რაბიომ “პსჟ” და ეროვნული ნაკრები უარით გაისტუმრა

უკვე დიდი ხანია “პსჟ-ს” ფრანგი ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს სახელი “იუვენტუსს” უკავშირდება. 23 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენა ალეგრის გასულ სატრანსფერო პერიოდშიც სურდა მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია, ფრანგი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ახლა კარლო ანჩელოტის დავალებით “ნაპოლიც”ჩაერთო. ის, რომ რაბიოსთვის აწ უკვე გასული სეზონი ბოლო იყო პარიზელთა შემადგენლობაში, ის ფაქტის ადასტურებს რომ ფეხბურთელმა უარი განაცხადა გუნდთან არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რითაც კლუბის მფლობელები გაანაწყენა. ამასთან ერთად, რაბიომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის და დიდიე დეშამის განაწყენებაც მოახერხა, როდესაც უარი განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე. დიდიე დეშამმა რაბიო ნაკრების რეზერვში გამოიძახა, ამ ყველაფერმა კი 23 წლის ფეხბურთელის განაწყენება და ნაკრებზე უარის თქმა გადააწყვეტინა.
წყარო: Mundodeportivo.com

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

17 კომენტარი

  1. Pino-Gio10 (19) ONE LOVE Pino-Gio10 (19) ONE LOVE says:

    http://goal.ge/news/93435-vidals-iuventusshi-dabruneba-unda.html#
    ვიდალს უნდა იუვეში დაბრუნებაო და ნეტა მართალია? შემდეგ ზაფხულს ეწურება კონტრაქტი, თან 31-საა და არამგონია 30 ძვირი დაჯდეს

  2. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    მხოლოდ და მხოლოდ პოგბას და სავიჩის ალტერნატივა უნდა იყოს ეს

  3. Dato777 says:

    რაბიო ძალიან მაგარი იგროკია და ასაკის მიუხედავათ საკმაოდ გამოცდილია უკვე

  4. mgel piero mgel piero says:

    გეთანხმები რეალისთ მთავარია რაში დახარჯავ

  5. შეიხ ბეპე ალ მაროტა შეიხ ბეპე ალ მაროტა says:

    არც გვინდა ბევრი ტრანსფერი… 2 ტოპი გვჭირდება, მარჯვენა მცველი და ცენტრ-ფორვარდი. ჩენტროკამპისტა არ გვჭირდება, რადგან ბენტანკური იხოდება და სათამაშო დრო უნდა, მატუიდი ისედაც მოხოდილია :chuvak: პიანიჩი შეუცვლელი.
    პირველ რიგში ისეთი მარჯვენა მცველი გვჭირდება, რომელიც დე შილიოს სკამს არ მოაშორებს, ასეთად ბელერინი მესახება ან კანსელო, ორივე გუნდს უჭირს ამ ფეხბურთელების შენარჩუნება, ამიტომ არ უნდა იყოს რთული მისია.

  6. Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

    240 მილიონი გამოყო იუვემ ტრანსფერებზეო )) 45 კოშტას მიახარჯეს,კრაის მცველები ერთი ცენტრ ნახევარმცველი მაინც ხომ გვინდა კაკ მინიმუმ =)) მაგრად უჭერენ ფულს

    • koba del piero giorgadze koba del piero giorgadze says:

      Bianconeri10 ძმა 240 ცოტაა? აბა როგორ გინდა მსაჯრიდივით ან მანჩესტერივით რომ ვერ დახარჯავს იუვე მაყუთს ეს არ მგონია ვინმესთვის იყოს რამე სიახლე 200 ლიმონით კარგი ტრანსფერების გაჩარხვას შეძლებს მაროტა ან როდის ყოფილა რომ იუვე დიდ ფულს ხარჯავდა სატრანსფერო ფანჯრის დროს

      • Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

        აღარაა მეგობარო ეგ დრო,უფულოდ ვერაფერს იზავ )) შენ რა დროზეც იძახი 222 მილიონად სუპერ გუნდს ააწყობდი,დღეს 222 მილიონი 1 ფეხბურთელი ღირს )) სავიჩი რო გინდათ,150 მილიონს ითხოვს ლოტიტო 23 წლის ღლაპში,ჯერ რომ არაფერი უქნია )) ჩემზე მეტად თქვენ არ გინდათ იუვეს წარმატება მაგრამ ფულია დღევანდელი ფეხბურთი )) იგუაინი სეზონის მოთამაშე რო გახდება იმ გუნდს 240 კიარა მართლა მილიარდი უნდა დაახარჯო ლიგა თუ გინდა ))

        • koba del piero giorgadze koba del piero giorgadze says:

          Bianconeri 10 მთავარი ფული რომ იყოს იგივე პსჟ და სიტის ლიგა მოგებული უნდა ქონდეთ 222 რომ ახსენე კი ნამდვილად კარგია ნეიმარი მაგრამ ხომ კარგად იცი რომ არ ღირს მაგდენი მთავარია ვის იყიდი რამდენად შეეფერება მოყვანილი ფეხბურთელი კლუბს და რამდენად აწევს კლუბის სათამაშო დონეს ესაა გასათვალისწინებელი იგუს რაც შეეხება ვერ დაგეთანხმები ჩემი აზრით დაიმსახურა ეგ წოდება გონსალო ნამდვილად არის ტოპ დონის მოთამაშე მხოლოდ ის არაა ყველა მატჩში გოლი გაიტანოს უბურთოდ ძალიან კარგად მოძრაობს და სხვას უხსნის სივრცეს გასაგებია რომ გოლების მანქანა გინდათ მაგრამ ყველა მატჩში გოლი მესი და რონალდუს ვერ გააქვთ

          • Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

            მარტო ფული არაა რათქმაუნდა,მაგრამ ფული ბევრ რამეს წყვეტს დღევანდელ ფეხბურთში )) იუვეში იტალიელები დომინირებდნენ ყოველთვის ხომ ? დღევანდელი იტალია კიდე მსოფლიოზე ვერ ხვდება )) ანუ გიწევს უკვე გაზდილი ვარსკვლავების ,ან პერსპექტიული ბავშვების ყიდვა ,არც ერთია იაფი და არც მეორე ))იგუაინს რაც შეეხება,ტოპ დონე რომ არის მაგას არავინ უარყოფს,მაგრამ გამოკვეთილ 9ანს 35 თამაშში 16 გოლი რავიცი )) კოსტა და დიბალა ბევრად უკეთესები იყვნენ ))

    • რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

      10ს ხარჯავენ ცოტააო 100 ს ხარჯავენ ცოტააო 240 ს ხარჯავენ ცოტააო, 2 მილიარდი დახარჯონ ცოტაოო, მთავარი ის კი არაა რამდენს დახარჯავ არამედ რაში დახარჯავ.

  7. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    გაგიჟებულა მთად ეს. ალბათ მატუიდი ეკურკურება

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .