთესო წლები აქვს და არ მიყავს იმ ჩემ შაშაკოლას… პროსტა რა ლოგიკით ვერ ვხვდები

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »