ბუფონი:”როდესაც საოცარ კარიერას ვუყურებ, ბედნიერების გრძნობა მეუფლება”

ჯანლუიჯი ბუფონი საკუთარ კარიერაზე საუბრობს:

“90-იანებში პარმა 10 წლის მანძილზე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო, რომელმაც მოახერხა იტალიის თასის, 2-ჯერ უეფას თასის და უეფას სუპერ თასის მოპოვება. ეს უდაოდ გამორჩეული გუნდი იყო, დიდი ამბიციებით! სადებიუტო შეხვედრა მილანის წინააღმდეგ უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაშინ ჩემპიონატის სათავეში ვიმყოფებოდით.. თან როსონერის რიგებში ისეთი დიდებული ფიგურები ირჯებოდნენ, როგორებიც არიან ბაჯო და ვეა..

სულ რაღაც 17 წლის ვიყავი, როდესაც დილით ადრე მითხრეს, რომ კარში სწორედ მე დავდგებოდი.. ეს იყო შანსი და მსურდა ყველასთვის მეჩვენებინა თუ რას წარმოადგენდა ჯანლუიჯი ბუფონი.. დიდი სიამაყით ვუპასუხე, რომ არანაირი შიშის გრძნობა არ მქონდა.. სიამოვნების მიღება ჩემი მთელი კარიერის მანძილზე უდაოდ სჯაბნიდა შიშს დიდი მატჩების წინ..

როდესაც ნაკრების რიგებში ჩემი დებიუტი 19 წლის ასაკში შედგა, ასეთივე ბედნიერი არ ვყოფილვარ.. დიახ, უდაოდ დიდი სიამოვნება და ემოცია იყო როდესაც საკუთარი ქვეყნის გუნდში იმყოფები.. უბრალოდ იმ სადებიუტო შეხვედრაში მოედანი სრულად იყო თოვლით დაფარული.. საშინელი პირობების ქვეშ გვიწევდა მინდორზე ყოფნა.. აძურისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საუბარი მუნდიალზე გასვლას ეხებოდა.. საკვალიფიკაციო დაპირისპირების რუსების წინააღმდეგ.

დავიწყე თუ არა მოთელვა, სულ რაღაც 2 წუთში მომიწია კარში ჩადგომა.. რუსებს მომენტალურად შეექმნათ ხელსაყრელი შანსი და კარგი რეაქციის შედეგად ვიხსენი გუნდი გაშვებული გოლისგან.. სწორედ ამ ეპიზოდის დამსახურებით მოვახერხე თამაში ჩართვა..

ტალანტი აუცილებელია, მაგრამ შრომის გარეშე იგი პროგრესირებას ვერ მოახერხებს.. სიამაყის გრძნობა მეუფლება, როდესაც კარიერას ვუყურებ და ვხედავ, რომ 5 მუნდიალზე მოვახერხე ასპარეზობა.. ასეთი ბედნიერება ცოტას თუ ხვდა წილად.. არაჩვეულებრივი იყო ამ ტურნირზე ორჯერ ევროპაში, ერთხელ აზიაში, ერთხელ აფრიკაში და ერთხელ ამერიკაში მონაწილეობა.. მუდამ დამწყდება გული, რომ ამის გაკეთება მეექვსედაც შეიძლებოდა და სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ.. მაგრამ ზოგჯერ ბედს უნდა შეეგუო და ცხოვრებით დატკბე.. ფაქტია, რომ მეექვსე ჯერისთვის სათანადოთ მზად არ აღმოვჩნდი..

გზა, რომელიც გერმანიაში ნაკრებმა გაიარა ბევრი ფაქტის გამო გამორჩეული იყო.. ტრიბუნაზე მყოფი იტალიელები ისე გვიჭერდნენ მხარს თითქოს სხვაგან კი არა ტურნირს შინაურ კედლებში ვმასპინძლობდით.. მახსოვს მხურვალე მხარდაჭერა, აღნიშვნა და პოზიციური ემოციები.. არასოდეს არ გვიგვრძნია თავი მარტოსულად.. ორი ეპიზოდი ყველაზე გამორჩეულად მახსოვს.. 1/2 ფინალი დორტმუნდში გერმანელთა წინააღმდეგ, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნერვიული იყო.. ახლაც, რომ მახსენდება საშინელი ემოცია მეუფლება. როგორ შეიძლება ადამიანში ამდენი ემოცია ბუდობდეს? ეს სრული სიგიჟე იყო..

დამატებით დროში მაინც მოვახერხეთ მათი გატეხვა.. 2-0.. სასტუმროში მისვლისას საოცარი სურათი დაგხვდა.. 10 000 ქომაგი ფოიერვერკის მოლოდინშია. გერმანელთა დამარცხების შემდეგ თავს მშვიდად ვგრძნობდით.. თითქოს უკვე ჩემპიონები ვიყავით.

12 წლის შემდეგ ვუყურებ ფრანგებს და ვრწმუნდები რაოდენ ძლიერი მეტოქე გვყავდა ფინალურ დაპირისპირებაში. დიახ, ვფიქრობდით რომ შევძლებდით გამარჯვებას, მაგრამ რეალურად ეს იყო საკმაოდ, საკმაოდ ძლიერი მეტოქე! გვქონდა საოცარი ენთუზიაზმი, რომელიც ყოველი მატჩის წინ გვმატებდა გამარჯვებისადმი დაუფარავ წყურვილს და ძალას. არავისი არ გვეშინოდა, საკუთარ თავში დარწმუნებულნი ვიყავით და გვწამდა რომ ნებისმიერ დავამარცხდებდით. კარგად მახსოვს, რომ გამარჯვების შემდეგ აღნიშვნის თავიც კი არ გვქონდა, რადგან მთელი ენერგია მოედანზე დავტოვეთ. ბედნიერება, უკვე მისი მოპოვების შემდეგ მოვიდა..”

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »