ლოტიტო:”იუვენტუსს სერგეის ფული არა აქვს..”

იტალიელი ჟურნალისტები ლაციალეს პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს დაუკავშირდნენ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან დაკავშირებით:

“მოდით პირდაპირ გეტყვით..

იუვენტუსში მისი გადასვლის შანსები 0-თან ახლოს არის, რადგან ტურინელებს უბრალოდ არა აქვთ ის სახსრები, რომლითაც სერგეის შეძენას მოახერხებენ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

66 კომენტარი

  1. ika..juve..10 ika..juve..10 says:

    და რა თანხად ყიდის? ვიფიქრე ვინმე ამომავალი ვარსკვლავია თქო და იმიტოა ამხელა ამბავი.. არადა ტიპი უკვე 23 წლის არის და ჯერ არაფერი უჩვენებია ))) შეიძლება ლაციოს დონეზე არ არის ცუდი ფეხბურთელი მაგრამ იუვეში მოყვანა ცოტა ზედმეტი ხო არაა?

  2. juve-10 juve-10 says:

    ჯერ 1 უმეტეს შემთხვევაში ვინც გაყიდეს, იმათი სრულფასოვანი შემცვლელები ვერ მოყავთ. ნუ ვინც ჩამოთვალე, ეხა გემოვნების საკითხია, მარა მაინც ვინც ჩაანაცვლა მაინც ნიხვატკის გრძნობა რჩება) მერე კიდე უფრო მთავარი ის არის, რო პოგბათი და ვიდალით არც იწყება და არც მთავრდება იუვენტუსი, მაგრამ რატო მიაწყო რეალმა ეს თასები ზედიზედ? დიდწილად იმიტო, რო უკვე რამდენი წელია ამ შემადგენლობით თამაშობს! რამხელა პაუზა ქონდათ. 15 წელი არ ქონდათ ლიგა მოგებული მაშინ, როცა ყოველთვის მაგარი სასტავი ყავდათ. ვის ვის და რეალს არ უჭირს ვარსკვლავების ყიდვა)) მარა მწვრთნელების და ლიდერების ხშირი ცვლით მაგათაც ვერ იხეირეს ვერაფერი. ისევე როგორც ყველა დიდ გუნდს, ვინც ეპოქა შექმნა ყოველთვის სტაბილური შემადგენლობა ყავდა წლების მანძილზე. მაგალითად იგივე გვარდიოლას ბარსელონა და ანჩელოტის მილანი ყველაზე ახლო წარსულიდან. ასე რომ ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ესე უპრაგონოდ ყველა სეზონს რო ახალი სასტავით ვიწყებთ)

  3. VIKING VIKING says:

    აქვე მინდა ერთ თემას შევეხო. ხშირად ისმის წუწუნი რო ლიდერებს ვერ ვინარჩუნებთ და ყოველ წელს ყიდიან. პოგბა, ვიდალი, პირლო, ბონუჩი… პოგბასა და რაიოლაზე იმდენი დაიწერა, რომ არც ღირს მგონი გარჩევა ახლიდან. ვიდალზე უკვე ალბათ ყველა დარწმუნდა რა უდისციპლინოც იყო და მოიშორეს ხელსაყრელი ვარიანტი რო გამოჩნდა. პირლომ თვითონ გადაწყვიტა, რომ ვერ ქაჩავდა ტოპ დონეზე ფიზიკურად და წასვლა ითხოვა. ბონუჩიზეც არ ვიტყვი არფერს, ისედაც გამოჩნდა ყველაფერი.
    სხვებზეც თქვათ რამოდენიმე სიტყვა. შარშან 70 მილიონს იძლეოდნენ სანდროზე, მარა არ გაუშვეს. დიბალაზეც იყო კარგი შემოთავაზებები და თვითონაც ორჭოფობდა თითქოს, მარა ვხედავთ არ გაუშვეს. წელსაც კარგი შემოთავაზება აქვს დიბოს, მარა გუნდი მაგაზე აწყობს თავდასხმას და ჭორებიც მინელდა. სანდროს მანიუ იწვევს, მაგრამ იუვემ შენარჩუნება გადაწყვიტა და ახალი კოტრაქტი შესთავაზა, მანიუ ეგრევე ხორდი ალბაზე გადაერთო…
    იმის თქმა მინდა, რომ სადაც საჭიროა შენარჩუნებაც შეუძლიათ, მარა თუ ფეხბურთელში დარწმუნებული არ არიან, ფულს მაინც გააკეთებენ.
    ამჟამად ყველაზე მეტად პიანიჩის ბედი მაღელვებს. ერთი მხრივ დიდი ტალანტი და კრეტიული მოთამაშეა, მარა იუვეში მისი პოტენციალი სრულად ვერ გამოვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც აღიარა, რომ აქ ბევრი ისწავლა და სხვა დონეს მიაღწია. ვნახოთ რა პოზიციას დაიჭრს კლუბი.
    ნებისმიერ ვარიანტში გამოჩნდა, რომ კლუბი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს.

  4. khvichia khvichia says:

    თავდასხმაში შეიძლება არც არავინ მოიყვანონ, ნახევარდაცვაშია მინიმუმ ერთი ტოპ ნახევარმცველი, ფიზიკურად ძლიერი, კარგი ტექნიკით და კარგი მოკლე პასებით, პოგბას დონის, ნუ სავიჩიც შეიძლება, მოუმატებს . . პიანიჩის გაშვება არაფრით არ შეიძლება.. დაცვაში კუადრადო დაიწევს მარჯვნივ და დესილიო ზამენაზე, მარცხნივ სანდრო და დარმიანი სანამ სპინაცოლა დაბრუნდება . ცენტრში ერთი მცველი მოსაყვანია, ზამენაზე სათამაშოდ , ჰიოვედესი კი კარგია მაგრამ ისეთი ტრავმიანია მაგის იმედად მტერი იყოს.

    • aragveli aragveli says:

      ჰოვედესის იმედად არ ვიქნებით, კალდარა გვემატება და ეგ უფრო უკანასკნელი შანსია, იმედია არც გამოისყიდიან. ჯორჯო და ბენატიაა და დალშე რუგანი (დიდი იმედები აღაარაა) და კალდარა ჩაენაცვლება, ბარძალიც იქვეა (ზამენისთვის). 5 ცენტრალური მცველია და ზ3დმეტია კიდევ სხვა დაიმატონ

  5. VIKING VIKING says:

    Dato777

    იგუაინზე დავწერე ქვემოთ, წლის იუვენტინოდ რო აღიარეს გამომრჩა. არადა დაუმსახურებლად ამ სტატუსს ვერავინ მიიღებს. ჩვენ წესად გვექცა დაუფასებლობა, იგუაინის გინდა თუ მანჯუკიჩის, თუნდაც ხედირას. ახლა პიანიჩზე ვენებს იჭრიან ბარსა-რეალი და არ უნდა გაუშვათ თურმე გუნდის ლიდერი, არადა რამდენი ნეგატივი გამოითქვა პიანიჩზეც…
    ასეა, ჩვენ ვერ ვაფასებთ, სანამ სხვა არ დააფასებს.
    იგივე ითქმის ალეგრიზე, ტიპმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა ლიგის გარდა და მანდაც ფატალური უიღბლობა დასჩემდა, როგორც ნებისმიერ სხვას, თუმცა შედეგებით აქაც ყველას აჯობა (რეალს თუ არ გავითალისწინებთ) მარა მაინც უკმაყოფილოა ყველა, თითქმის.

  6. Kiev2018 Kiev2018 says:

    ისე ეხლა დავფიქრდი და იგუანი რო დარჩეს,მაშინ რას უპირებენ დიბალას? სად უნდა ითამაშოს? :mda:

  7. Kiev2018 Kiev2018 says:

    ძაან კარგადაც აქვთ მარა ჟმოტავენ გადახდა არ უნდათ :blin:

    პ.ს.
    იგუანის წასვლას მე ვემხრობი,მოაშორონ სანამ ფასი აქვს და მაგის ფულით ნახევარდაცვა გააძლიერონ… მაინც არაფერშI გვარგია.
    იგუს ადგილს კი დიბალა დაიკავებს სავარაუდოდ,თორე 4-3-3-ში დიბალას ადგილი ნაღდად არაა დღესდღეობით…

  8. Dato777 says:

    ახალ სეზონში ყველაზე მეტად ბერნასი და პიაცასი მეიმედება

  9. რ ე ა ლ ი ს ტ ი რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    ლექსო ანთია სად დაიკარგა მომენატრა ჩვენი ძმა

  10. Dato777 says:

    ყველაზე მეტად ველოდები პიაცას დაბრუნებას ძალიან მინდა ათამაშდეს

  11. Dato777 says:

    ვიკინგ
    იგუაინი ქართველ ქომაგებს არ მოსწომს თორე აბა დაკვირდი ტურინში სტადიონზე იგუაინის რამხელა პლაკატებია ხოლმე, წლის საუკეთესო ივენტინოს სტატუსიც მისცეს და რავი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .