გაძეტა დელა სპორტი:”პერინი თანახმაა იუვენტუსში გადასვლაზე”

გაძეტა დელა სპორტი მატია პერინისთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცნობებს აქვეყნებს:

ჯენოას კარის დარაჯმა თანხმობა განუცხადა იუვენტუსის შემოთავაზებას კარიერის ტურინში გაგრძელებასთან დაკავშირებით..

ახლა ჯერი კლუბებზეა, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეხვდებიან ერთმანეთს და აპენინელის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ბუფონი მიმდინარე კვირას კარიერის დასრულებაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.. იუვეს ხელმძღვანელობას კი როგორც ჩანს შესნისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა სურთ.. მეორეს მხრივ გაძეტა აცხადებს, რომ პერინი ტურინელთათვის პირველი არჩევანია და სწორედ ამ ფაქტით არის ახალგაზრდა იტალიელი მოხიბლული..

ჯენოა მოთამაშეს 20 მილიონად აფასებს, მაშინ როდესაც ბიანკონერი მზად არის მატეას სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გაიღოს.. ეს თანხა მოდის იმ კონკრეტული ფაქტიდან, რომ პერინის გენუელებთან არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება..

დიახ, სხვაობა მოთხოვნილსა და შესაძლოა შეთავაზებულს შორის დიდია, მაგრამ როდესაც უშუალო მოლაპარაკებები გაიმართება, უფრო ნათელი გახდება თუ რა ხერხით ეცდება იუვე ჯენოას დაყოლიებას. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ამ ორ კლუბს შორის ძალზედ თბილი ურთიერთობა სუფევს, რომელიც არაერთ ტრანსფერში გამოიხატება.

კულუარული ცნობებით იუვემ პერინს 5 წლიანი კონტრაქტი და სეზონში 2.5 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

147 კომენტარი

  1. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ხალხნო რაზე კამათობთ? გაგიკვირდებათ და დი ფრანჩესკოს ვეთანხმები. სეზონის ბოლოს სხდებიან ალეგრი ეუბნება მაროტას, პეპ აი ზონზის სტილის ნახევამრცველი მჭირდება ახალი სეზონისთვისო, მაროტა შეუდგება საქმეს . თუ სევილია უარს ეტვის ან ბევრს დაუფასებს დაურეკავს ალეგრის და ეტყვის.მაქს ეს საქმე არ გამოვა ალტეტნატივა ვინ გინდაო. ეტყვის მაქსიც და მერე.იმას მიაწვება. დაახლოებით ასე ხდება და არა გინდა თუ არა ეს მომგვარეო

  2. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    koba del piero giorgadze
    ხო რეალურად რა ხდება თვითონ იციან, ჩვენ უბრალოდ ვარაუდი შეგვიძლია, მე მგონია რო ალეგრი თავის ზოგად მოთხოვნებს აყენებს და კონკრეტულად ფეხბურთელებზე მაროტა ჩალიჩობს, შეკვეთით არ მგონია მაროტა ყიდულობდეს, შეკვეთით მოყვანილს დე შილიო გავს, სხვები არ გვანან და შეიძლება სხვანაირადაა, მე ასე მგონია უბრალოდ…

  3. forza bianconeri forza bianconeri says:

    მაგრად ვგულშემატკივრობ მარსელს, მაგრამ ვიცი რო უმცირესი შანსი აქვთ.
    საფრანგეთში მარსელი მომწონს ყველაზე მეტად, ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, ქალაქიც ძალიან მაგარია.

  4. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    კაროჩე დღეს ველოდები მარსელი ითამაშებს ფეხბურთს ატლეტიკო ხელს შეუშლის, ასე 70 ე წუთისთვის გაუვარდება გრიზმანს და მორჩა კინო 0-1

  5. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    koba del piero giorgadze
    ხალხი რო არ ყოლოდა გუნდს და ლიგის ფინალში გასულიყო მასეთი რამე ისტორიას არ ახსოვს :lool: ლივერპულს 3_ჯერ ცუდი სასტავი ყავს ვიდრე იუვეს ყავდა ფინალების დროს, ფინალში გასული კლუბი რო წუწუნებდეს ფეხბურთელები არ მყავს და მიტო წავაგე ფინალიო უნამუსობაა, ფეხბურთელი თუ არ გყავს ფინალამდე რანაირად მიდი აბა? :lool:
    სავიჩი ხო ალეგრის არჩევანია, ჯერ ერთი რომც იყოს რა მყიდველია იუვე სავიჩის? :lool: სავიჩის თამაში შენ უფრო ბევრი გექნება ნანახი ვიდრე ალეგრის და შენ მეტად გეცოდინება მისი მახასიათებლები :lool: ალეგრი მოცლილი ხო არ გგონია შენ სავიჩების და მარსიალების თამაშები გაანალიზოს, მაგას აკეთებს მაროტა, ალეგრი მაქსიმუმ 2_ჯერ გაანალიზებდა სავიჩის თამაშს, ლაციო რო იუვეს ხვდებოდა მაშინ, თან მოედანზე, თამაშამდე მაგრად არ აინტერესებს ალეგრის ვის ხვდება იტალიაში, სავიჩიან ლაციოს თუ კორნელიუსიან ატალანტას, იტალიაში იუვეს მთავარი ამოცანაა მისი ფეხბურთი ითამაშოს საშუალო ხარისხში მაინც და მეტოქეს მნისვნელობა არ აქვს, მისი შესწავლის გარეშედაც გადაუვლიან ნებისმიერს, მეტოქე მაშინ უნდა სეიწავლო როცა მზად ხარ მეტოქის შესწავლის შესაბამისად, შენი თამასის სტილი შეცვალო, იტალიში კიდე იუვე მეტოქის მიხედვით არ ცვლის თამაშის სტილის, ნებისმიეთად ერთნაირი დომინანტური სტილი აქ

  6. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    koba del piero giorgadze
    პოგბა და ვიდალი კონტემ მოითხოვა? ან გჯერა რო რომელიმეს თამაში საერთოდ ნანახი ქონდა? :lool:
    ალეგრის მოთხოვნილი ამ იუვეში არი დე შილიო და მეტი არავინ :lool:

  7. maradona73 says:

    კეჟმანმა კიდევ რომელიც მილინკოვიჩის აგენტია იუვე არც დაასახელა პრეტენდეტთა სიაში.

    ჩვენ კიდევ დიდის ამბით ვმსჯელობთ აქ სავიჩი ჯობია თუ ვერატიო, თუმცა ამ მეორესაც არ გამოუთქვავს იუვეში წასვლის სურვილი. :mrgreen:

  8. maradona73 says:

    სპინაცოლა ვერ ყოფილა ჯანზე, შეიძლება 6 თვეზე მეტი გაუცდესო.

  9. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    koba del piero giorgadze
    ბარსა რატო? ბავარია? იქ რა მოითხოვა? სიტიში გვარდიოლას რომც არ მოეთხოვა, იმდენად ხამი გუნდია სიტი და პსჟ მაინც დახარჯავდნენ დიდ ფულს…

  10. nexus nexus says:

    Di Francesco
    magashi ver dagetanxmebi dzma gvardiola ro ar yofiliyo arc mividodnen es fexburtelebi sitishi… gvardiola iyo vinc ganapiroba mati gadasvla misi fexburtis stilidan da didi mwvrtnelobidan gamomdinare…

  11. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    ბუფონმა აწი შევხვდები ალეგრის, მაროტას და ანიელის და განვიხილავ ჩემი კარიერის მომავალსო, რა ეჩქარება ჯერ :chuvak: არადა ხვალ ელოდა ხალხი თუ იტყვის მივდივარო, პრესკონფერენცია აქ ხვალ.

    პერინი თუ მოვიდა 1 წელი ბუფონი უნდა დარჩეს და პერინის “აღზარდოს” :chuvak: პარარელურად მალდინის რეკორდსაც მოხსნის

  12. Dato777 says:

    ანჩელოტიზე მართალია? ნაპოლიში დაინიშნაო

  13. Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

    კომენტარი არ იწერება დაივტანჯე :lool:
    დავით რამდენიმე ვარიანტიდან რომ რინკონი საუკეთესო ოფცია იქნება,ეგეთი ვარიანტი მაურინიოს რომ წარუდგინო ხომ ხვდები რასაც იზავს :lool: :lool: და არა მარტო მაუს,ყველა “კვერცხებიან” მწვრთნელს ))
    ალეგრიმ ბევრჯერ თქვა,სატრანსფერო პერიოდის დროს ვიხურავ ქუდს და მივდივარ შვებულებაშიო)) კაროჩე გასაშვებია ეს კაცი მარა გაისად მოგვიწევს ამის სვარკის ყურება აპიატ ))

  14. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    nexus
    სიტიშიც მცველებს თუ მოითხოვს თუარა შეტევა მაგარი ყავს, დაცვაში რომც არ მოითხოვოს ფაქტია ძან ცუდი დაცვა ყავს სიტის და მოთხოვნა რომც არ იყოს ისედაც ყველა მიხვდება სიტის ხელმძღვანელებში რო დაცვა გასაძლიერებელია

  15. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    სიტიში ვინ რა გამოუყო არ ვიცი მარა აქამდე რო დიდად მომთხოვნი არ ყოფილა მე ასე მახსოვს :chuvak:

  16. nexus nexus says:

    Di Francesco
    marota ro iafians moiyvans da daikidebs alegris mai iasnia…:D aba gvardiolas rogor gaubedavda…:D

  17. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    nexus
    ეკითხებიან კი, ერთად არიან სულ და რომც არ კითხონ ხო იციან ერთმანეთის აზრები? ალეგრის საერთო ხედვა კარგად იცის მაროტამ და 2 ფეხბურთელს შორის არჩევანი რო მოუწყიოს, ამ არჩევანის დროს ალეგრის ხედვას გაითვალისწინება, უბრალოდ ალეგრიმ დაავალოს მაროტას ეს მომიყვანეო, ჩემი აზრით მასე არც ხდება და რომც მოხდეს ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ამ ტრანსფერის განხორციელება ვერ განხორციელებაზე.
    მანჯუკა თუ წავა სავარაუდოთ მოვა მარსიალი – მორატა ან პოლიტანო, ალეგრის რეალურად მანჯუკაც მოსწონს და დღეს ვერ იტყვის სხვა მომიყვანეთო, მარა მანჯუკამ თუ თქვა მივხდივარო მერე მაროტამ შემცვლელი უნდა მოიყვანოს და ამ სავარაუდო კანდიდატებიდან იმას კი არ მოიყვანს ვინც ალეგის მოსწონს, მოიყვანს იმას ვისაც უფრო იაფად იყიდის, ვისაც უფრო ნაკლებ ხელფასზე დაითანხმებს და ვისაც უფრო მოსწონს იტალიური ჰავა :chuvak:

  18. Dato777 says:

    ადრეც ვთქვი და კიდევ ვიტყვი მცვრთნელს არ ეკითხებიან ვინ წავა და ვინ მოვა, მწვრთნი ეუბნება სპორტულ დირექტორს რომ ესაჭიროება კონკრეტული პოზიცის გაძლიერება, ამის შემდეგ მწვრთნელს წარუდგენენ რამდენიმე ვარიანტს ამ რამდენიმე ვარიანტს მწვრთნთნ ერთად მიანიჭებენ პრიორიტეტს და დაიწყება მათგადმობირებაზე მუშაობა!!!! ამით მთავრდება მწვრთნელის მუშაობა ტრანსფერზე

  19. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    nexus
    კონკრეტული შეიძლება მოითხოვოს ისეთი რომელთან ერთადაც გუნდში იყო, დე შილიო რო პირადად მისი მოთხოვნა იყო ხო ფაქტია? მარა სხვა მააგლითად პოგბა თავის დროზე, ვიდალი თავის დროზე და კიდე ბევრი არანაირად არ იყო კონტეს მოთხოვნა და ვერც იქნებოდა, მსგავს ტრანსფერებზე სპორტული მენეჯერები მუშაობენ, ათას დაკვირვებას აწარმოებენ, ჩადიან და თამაშებს ესწრებიან, მწვრთვნელს არც აქვს დრო აქვს და შესაბამისად არც საკმარისი კონპეტენცია რო სწორი ხალხი აარჩიოს და მერე მოითხოვოს, მესი რო მაგარია მაგას არც დრო ჭირდება და არც სხვა განსაკუთრებული ნიჭი, მარა პოგბაში დაინახო რო მისგან ვარსკვლავი გაკეთდება და მანჩესტერის დუბლებიდან მოიყვანო ეს არის მაროტას და მისი პროფესიის ხალხის საქმე, ამაში მწვრთვნელის როლი მინიმალურია…
    მწვრთვნელს ერთადერთი შეუძია მოითხოვოს მისი ყოფილი ფეხბურთელი და მეორე დიდი ვარსკვლავი რომელიც ბარსას ან რეალის ვარსკვლავია, როცა 2 გზა გაქ მოთხოვნის, აქ უკვე ალეგრის ურჩევნია ჩუმათ იყოს, ერთი იმიტორო იუვე არაა ის კლუბი სხვა გრანდების ლიდერებს ზდიოს, მეორე იმიტორო წარსულში ალეგრის არ უმუშავია ისეთ კლუბში რო მისგან ვინმეს წამოყვანა ღირდეს :chuvak: დე შილიო კაი იყოს მარა სხვა არ მგონია გამოგვადგეს…

  20. nexus nexus says:

    alegri gvyavs maseti me davisveneb da misit gaketdeba transferebio ro idzaxis tore tavmoyvare mwvrtneli mis ideebs ar ugalatebs da mas ro chirdeba gundshi iseti maxasiateblebis fexburtels moayvaniebda…

  21. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    მnexus
    მერე მაროტას ვინმე უწუნებს ფეხბურთელების მოყვანის ტემპს? შეიძლება საჭიროზე მეტიც მოყავს, ალეგრი კონკრეტულ ფეხბურთელებს ვერ მოითხოვს და რომც მოითხოვოს მაგით მაინც არაფერი შეიცვლება, კაის და ცუდის გარჩევა მაროტამაც იცის და მოდრჩი თუ არ იყიდება მაროტასთვის რა შეიცვლება მაგითი თუ ალეგრის მოთხოვნა იქნება მოდრიჩი? მადრიდში რო ჩავა თუ იტყვის ალეგრიმ გამომაგზავნა მოდრიჩი გამაგატანონო, გამოატანენ?
    მაროტამ თუ მოიყვანა ხედირა მოიყვანა იმიტო რო უკეთესი ვერ ნახა იმ ეტაპზე ბაზარზე თუარა ხედირას რო კანტე ჯობია მაგი ალეგრიმ რო არ უთხრს თვითონაც იცის

  22. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    nexus
    კონკრეტულ ფეხბურთელებს ვერ მოითხოვს ალეგრი, არც უნდა იცოდეს ალეგრიმ ვინ იყიდება, სად იყიდება, რატო იყიდება, გაიყიდება თუ არა, თუ გაიყიდა რამდენად გაიყიდება, ან კიდე რამდენს მოითხოვს ხელფასს. გუნდიდან ვის აგდებენ და კონტრაქტი ვის უმთავრდება, ყველაფერი იცის მაროტამ, ალეგრისთან უბრალოდ სეიძლება შეთანხმდეს რა რგოლის გაძლიერება უნდა და რა სტილის მოთამაშით, ალეგრიმ შეიძლება თქვას ნახევარდაცვაში ბურთის დამჭერი და კარგი პასის მქონე ფეხბურთელი მინდაო, მერე მაროტა პსჟ_ს მოუგვარებს ვერატიზე თუ რეალს მოდრიჩზე, მაგი მისი საქმეა და ვისაც მოუყვანს იმას დაკმაყოფილდება ალეგრიც, ერთადერთი რის გამოც არასამართლიანად ილანძრება ალეგრი ისაა რო ტრანსფერებს რატო არ ითხოვსო :chuvak: მწვრთვნელი იმისაა რო გუნდში ყავდეს 25 ფეხბურთელი და ეს 25 კაცი შესსაბამიად მოამზადოს კონკრეტული თამაშის წინ, 21 კაცი რო ყავდეს გუნდში მერე კი მოითხოვს ტრანსფერებს რო სრულად დაკომპლექტდეს გუნდი…

  23. dato_juventino dato_juventino says:

    მატია ჩემი ფაორიტაა ძან გამიხარდა თუ იუვე გაოფიცალურებს ამ ბიჭს წლებია სტაბილურად გამოყურება და ჩემი აზრით დონარომას ჯობია ბევრად არანირი შესნი თუ მოყვანს პირველი ნომერი იქნება. :forza: :forza:

  24. Di Francesco # 1 Di Francesco # 1 says:

    Bianconeri.10
    რატო უნდა მოითხოვოს იუვეს მწვრთვნელმა ტრანსფერები? 70 განატხოვრებული ფეხბურთელი დაბრუნდება წლის ბოლოს, თუ რამის თავი აქ მწვრთვნელს აარჩიოს იმათგან პერსპექტიული ახალგაზრდები და გაზარდოს დიდი ფეხბურთელები + სავიჩი – ვერატი – კიესა – მარსიალი – დარმიანი – პერინი – მორატა ამ ხალხს ელაპარაკება მაროტა რო გადმოიბიროს და მწვრთვნელი რა შუაშია? მოთხოვნა მოთხოვნისთვის? საქმეს მაროტაც აკეთებს და მწვრთვნელმა ჯობია მისს პირადი შეცდომებით წაგებული თამაშების ჩანაწერები მოიძის 15_ჯერ უყუროს და ის შეცდომები გაანალიზოს…

  25. agznebuli asamoa agznebuli asamoa says:

    არ გახსნილა სატრანსფერო ფანჯარა და წავიდა უკვე პესიმიზმი :lool: :lool:

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .