ტურინელები კანსელოსთვის იბრძვიან

ჟოაო კანსელოსთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გამოვაქვეყნეთ, თუმცა დღეს ვითარება კიდევ უფრო წინ წავიდა:

ჩვენი გვერდის მეშვეობით უკვე შეიტყობდით, რომ ფეხბურთელით ვულვერჰემპტონი დაინტერესდა, რომელმაც ვალენსიას 40 მილიონიანი წინადადებით მიმართა.

თუმცა, მარჯვენა ფლანგელს პრემიერ ლიგის ვარიანტი დიდად არ ხიბლავს, მიუხედავად იმისა რომ მისი აგენტი ხორხე მენდეში პრემიერ ლიგის ახალ ბინადართან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს..

ჟოაოს სურვილი სერია ა-ში დაბრუნებაა, სადაც ერთი სეზონი ინტერში გაატარა და ახლა უფრო მეტი – იუვენტუსის რიგებში ყოფნა სურს..

ტურინელებს კანსელოს გაფორმება გასულ სეზონშიც სურდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო საწადელს ვერ მიაღწია. თუმცა, ახლა მზად არის საბოლოო ნაბიჯის გადასადგამად. ბიანკონერი მზად არის ერთი სეზონით, არენდით გაიფორმოს პორტუგალიელი და სეზონის ბოლოს ღამურებს 40 მილიონი გადაუხადოს.

ეს წინადადება დიდწილად კოშტას გარიგებას წააგავს, რომელიც იუვემ გუშინ ოფიციალურად დახურა, მას შემდეგ რაც ბრაზილიელი საბოლოოდ გამოისყიდა ბაიერნისგან და ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმა.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. bero-juve10 says:

    კარგი იქნება თუ მოიყვანენ იმედია გაამართლებს ისე კი რასაც ინტერში ვუყურე 2-3 თამაში თავი კარგად წარმოაჩინა რაღაცით კვადრადოს წააგავს თამაშის სტილით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .