ბეპე ბოცო:”ხელმძღვანელობას პიანიჩის და მილინკოვიჩ-სავიჩის საკითხზე დაფიქრება მოუწევს”

ფედერიკო ბერნარდესკის საფეხბურთო აგენტი, ბეპე ბოცო მირალემ პიანიჩთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს:

“ვფიქრობ, არ ღირს მილინკოვიჩის გამო ტურინი პიანიჩს შეელიოს.. მირალემი ახლა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფორმის პიკზე იმყოფება და თან ყველაფერთან ერთად, პირადად მე სავიჩი ბოსნიელზე რაიმეთი ზემოთმდგომი არ მიმაჩნია.. დიახ, სერბი ახალგაზრდაა მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ეს არა ადეკვატური ნაბიჯი იქნება.

იგუაინი იკარდის სანაცვლოდ? უდაოდ! ტექნიკური თვალსაზრისით ეს ორივე კლუბისთვის მომგებიანი იქნებოდა.. გონსალო ინტერში თავს ისევ სრულყოფილ ფორვარდათ იგრძნობდა, ხოლო იკარდი ტურინელებს მისი მახასიათებლების გამო დიდად წაადგებოდა..

ემრე ჯანი? ეს დიდი შენაძენია, რადგან გერმანელის ხელში ჩაგდება არაერთ დიდ გუნდს სურდა.. საბოლოო ჯამში ჯანმა სწორედ იუვენტუსის პროექტის ირწმუნა და ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიის ჩემპიონს აქვს რესურსი და საშუალება, რათა მსოფლიო დონის მოთამაშეები გადმოიბიროს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. Old Juventus says:

    პიანიჩს არანაირად უნდა შეელიონ, თუ მეტი სახსრები არ აქვთ ღიპიანის შელევა შეიძლება და მანძუ(კინი) დადგება შეტევაში.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »