გაძეტა დელა სპორტი:”პერინი თანახმაა იუვენტუსში გადასვლაზე”

გაძეტა დელა სპორტი მატია პერინისთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცნობებს აქვეყნებს:

ჯენოას კარის დარაჯმა თანხმობა განუცხადა იუვენტუსის შემოთავაზებას კარიერის ტურინში გაგრძელებასთან დაკავშირებით..

ახლა ჯერი კლუბებზეა, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეხვდებიან ერთმანეთს და აპენინელის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ბუფონი მიმდინარე კვირას კარიერის დასრულებაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.. იუვეს ხელმძღვანელობას კი როგორც ჩანს შესნისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა სურთ.. მეორეს მხრივ გაძეტა აცხადებს, რომ პერინი ტურინელთათვის პირველი არჩევანია და სწორედ ამ ფაქტით არის ახალგაზრდა იტალიელი მოხიბლული..

ჯენოა მოთამაშეს 20 მილიონად აფასებს, მაშინ როდესაც ბიანკონერი მზად არის მატეას სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გაიღოს.. ეს თანხა მოდის იმ კონკრეტული ფაქტიდან, რომ პერინის გენუელებთან არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება..

დიახ, სხვაობა მოთხოვნილსა და შესაძლოა შეთავაზებულს შორის დიდია, მაგრამ როდესაც უშუალო მოლაპარაკებები გაიმართება, უფრო ნათელი გახდება თუ რა ხერხით ეცდება იუვე ჯენოას დაყოლიებას. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ამ ორ კლუბს შორის ძალზედ თბილი ურთიერთობა სუფევს, რომელიც არაერთ ტრანსფერში გამოიხატება.

კულუარული ცნობებით იუვემ პერინს 5 წლიანი კონტრაქტი და სეზონში 2.5 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

147 კომენტარი

  1. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    ბუფონმა უკვე იმ ასაკში ვარო რო, დროა საერთაშორისო გამოცდილება მივიღოო :chuvak: 9 სკუდეტო საკმარისაო, ისეთ გუნდში უნდა გადავიდე სადაც ლიგის მოგების შანსი მექნებაო :lool:

  2. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    სიმეონე კიარა ბუფონი ლივერპულში მიდის :chuvak: დღეს იტყვის სავარაუდოთ იუვედან მივდივარ მარა კარიერას არ ვასრულებო :lool:

  3. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    Vega
    სერია ა_ში მუშაობს 10 წელია და რაღაცა კი ეცოდინება, ან ტაქტიკა ან კიდე ცვლილება რო 60 წუთის მერე კეთდება :chuvak:

  4. nexus nexus says:

    ra mnishvneloba aqvs saidan aris igroki moyvanili mase barsas ro shevxedot pike imena manchesteridan gaages umtiti alba alveshi xavi iniesta buskeci mesi neymari… romelia grandidan gadmoxuli?… kidev dzalian bevria aseti… reals ra sul grandebidan moyavs?… ramosi kazemiro isco varane marselo…

  5. Vega Vega says:

    nexus

    დღეს არავინ ამბობს ბანძები არიანო მე იმას ვამბობ რომ დღეს რაც გახდნენ შიმეონეს დამსახურებაა თორემ გოდინი სუფთა ორღობეს იგროკი იყო. ნებისმიერ გუნდში ორღობეს ვერ გაცდებოდა. იუვეში კი შანსსაც არ მისცემდნენ. ეგაა ყველაფერს სჭირდება მიდგომა და ხელი რაშიც ტრენერის მოვალეობა დიდია. მონეტას ორი მხარე აქვს და ამ ორი მხრიდან აარჩიო სწორიიიიი მხარე.

    ასეთ რაღაცეებს აღწევენ მხოლოდ მოაზროვნე ტრენერები რომლებიც პროგრესზე ზრუნავენ და საკუთარი თავის ჰაი ლეველზე აყვანას, ვისაც შეცდომებზე სწავლა შეუძლიათ და მისგან გაკვეთილების მიღება. ყველა ტრენერი უშვებს შეცდომას მაგრამ ჭკვიანი ტრენერი ამ შეცდომის გაანალიზების უნარი უნდა ჰქონდეს ამისთვის უამრავი შესაძლებლობა მიეცემა. ტრენერი რომელსაც ჯიუტად ჩაკეტილია თავის ტაქტიკაში თუ აზრში მაშინ ჩათვალე რო არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს და თუ რამეს მიაღწიე ეს იქნება იღბალის დამსახურება ვიდრე ტრენერის.

  6. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    ობლაკი – ბენფიკადან
    გოდინი – ვილაირეალიდან
    ფელიპე ლუისი – დეპორტივოდან
    ვრსალკო – სასუოლოდან
    ხუანფრანი – ოსასუნადან
    პარტეი – ალმერიიდან
    გაბი – სარაგოსადან
    კოკე – აკადემიიდან
    საული – აკადემიიდან
    გრიზმანი – სოსიედადიდან
    ტორესი – აკადემიიდან
    კოსტა – რაიო ვალეკანოდან
    კორეა – სან ლორენცოდან

    ძლიერი შემადგენლობა ყავსო ისე იძახი ვითომ სულ ბარსა – რეალიდან მოკრიბა ეს ხალხი :lool: ძლიერი ყავს თუ სუსტი, მთლიანად სიმეონეს დამსახურებაა, ესაა გუნდის, შენზე დაბალი ხარისხის კლუბიდან რო მოიყვან ფეხბურთელს და შენთან ერთად ვარსკვლავს გახდი, აბა ბარსა – რეალიდან მოყვანილი ფეხბურთელებით ნებისმიერი მწვრთვნელი დაიბრალებს მე ვარ მაგარიო და მიტო იგებს ჩემი გუნდიო :lool: ნაყარნუყარა ფეხბურთელებით ითამაშა კაცმა 2_ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი და აქ ალეგრის იმას უფასებენ სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი ფინალში რო გაიყვანა და მერე რო განადგურდა იმ ფინალში :lool:

    • Vega Vega says:

      ეგრეა ძმა. აბა ალეგრის ჯინი კი არ მჭირს მე. არის ტაქტიკოსი და იცის ფეხბურთი მაგრამ პროგრესი არ აქვს არც ექნება ვერასოდეს ავა ჰაი ლეველზე რადგან ჩაკეტილია თავის ტაქტიკაში და შეცდომის გაანალიზების ბაიბურში არაა ან უბრალოდ ჯიუტია და არ უნდა აღიაროს ეგ. უამრავი შანსი ჰქონდა შეცდომაზე ესწავლა თუნდაც რეალთან დაშვებული ერთი და იგივე შეცდომები ავიღოთ . ტიპმა ამ ორი ცენტრით მიიღე ის რაც მიიღე და იგივე შეცდომას იმეორებ მორჩა აქ გაზრდის შანსი. ბენევენტოსთან რაც გაგდის ის ვერ გაგივა ლიგაში და საზომამად გაქვს ბენევენტო კაი რა.

      არ მიყვარს ასეთი ჩაკეტილი ტრენერები ასეთია მოურინიოც. ვერ გავიდა სხვა ლეველზე ისიც რაც იყო ის დარჩა ვსო. ასეა ალეგრიც ამის გაზრდის შანსი არის ნული. თუ რაღაცა გაუვარდა 80% იქნება იღბალი.

  7. Vega Vega says:

    ერთი გრიზმანი ყავს ნორმალური ისიც მაგან გახადა სტარი. სხვადანარჩენი ორღობეს იგროკებია. გოდინი გაბი საული და ათასი ჯაყოები იუვეში არც მიასუნინებდნენ და დღეს სერია ცეში იქნებოდნენ.

  8. Vega Vega says:

    ეს გუნდი მისი აშენებულია. რაც დღესაა ატლეტიკო ყველაფერი სიმეონეს დამსახურებააა. სუფთა არქიტექტორია ტრენერი კი არა იმენა მიყვარს ეს კაცი და განსაკუთრებით იმიტომ რომ სასწაული ემოციურია და ყოველთვის იმის განცდა გაქვს შევარდება მოედანზე ან ვიღაცას თავს გაუხეთქავს. ქათამი არაა. ეგაა ტრენერი. ტრენერს უნდა გრძნობდეს ფეხბურთელი. არ იყო ლიპი ემოციური მსოფლიო ჩემპიონი გახდა ტიპი და იგივე სიფათი ჰქონდა მაგრამ ფეხბურთელები გრძნობდნენ და თვალებში უყურებდნენ ისეთი გავლენა ჰქონდა მათზე და უყვარდათ ძალიან. ლიპისნაირი ტრენერი არ მგონია გვეღირსოს კიდევ.

  9. Del_Piero Del_Piero says:

    სიმეონე კარგი ტრენერია, მაგრამ ეგეთი ცუდი სასტავიც არ ყავს როგორც აქ წერთ. დაბალანსებული, შეთამაშებული და გამოცდილი გუნდი ყავს და სოფლის ლიგა მოიგო, ამიტომ ძაანაც ნუ გააღმერთებთ. თან არავინ იცის სხვა კლუბში რას იზამს. ისე ალეგრის აკრიტიკებთ სვარკას თამაშობსო და სიმეონეზე მეტი სვარკა მარტო მოურინიოს ყავს მგონი (კონტეს არ ვახსენებ, რომ არ გავანაწყენო სასტავი). :)

  10. Del_Piero Del_Piero says:

    ზოგადად მოურინიოს და გვარდიოლას გარდა, სხვა ტრენერები უბრალოდ პოზიციებს და მახასიათებლებს ეუბნებიან ხელმძღვანელობას, სპორტდირი რამდენიმე ვარიანტს თავაზობს, გაფილტრავენ და ალაგებენ პრიორიტეტულობით. მერე მიდის ჩალიჩი, თუ პირველი პრიორიტეტის მოყვანა არ ხერხდება გადადიან მეორეზე და ასე შემდეგ. ძონძი სულ არ იცოდა ვინ იყო ალბათ ალეგრიმ, მაგრამ ტანმაღალი და ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი მოითხოვა, რადგან პოგბას წასვლის შემდეგ ათლეტურობა დააკლდა ცენტრს და შესთავაზეს ძონძი თუმცა ვერც ეგ მოუყვანეს. არის გამონაკლისი შემთხვევებიც როცა კონკრეტული ფეხბურთელი მოსწონს მწვრთნელს, მაგრამ ხშირად არ ხდება ეგრე.

  11. juve-10 juve-10 says:

    აუ სიმეონე ძაან მაგარი ქოუჩია რა. მანქანა გუნდი ააწყო საშუალო დონის ფეხბურთელებიდან. ისე საინტერესოა სხვა გუნდში რას იზავს. ჩემი აზრით ჩვენც მაგრათ მოგვიხდებოდა) პროსტა 1 ნაკლი აქვს. ინტერისტაა))

  12. Dato777 says:

    ჩემი აზრით მთავარია 2 მაღალი დონის ნახევარ მცველი მოიყვანონ ძალიან კლასნი რაა და თუ უნდათ სხვა პოზიციაზე არავინ მოიყვანონ, მე პირადათ ვფიქრობ ერთი ვერატი და პოგბა მეჭვება ამიტომ სხვა ვინმე კრეატიული და ფიზიკურად იერი ნახევარ მცცელი ისკო დაგხატავდა

  13. Dato777 says:

    კონკრეტულად დე შილიო არ მგონია მოეთხოვა მარჯვენა მცველი არ ყავდათ და მოიყვანეს ყველაზე ადვილი ვარიანტი, ისე დე შილიოს მე არ გავუშვებდი იუვედან, კვადრატას დავცევდი მცველის პოზიციაზე და დე შილიო იქნებოდა კვადრატას ზამენა, ჩემი პირადი აზრით კვადრატა დაცვის მარჯვენა ფლანგზე უფრო სასარგებლო იქნება ვიდრე მარჯვენა გარემარბათ

  14. forza bianconeri forza bianconeri says:

    მაროტა თვალები გაახილე და ოკამპოსი დადე ზმი :chuvak:
    აი როგორც კოშტათი გააძლიერეს ფლანგები ეგრე უნდა გააძლიერონ ცენტრი ამ ზაფხულს :forza: უნდა დაიდოს მინიმუმ ტოპ ტრანსფერი, მარჯვენა მცველი და ჩენტროკამპისტა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .