ემრე ჯანი:”იუვე საოცარია და სწორი არჩევანი გავაკეთე”

ემრე ჯანი იუვენტუსში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს:

“პირველი შთაბეჭდილება? ვიცოდი თუ სად მოვდიოდი.. ვიცოდი რაოდენ დიდია იუვენტუსი, რაოდენ გრანდიოზული ისტორია გააჩნია!

ჩემი პირველი მწვრთნელი, წარმოშობით იტალიიდან იყო და მასთან კონტაქტი დღემდე შენარჩუნებული მაქვს.. მახსოვს ვარჯიშებზე, როგორ მეუბნებოდა რომ ერთ მშვენიერ დღეს კარიერას იუვენტუსში გავაგრძელებდი.. იგი ბავშობიდან ტურინულ გრანდზე იყო შეყვარებული და ამ გრძნობას სხვასაც უნაწილებდა. როდესაც ჩემს შესახებ ინფორმაცია შეიტყო, უსაზღვროდ გაუხარდა და წარმატებები მისურვა!

ფეხბურთელები? დელ პიერო, ნედვედი და კიდევ რამდენი მეგა ვარსკვლავი ირჯებოდა აქ.. რონალდუ? რომელი იტყვის უარს მის გვერდით ასპარეზობაზე? მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით პირადად მე არანაირი ცნობები არ გამაჩნია.. ახლა ფოკუსირებული უშუალოდ ჩემს ასპარეზობაზე ვარ..

რატომ მაინც და მაინც იუვე? ჩვენ უკვე არაერთი წელია ერთმანეთთს ვეკონტაქტებით.. ჩემი აგენტი იუვენტუსის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა და იტალიელთა მხრიდან დიდი ენთუზიაზმი დაფიქსირდა. ასეთ ფაქტს დღევანდელ დღეს გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით.. მათ აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი და მუდამ წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი.. სწორედ ამის სურვილი მაქვს მეც! ტიტულების მოპოვება და გუნდს ამ მიზნის მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარები!

ჩემი ფავორიტი პოზიცია? ნახევარდაცვაში განსხვავებულ როლში შემიძლია თამაში, მაგრამ ყველაზე კომფორტულად თავს დაცვით მანევრირებებში ვგრძნობ.. თუმცა, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია, რომელმთანაც ჯერ უშუალოდ ტაქტიკურ ნიუანსებზე არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ ეს უკვე რამდენიმე დღეში მოხდება. სხვათაშორის ჩემი კუმირი ზიდანია, რომელიც თავის დროზე აქ ასპარეზობდა.

კლოპთან არსებული პრობლემები? პირველად მესმის.. გერმანელთან იდეალური ურთიერთობა მქონდა.

ხედირასთან ხშირად ვსაუბრობდი და მანაც იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე გარკვეული ზეგავლენა.. სამიმ იუვე საუკეთესო კუთხით დამიხასიათა, მაგრამ ობიექტურობისთან მსურს აღვნიშნო რომ გასულ სეზონში იუვეს ასპარეზობს თვალს ხშირად ვადევნებდი.. ასევე სასიამოვნო იყო თავად მოთამაშეების მხრიდან წამოსული სითბო, როდესაც ჩემი ტრანსფერის დეტალები ხმაურდებოდა”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »