ტურინული სატრანსფერო ციებ-ცხელება (04.06.18)

გთავაზობთ სატრანსფერო სიახლეებს დღევანდელი დღისთვის:

ბრაიან კრისტანტეს ხელში ჩასაგდებად, იტალიურ კლუბებს შორის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა. ნახევარმცველის სამსახურით ამ ეტაპზე დაინტერესებულნი არიან შემდეგი გუნდები: იუვენტუსი, ნაპოლი, რომა, ლაციო და ინტერი..

“ფაქტია, რომ დიდი ინტერესიდან გამომდინარე კრისტანტე გუნდს ზაფხულშივე დატოვებს”- განაცხადა ატალანტას პრეზიდენტმა..

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და არსენალი ჟელსონ მარტინესით დაინტერესდა.. ფეხბურთელს სულ ახლახანს შეუსრულდა 23 წელი და უკვე ამ ეტაპზევე შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეული ნიჭის პატრონია. მარჯვენა ვინგერის მინიმალური სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა.

ტუტოსპორტის მტკიცებით, როლანდო მანდრაგორა მომავალ სეზონს არენდით რომელიმე აპენინურ კლუბში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ნიჭიერი შუახაზელი კროტონეში ირჯებოდა და მოედანზე 36-ჯერ გამოჩნდა.. მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. ამ ეტაპზე მისით სამპდორია, ჯენოა და ატალანტა ინტერესდებიან.

გერმანული ბილდი უცნაურ ცნობებს ავრცელებს.. ბაიერნი თანახმაა ჟერომ ბოატენგთან დაკავშირებით იუვენტუსის და ნაპოლის წინადადები მოისმინოს.

La Stampa-ს მტკიცებით ალეგრიმ გუნდს იგუაინის გასხვისებაზე მწვანე შუქი აუნთო. მწვრთნელს უფრო სწრაფი ტიპის ფორვარდი მოუნდა და მის ფავორიტთა სიაში ალვარო მორატა & ენტონი მარსიალი შედიან..

საინტერესო ცნობებია კორეირო დელა სპორტისგან.. მატია პერინის ტურინში გადაბარგება, შესაძლოა უკვე ხვალვე გაოფიციალურდეს. ტურინელებს ტრანსფერი ჯამში 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ასევე ახლოს არის იუვეში მატეო დარმიანის გაოფიციალურების ამბავი.. იტალიელი უკანახაზელი ბიანკონერის რიგებში წლიურად 2.5 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით. თავად ტრანსფერი კი 13 მილიონი ევრო დაჯდება.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

20 კომენტარი

  1. Per SeMpRe NuMeRo Un0 says:

    Zaza magari mebrzoli tipia, me piradad qatam belotis mirchevnia zazas vuyuro nakrebshi

  2. forza bianconeri forza bianconeri says:

    ბონუჩის გამოსვლას სტვენით შეხვდა სტადიონი :love: კრიშიტოს რატო იძახებენ ნაკრებში ვერ ვხვდები.
    საერთოდ იტალიისთვის უმჯობესია 3 მცველით ითამაშოს, ძალიან უჭირთ განაპირა მცველებში. ერთადერთი ფლორენცია კარგი

  3. aragveli aragveli says:

    პერინი რა სეივებს აკეთებს…
    მშვენიერი დებიუტი შედგა თავის მომავალ სტადიონზე :)))

  4. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ამდენი ხნის შემდეგ პირველად გადავწყვიტე იტალიის ნაკრების ყურება და თვალებში დამიბნელდა რეებს მაზავენ არ დაიჯერებთ რო ნახოთ!

  5. khvichia khvichia says:

    მოურინიოს პოგბა,სავიჩი, ვერატის ტრიო უნდაო ნახ დაცვაში )) ა ძმაო გემოვნება :D

  6. Del_Piero Del_Piero says:

    ბოატენგი ჭორია. ნაპოლი ჩალიჩობს და იუვეც მიაწერეს ჟურნალისტებმა.

    დარმიანი თითქოს გდაწყვეტილი ამბვია. ისევე როგრც პერინი.

    იგუანი თუ წავიდა. კეინი უნდა დაითრიონ. მორატა და მარსიალი ვერ გაქაჩავენ ცენტრფორვარდად.

    კანსელოზეც იწერება, მაგრამ სიტიმ 44 მილიონი შეთავაზაო და მაგდენს არ გადაიხდიან ჩვენები.

  7. Per SeMpRe NuMeRo Un0 says:

    იუვეს ეხლა არ ჭირდება ბოატენგები და ბენატიები თუნდაც. კიელინი იქნება ლიდერი დაცვაში და უნდა გაიზარდოს რუგანი და კალდარა . საერთოდ ბევრ თამაშში სერია ა ში კალდარა რუუგანის დუეტი უნდა ათამაშოს და გამოცდილება მიიღონ . ბარძალიც რჩევებს მისცემს . აღარ არის საჭირო ეგ 31 წლის ჩამოვარდნილი ვარსკვლავები მთლიანად აქცენტი უნდა გაკეთდეს ახალგაზრდებზე დაცვაში . ლიგაზე კიელისთან იგივე კალდარაც ღირსეულად დადგება დაცვაში . სხვანაირად ვერ განვითარდებიან 32 წლის ჰოვედესი ბენატია და ბოატენგი რო გეყოლება კალდარა და რუგანი სკამიდან უყურებენ თამაშებს. ეს მილანის რომანიოლი უკვე სერიოზული მცველი დგება არც კალდარაზე დიდი ტალანტი იყო და არც რუგანიზე უბრალოდ სათამაშო პრაკტიკა ქონდა და უკვე სულ სხვა ლეველზე ავიდა

  8. LASHAJUVENTINO LASHAJUVENTINO says:

    ბოატენგი და დარმიანი ოღონდ არა რა განსაკუთრებით ის ბოჩკა :lool: :down:

  9. Bianconeri.10 Bianconeri.10 says:

    იკარდის ამბები იასნია ჭორები იყო ხო ? :lool:

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .